... (H-1090), XIX ს.

528. მე ლმობიერად მომიტკბა, გამწყრალი გამქისებული჻ ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ გავსებული჻ ახლოს დამისვა დამიტკბა, აქამდის არ ღირსებული჻ მეუბნებოდა დამივსო, ცეცხლი ამითა გზებული჻

529. მიბრძანა თუ გონიერი, ჴამს აროდეს არ აჩქარდეს჻ რაცა ჰსჯობდეს მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს჻ თუ სასიძო არ მოუშვა, ვაი თუ მეფე გაგიმწარდეს჻ შენ და ისი წაიკიდნეთ, ჰინდოეთი გარდაჰქარდეს჻

530. კულა თუ სიძე შემოუშვათ, მე შემირთავს იყოს ასდენ჻ ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეული გაგვიფლასდენ჻ მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ჻ ეგე ამბვად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ჻

531. მე ვჰკადრე ღ~თნ აშოროს, მის ყმისა შენი ქმარობა჻ რა შემოვიდენ ჰინდოვეთს, შევიგნა მათი გმირობა჻ უჩვენო ჩემი ძალ გული, და ჩემი მეომარობა჻ ასრე დავხოცნე შეეძლოს, აღარას არ სახმარობა჻

532. მიბრძანა თუ ჰჴამს დიაცი, დიაცურად საქმე დედლად჻ დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად჻ რა მოვიდეს სიძე მოჰკალ, მათთა სპათა აუწყვედლად჻ ქმნა მართლისა სამართლისა, ხესა შეიქს ჴმელსა ნედლად჻

533. ასრე ჰქმენ ჩემო ლომო და, მჯობო ყოველთა გმირთაო჻ მიპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო჻ მისთა სპათაცა ნუ დახოც, ზროხათა ვითა ვირთაო჻ დიადი სისხლი უბრალო, კაცმანცა ვით იტვირთაო჻

534. იგი რა მოკლა ეუბენ, პატრონსა ჩემსა მამასა჻ ჰკადრე თუ სპარსთა ვერა ვიქმ, ჰინდოეთისა ჭამასა჻ ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა჻ არ დამეხსნები გაგიხდი, ქალაქსა ვითა ტრამასა჻

535. ჩემი ყოლა ნურა გინდა, სიყვარული ნუმცა ნდომა჻ ამით უფრო მოგეცემის, სამართლისა შენ მოხდომა჻ ქნას მეფემან ყელ მოტეხით, შემოხვეწა შემოკდომა჻ ჴელთა მოგცემ თავსა ჩემსა, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა჻

536. ესე მეტად მომეწონა, თათბირი და გამორჩევა჻ ჩემთა მტერთა დავაცადე, დასახოცლად ხრმლისა ქნევა჻ მერმე ავდეგ წასასავლად, მან დამიწყო ქვე ქვე წვევა჻ მწადდა მაგრა ვერ შეუმართე, შეჭიდება შემოხვევა჻

537. ხანი დავჰყავ გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი჻ ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი჻ ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი჻ მერმე წასვლა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი჻

538. მოვიდა კაცი სასიძო, მოვაო მოსლვა გვახარა჻ მაგრა თუ ღ~თი რას უზამს, არა იცოდა გლახ არა჻ მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყუა ივაგლახა რა჻ მიბრძანა ახლოს მიმისვა, მოდიო თავი დახარა჻

539. მიბრძანა ჩემთჳს ესე დღე, ლხინი და სიხარულია჻ გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასასრულია჻ კაცი გავგზავნოთ მოვიღოთ, ყოვლგნით საჭურჭლე სრულია჻ უხვად გავსცემდეთ ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია჻

540. მე გავგზავნენ ყოვლგნით, კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი჻ სასიძოცა მოგვივიდა, იყუნეს ხანსა არ დამზმელნი჻ შიგნი ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხორაზმელნი჻ მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა, ვერ იტევდეს ვერცა ველნი჻

541. მეფემან ბრძანა მოჰკაზმეთ, კარვითა მოედანია჻ გამოისვენოს სიძემან, დაჰყოს ცოტაი ხანია჻ მუნ მისად ნახვად გავიდენ, უშენოდ სპანია სხვანია჻ შენ აქა ნახენ კმარიან, იქა ნახვისად კმანია჻

542. მაედანს დავდგი კარვები, წითლისა ატლასებისა჻ მოვიდა სიძე გარდახდა, დღე ჰგვანდა არ აღვსებისა჻ შეიქმნა გასლვა შიგანთა,თემ თემად დას დასებისა ჻ დაიწყეს დგომა ლაშქართა, ჯარია მუნ ხასებისა჻

543. ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი჻ ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე ცრემლსა რასა მილდი჻ მითხრა შენი შესწრობილი, ტირილსამცა ვით ავსცილდი჻ გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარამცა გავაქილდი჻

544. შევედით ვნახეთ ბალიშსა, ზედა წარბ შერჭმით მჯდომარე჻ მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე჻ წავდეგ მიბრძანა რასა ჰსდაგ, დღე მიგიჩს შენ საომარე჻ ანუ გამწირე მიტყუე, და კულაცა მაიმცთომარე჻

545. მე მეწყინა აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი჻ უკუვყივლე აწ გამოჰსჩნდეს, არ მინდოდეს ვისცა უნდი჻ ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი჻ შინა მოველ მოკულა მისი, დავაპირე არ დავყმუნდი჻

546. ასსა უბრძანე მონასა, საომრად დაემზადენით჻ შევსხედით გავლეთ ქალაქი, არა ვის გავეცხადენით჻ კარავსა შეველ იგი ყმა, ვითა წვა ზარამც თქმად ენით჻ უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით჻

547. კარვის კალთა ჩახლათული, ჩავსჭერ ჩავაქარაბაკე჻ ყმასა ფეხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შეუტაკე჻ წინა მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიხვდა საარაკე჻ ცხენსა შევსჯე და წაცამოველ, ჯაჭვი მეცვა საკურტაკე჻