... (H-1090), XIX ს.

489. ავთანდილცა სულთქუნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა჻ ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა჻ მერმე სულად მოაქცია , ცეცხლი წყლითა დაუშრიტნა჻ თქვა ცოცხალვარ საწუთრომან, ჯერცა ჩემი სისხლი ჰხვრიტნა჻

490. ზე წამოჰსჯდა ფერ მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად჻ ვარდი სრულად შექნილიყო, ზაფრანად და ვითა სპეტად჻ დიდხან მათად აღარ ჰსცალდა, საუბრად და არცა ჭვრეტად჻ დარჩომა და არ სიკუდილი, მას უმძიმდა მეტის მეტად჻

491. ავთანდილს უთხრა ისმენდი, ცნობა მიც ვითა ხელისა჻ გითხრა ამბავი ჩემი და, ჩემისა დამმარხველისა჻ ლხინად მიჩნს შეყრა მოყურისა, მის შენგან შეუყრელისა჻ მე მიკჳრს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა჻

492. ასმათის ნახვა მიამა, ჩემად მის საესავისა჻ წიგნი რა ვნახე მამართვა, ესე საბამი მკლავისა჻ მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა჻ იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რისმე შავისა჻

აქა წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად მინაწერი :

493. მიუწერა მზეო შუქი, შენი შენგან მონაფენი჻ გულსა მეცა გამიცუდდეს, სიჩაუქე სიალფენი჻ ჴელმან შენნი გავიცადენ, სინატიფე სიტურფენი჻ სულთა ნაცულად სამსახურნი, რამცა ვითა გიმუქფენი჻

494. მაშინ ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე჻ აწ ჩემთჳსცა ესე ჟამი, მასვე ჟამსა დავადარე჻ სამჴრე შენი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე჻ რომე მართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე჻

495. გაღანამცა ვიწინაშე, აჰა რიდე რომე მთხოვე჻ ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ჰპოვე჻ დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა მარგე მოვე჻ სოფელს მყოფსა უშენოსა, კაცსა ვისმცა შევეპოვე჻

496. ქალი ადგა გამეყარა, დავწევ ამოდ დამეძინა჻ მაგრა შევჰკრთი საყუარელი, ჩემი ვნახე ძილსა შინა჻ გამეღვიძა აღარა მყვა, სულდგმულობა მამეწყინა჻ ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა჻

497. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა჻ ავდეგ ვჰსცან მათი ამბავი, წასლვა ვჰქენ მითვე წამითა჻ ვნახე ორნივე ერთგან სხდეს, სახითა ოდენ სამითა჻ რა მიველ მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა჻

498. გვიბრძანეს თუ ღ~თნ, ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია჻ ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია჻ ყმა არ მოგვცა ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია჻ ყმისა არ სმა არა გვაგვა, ამად ზედან წაგვითვლია჻

499. აწ ქალისა ჩვენისათვის, ქმარი გვინდა სად მოვნახოთ჻ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ჻ სამეფოსა ვაპატრონოთ, საჴელმწიფო შევინახოთ჻ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა, ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ჻

500. ვთქვით თქვენი ძისა არა სმა, გულსა ვით მიეფარების჻ მაგრამ ჴმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების჻ ვისცა ჰსთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების჻ სხვამცა რა გკადრეთ თვით იცით, მაგას რა მოეგვარების჻

501. დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული უც თუცა მელია჻ ვთქვი ჩემგან დაშლა, ამისი არ ითქმის არ საქმნელია჻ მეფემან ბრძანა ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია჻ თუ მოგვცემს შვილსა საჩვენოდ, მისებრივ არ რომელია჻

502. რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა჻ ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყუაცა აგრე სწბებოდა჻ ჩემგან დაშლისა კადრება, მართ ამბად არ ეგებოდა჻ ოდენ დავმიწდი დავნაცრდი, გული მი და მო ჰკრთებოდა჻

503. დედოფალმან თქვა ხვარაზმშა, მეფეა მორჭმით მჯდომელი჻ მათსამცა შვილსა სასიძოდ, ჩვენთჳს სხვა სჯობდეს რომელი჻ შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რადგან თჳთ იყვნეს მდომელნი჻ მოწმობა დავრთე დაესკუნა, დღე ჩემი სულთა მხდომელი჻

504. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას, წინა შვილისა მთხოველი჻ შესთვალეს გახდა უმკვიდროდ, სამეფო ჩვენი ყოველი჻ არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე გასათხოველი჻ თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი჻

505. კაცი მოვიდა აევსო, ჯუბაჩითა და რიდითა჻ გახარებოდა ხვარაზმშას, სიხარულითა დიდითა჻ ებრძანა მოგვხდა ღ~თისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა჻ თჳთ მაგისებრსა შვილსამცა, ჩვენ ჴელსამცა რასა ვჴდიდითა჻

506. კულა გაგზავნეს სხვანი კაცნი, სასიძოსა მოყვანებად჻ დაავედრეს ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად჻ მე მაშვრალი ნაბურთალი, საწოლს შეველ მოსვენებად჻ გულსა სევდა შემეყარა, ვიწყავ ჭირთა მოპოვნებად჻

507. მეტმან სევდამან მიმწურა, გულსა დაცემად დანისად჻ ასმათის მონა შემოდგა, ვჰსჯედი ლაღი და ჯანი სად჻ წიგნი მამართვა ეწერა, ვინ სჩან ალვისა ტანისად჻ ადრე მოდიო გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად჻