... (H-2074), XVI-XVII სს.

721. ესეცა჻ უთხარ჻ ამბავი჻ ჩემი჻ არ჻ გაგეგონების჻ უფრორე჻ წყნარად჻ გიამბობ჻ თუ჻ ჟამი჻ ჩუენ჻ გუექონების჻ მან჻ მითხრა჻ ლხინი჻ საჩემო჻ მაგას჻ რა჻ შეეწონების჻ დღედ჻ სიკვდილადმდის჻ სიცოცხლე჻ შენ჻ ჩემი჻ დაგემონების჻

722. მივედით჻ მისსა჻ ქალაქსა჻ ტურფასა჻ მაგრა჻ ცოტასა჻ გამოეგებნეს჻ ლაშქარნი჻ ისხემდეს჻ მისთუის჻ ოტასა჻ პირსა჻ იჴოკდეს჻ გაჰყრიდეს჻ ნახოკსა჻ ვით჻ ნაფოტასა჻ ეხუეოდიან჻ ჰკოცნიდეს჻ ჴრმალსა჻ და჻ სალტეკოტასა჻

723. კულა჻ მოვეწონე჻ ვეტურფე჻ მე჻ მისი჻ გარდნაკიდარი჻ შემასხემდიან჻ ქებასა჻ მზეო჻ ხარ჻ ჩუენთუის჻ ი჻ დარი჻ მივედით჻ ვნახეთ჻ ქალაქი჻ მისი჻ ტურფა჻ და჻ მდიდარი჻ ყუელასა჻ ტანსა჻ ემოსა჻ ზარქაში჻ განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათგან მათ ზედა჻

724. მოსჯობდა჻ ომი჻ შეეძლო჻ ჴმარება჻ ცხენაბჯარისა჻ დავჰკაზმეთ჻ ნავი჻ კატარღა჻ და჻ რიცხუი჻ სპათა჻ ჯარისა჻ კაცი჻ ჴმდა჻ მისთა჻ მჭურეტთათუის჻ ღონემცა჻ ეაჯა჻ რისა჻ აწ჻ გითხრა჻ ომი჻ მოყმისა჻ მებრძოლთა჻ დამსაჯარისა჻

725. მათი჻ მესმა჻ დაპირება჻ ჩაბალახთა჻ ჩამოხურვა჻ ნავი჻ წინა჻ მომეგება჻ არა჻ ვიცი჻ იყო჻ თუ჻ რვა჻ ფიცხლა჻ ზედა჻ შევეჯაჴე჻ მათ჻ დაიწყეს჻ ამოდ჻ ცურვა჻ ქუსლი჻ შევეც჻ დავუქცივე჻ დაიზახნეს჻ დიაცურ჻ ვა჻

726. კულა჻ სხუასა჻ მიველ჻ მოვჰკიდე჻ ჴელი჻ ნავისა჻ ბაგესა჻ ზღუასა჻ დავანთქენ჻ დავჰხოცე჻ ომიმცა჻ რაღა჻ აგესა჻ სხუანი჻ გამექცეს჻ მიმართეს჻ მათ჻ მათსა჻ საქულბაგესა჻ ვინცა჻ მიჭურეტდა჻ უკვირდა჻ მაქებდეს჻ არ჻ მაძაგესა჻

727. ზღუა჻ გავიარეთ჻ გავედით჻ შემოგუიტიეს჻ ცხენია჻ კულა჻ შევიბენით჻ შეიქნნეს჻ ომისა჻ სიმარცხენია჻ მუნ჻ მომეწონა჻ ფრიდონის჻ სიქველესიმკიცხენია჻ იბრძვის჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ იგი჻ ალვისაც჻ ხენია჻

728. თვით჻ ორნივე჻ ბიძაძენი჻ მისნი჻ ჴმრლითა჻ ჩამოყარნა჻ ჴელნი჻ წმიდად჻ დაეკუეთეს჻ იგი჻ ასრე჻ ასაპყარნა჻ მოიტანნა჻ მჴარდაკრულნი჻ ერთმან჻ ორნი჻ არ჻ დაყარნა჻ მათნი჻ ყმანი჻ გაამტირლნა჻ მისნი჻ სპანი჻ ამაყარნა჻

729. მათნი჻ ლაშქარნი჻ გაგუექცეს჻ ვეცენით჻ გაცავფანტენით჻ ფიცხლად჻ წაუღეთ჻ ქალაქი჻ არ჻ თავნი჻ გავაზანტენით჻ ქუითა჻ დავლეწეთ჻ წუივები჻ ჩუენ჻ იგი჻ გავაანტენით჻ მამკალით჻ ლარი჻ დავლიოთ჻ ან჻ აკიდებით჻ ან჻ ტენით჻

730. ფრიდონ჻ ნახნა჻ საჭურჭლენი჻ და჻ ბეჭედნი჻ მისნი჻ დასხნა჻ თუით჻ ორნივე჻ ბიძის჻ ძენი჻ დაპყრობილნი჻ წამოასხნა჻ მისთა჻ ნაცულად჻ სისხლნი჻ მათნი჻ მოღუარნა჻ და჻ ველთა჻ ასხნა჻ ჩემი჻ თქუეს჻ თუ჻ ღ~თსა჻ მადლი჻ ვინ჻ ალვისა჻ ხენი჻ ასხნა჻

731. მივედით჻ მოქალაქეთა჻ ზარი჻ ჩნდა჻ რომე჻ ზმიდიან჻ აჯათა჻ მქნელნი჻ მჭურეტელთა჻ გულსა჻ მუნ჻ დააბმიდიან჻ მე჻ და჻ ნურადინს჻ ყველანი჻ ქებასა჻ შეგუასხმიდიან჻ გვითხრობდეს჻ მკლავთა჻ თქვენთაგან჻ ჯერთ჻ მათნი჻ სისხლნი჻ მიდიან჻

732. ლაშქარნი჻ ფრიდონს჻ მეფედ჻ და჻ მიხჴობდეს჻ მეფეთმეფობით჻ თუით჻ თავსა჻ მათსა჻ მონად჻ და჻ ჩემსა჻ ყუელასა჻ სეფობით჻ დაღრეჯით჻ ვიყავ჻ ვერ჻ მპოვეს჻ ვეროდეს჻ ვარდის჻ მკრეფობით჻ ჩემი჻ ვერ჻ ცნიან჻ ამბავი჻ მუნ჻ იყო჻ არ჻ იეფობით჻

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელისათუის჻

733. დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ ფრიდონ჻ ნადირობას჻ გამოვედით჻ ზღუასა჻ ზედა჻ წაწურვილსა჻ ქედსა჻ რასმე჻ გარდავდეგით჻ ფრიდონ჻ მითხრა჻ გითხრობ჻ რასმე჻ ვთამაშობდით჻ ცხენსა჻ ვსხედით჻ ერთი჻ რამე჻ საკუირველი჻ მე჻ ვნახეო჻ ამა჻ ქედით჻

734. მე჻ ვჰკითხევდი჻ ფრიდონ჻ მეტყვის჻ მართ჻ ამბავსა჻ ესოდენსა჻ დღე჻ ერთ჻ მწადდა჻ ნადირობა჻ შევჯე჻ ამა჻ ჩემსა჻ ცხენსა჻ ზღუათა჻ შიგან჻ იხუსა჻ ჰგვანდა჻ ჴმელთა჻ ზედა჻ შავარდენსა჻ ჻ აქა჻ ვდეგ჻ და჻ თუალ჻ უგებდი჻ ქორსა჻ იქით჻ განაფრენსა჻

735. ზოგჯერ჻ ზღუისკე჻ მივიხედნი჻ წავსდგომოდი჻ ამა჻ გორსა჻ ზღუასა჻ შიგან჻ ცოტა჻ რამე჻ დავინახე჻ თუცა჻ შორსა჻ ეგრე჻ ფიცხლად჻ სიარული჻ არას჻ ძალაქვ჻ მისსა჻ სწორსა჻ ვერად჻ ვიცან჻ გავეკუირვე჻ გონებასა჻ ამად჻ ორსა჻

736. ვჰთქვი჻ რა჻ არის჻ რას჻ ვამსგავსო჻ მფრინველია჻ ანუ჻ მჴეცი჻ ნავი჻ იყო჻ არ჻ ეფარა჻ სამოსელი჻ მრავალკეცი჻ წინა჻ კაცნი჻ მოზიდვიდეს჻ თუალი჻ ამად჻ დავაცეცი჻ მთუარე჻ უჯდა჻ კიდობანსა჻ ცა჻ მეშვიდე჻ მასცა჻ ვეცი჻

737. ამოძურნეს჻ ორნი჻ მონანი჻ შავნი჻ მართ჻ ვითა჻ ფისანი჻ ქალი჻ გარდმოსვეს჻ სისხონი჻ ვნახენ჻ მისისა჻ თმისანი჻ მას჻ რომე჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ფერნიმცა჻ ჰგვანდეს჻ რისანი჻ მან჻ გაანათლა჻ ქვეყანა჻ გაცუდდეს჻ შუქნი჻ მზისანი჻

738. სიხარულმან჻ ამაჩქარა჻ ამათრთოლა჻ დაცამლეწა჻ იგი჻ ვარდი჻ შემიყუარდა჻ რომე჻ თოვლსა჻ ეახეწა჻ დავაპირე჻ შეტევება჻ ვთქუი჻ წავიდე჻ მათკე჻ მე჻ წა჻ ჩემსა჻ შავსა჻ სულიერი჻ რამცა჻ ვითა჻ გარდეხუეწა჻