... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

603. მოვიდიან შესამკობლად ქვეყნით ყოვლნი სულიერნი კლდით ნადირნი წყალშიგ თევზნი ზღვით ნიანგნი ცით მფრინველნი ჰინდოარაბსაბერძნეთით მაშრიყით და მაღრიბულნი რუსნი სპარსნი მოფრანგენი და მისრეთით მეგვიპტელნი

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა

604. ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა შორით ნახა მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა მოიცადნა ჰკითხა ვინ ხართ თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა ეს სამეფო ვისი არის ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა

605. მათ მოახსენეს ტურფაო სახითა და ნაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გეუბნებით ქებითა აქამდის ზღვარი თურქთაა მომძღვრე ფრიდონის ზღვრებითა ჩვენცა ვისნი ვართ გიანბობთ თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა

606. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი ფიცხლად მამხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა მფენისა

607. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქვს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღვრეს არ დააგდეს გზამდის კიდე

608. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი მახვილხრმალი აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი ვა რად დაგვწვენ უცხომ უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

609. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი თქვენმცა მაშინ გენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით ჩვენგან სხდიან მხიარულნი

610. იგი წავიდეს დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს მოსთქვამს მისსავე ლხინასა ნარგისნი ქუხან ცრემლსა წვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

611. ვინცა გზას ნახნის უცხონი მსახურებდიან ჰყმობდიან მოეხვივნიან საჭვრეტლად მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაუზი მისციან ჰკითხის რა უამბობდიან

612. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისვრიან და იზახიან მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

613. კაცი ემთხვია მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ხელმწიფე მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველშამბნარისა

614. მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება მის ყმისა ვჰთქვიმცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახოს მჭვრეტელთა ახელებს ტანი ლერწამობს ხე ვითა

615. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტია გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა გარდახდა და ფრთენი დასჭრა წყნარად შეჯდა არ აქშინდა

616. იგი რა ნახეს მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს ზოგნი უკანა ჰყვებოდეს ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს

617. მინდორსა შუა გორი დგა ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ მას თანა ყოლბი ჰყვებოდა ფრიდონს უკვირდა რა ჰქნესო მისთა სპათათვის წყრებოდა

618. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნახეო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლა მოყგება ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდეს დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

619. ავთანდილ ცნა თუ ისია მოამბედ ჩემად რებული უთხრა არქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი საყოფთა მოშორვებული ძმადფიცი ტარიელისი თქვენს წინა მომგზავრებული

620. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბვისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად

621. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი მათგან იქო არ გაუქდა