... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

546. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს ამად აენთების მაგრა წყალსა არსით ახლავს თუ ჩავარდეს დაცაშრტების რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს სხვათათვისცა ევარგების თავიდაღმა რად არ იცი ჩემი გული რაგვარ დნების

მბობა ტარიელისაგან ლომ ვეფხვის დაჴოცისა

547. რა წამეკიდა ყველაი წვრილად გიამბო ენითა მერმეღა გაპრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა შენ მოგელოდი მიმჭირდა მოლოდინითა შენითა ქვაბს ვეღარ გავძელ მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა

548. იმა ქედსა გარდავადეგ იგი შამბნი მომეარნეს ერთი ლომი ერთი ვეფხი შეკრბეს ერთად შეიყარნეს ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა მათი ნახვა გამეხარნეს მათ რა უყვეს ერთმანერთსა გამიკვირდეს შემეზარნეს

549. ქედსა გარდავდეგ ლომვეფხი მოვიდეს ერთგან რებულნი სახედ ვამსგავსე მიჯნურთა ცეცხლნი დამევსნეს დებულნი შეიყარნეს და შეიბნეს იბრძოდეს გამწარებულნი ლომი სდევს ვეფხი მიურბის იყვნეს არ ჩემგან ქებულნი

550. პირველ ამოდ ილაღობეს მერმე მედგრად წაიკიდნეს თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს სიკვდილსა არ დარიდნეს გამოჰრიდა ვეფხმან გული დედათამცა განა იდნეს ლომი მედგრად გაეკიდა იგი ვერვინ დაამშვიდნეს

551. ლომსა დაუგმე ნაქმარი ვარქვი არა ხარ ცნობასა შენ საყვარელსა რად აწყენ ფუ მაგა მამაცობასა ხრმალგამოწვდილი გაუხე მივეც ლახვართა სობასა თავსა გარდავჰკარ მოცავჰკალ დავხსენ სოფლისა თმობასა

552. ხრმალი გავჰტყორცე გარდვიჭერ ვეფხი შევიპყარ ხელითა მის გამო კოცნა მომინდა ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა ვეღარ გავუძელ იგიცა მოვკალ გულითა ხელითა

553. რაზომსაცა ვამშვიდებდი ვეფხი ვერა დავამშვიდე გავგულისდი მოვიქნივე ვჰკარ მიწასა დავაწყვიდე მამეგონა ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე სული სრულად არ ამომხდეს რას გიკვირს რომ ცრემლსა ვღვრიდე

554. აჰა ძმაო მითხრობია ჭირი ჩემი რაცა მჭირდა სულთა დგმაცა არა მმართებს ასრე გასლვა რად გიკვირდა სიცოცხლესა გავეყარე სიკვდილიცა დამიძვირდა ესე სიტყვა დაასრულა ყმამან სულთქნა აცატირდა

555. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა უთხრა დათმე ნუ მოჰკვდები გულსა სრულად ნუ დასჭრი და ღმერთი მაგას მოწყალეობს თუცა ჭირმან არ გაგრიდა თუმც უნდოდით გასაყრელად პირველ ერთად არ შეგყრიდა

556. მწუადი შეიწვეს შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა მუნ უპურობა პურობა არსიდიადე ჯამისა მას შეეხვეწნეს ჭამეო ძალი არ ჰქონდა ჭამისა გაცოხნის ლუკმა გატყორცის წონა ძლივ ჩანთქის დრამისა

557. ამოა რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს მან გაუგონოს რაცა თქვას არ ცუდად წაუხდებოდეს ცოტად ეგრეცა დაუვსებს ცეცხლი რაზომცა სდებოდეს დიდი ლხინია ჭირთა თქმა თუ კაცსა მოუხდებოდეს

558. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი იგი გმირნი იუბნეს და გააცხადნეს თავთავისად მათნი ჭირნი რა გათენდა კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვახშირნი ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი

559. ტარიელ ეტყვის რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა რაცა შენ ჩემთვის გიქნია ღმერთი მზღველია ვალისა კმა ზენაარი ზენარად არ ნაქმარია მთრვალისა არ დავიწყება მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა

560. აწ შემიხვეწე ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა მე რომე ცეცხლი მედების არ ნაგზებია კვესითა ვერ დაშრეტ შენცა დაიწვი სოფლისა ქნისა წესითა წადი დაბრუნდი შეიქეც მუნითვე შენი მზე სით ა

561. ვინ დამბადა განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად ვისცა გესმის გაიგონეთ მით გაჭრილვარ ხელი ველად რაცა ჰმართებს გონიერთა ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია მით ვარ ხელად

562. ავთანდილ ეტყვის რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა შენვე სთქვი ეგე ა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულდათესულისა

563. ღმერთსამცა ესე რად ექნა ეგეთნი დაებადენით არღა შეგყარნა გაგყარნა თვალნი ცრემლთა დადენით სდევს ფათერაკი მიჯნურსა გაჭვრიტეთ გაიცადენით თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეთ მე სულნი ამომხადენით

564. ნეტარ მამაცი სხვა რაა არ გასძლოს რაცა ჭირია ჭირსა გადრეკა რად უნდა რა სასაუბრო პირია ნუ გეშის ღმერთი უხვია თუცა სოფელი ძვირია რასცა მიწვრთიხარ იწვართე გკადრო უწვრთელი ვირია