... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

737. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნებაზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მხნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა თქვა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭვ სულდგმულსა მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა

738. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყვანოს თვარა მეშვლად მინდა არად იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად რაცა უყო მოგახსენებ მომიცადე იყავ წყნარად

739. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად წაცამყვანელად კვლავე შეჰყივლავინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად თუ მოვითაჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად

740. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელმწვანითა ქვეშეთკენ სრითა ტურფითა კვლა ზედათ ბანისბანითა დიდროანითა ტურფითა მრავლითა თანისთანითა

741. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა ხმამდაბლად ჰკადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა უჩვენებს ეტყვის ხედაო ბანსა ზედაქვე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა

742. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ხმასა თვითო ხელი ყელსა მიჰყო მუნვე მისცა სულთა ხდასა თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა

743. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა ხელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვერღა აესწრა იდუმალ მოკლა ვერცა თუ ვცანითა ხელი მოჰკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა

744. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა ქვესკნელთ მიწასა გარია ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა ზღვასა ქვიშათა დარია მისთვის არცაღა სამარე არცა სათხარად ბარია

745. უყურეთ ბოზსა დიაცსა და ეშმაკისა ბადესა აქ ჭაშნაგირი უბრალოდ მოკლა ლახვარსა აგესა დაჰკარგეს სულით და ხორცით ზღვაშიგან გარდააგდესა თითი მოჰკვეთეს ბეჭდითურთ იგ დანა არ ჩააგესა

746. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა რომე პირველ წამოევლო გზა იგივე წაიარა

747. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღმრთიანი აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს სისხლიანი

748. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების მეტის მეტად ფატმან ფერხთა მოეხვია არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად გამიმრთელდა გული წყლული ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად

749. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით თავითგან გითხრობ ყველასა თქვენ სმენად დაემზადენით

აქა ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე

750. ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი პურობადარბაზობასა

751. ჩვენ დიდვაჭართა ზედა გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა ებნისა მოედანს მღერა ბურთობა დგრიალი ცხენთა დგენისა

752. ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ მაწვეველი არად მინა დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით მდიდარი თუ გლახა ვინ ა დარბაზს ამოდ გავიხარებთ მხიარულნი მოვალთ შინა

753. დღე მოვიდა ნავროზობა დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს ავავსენით ავივსენით ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით კვლა დავსხედით გახარებად უნებურნი არ ვიყვენით

754. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გაველ ჟამსა გავიტანე ხათუნები მათი ჭმევა ჩემგან ხამსა მომყვებოდეს მომღერალნი იტყოდიან ტკბილსა ხმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი ვიცვალებდი რიდეთმასა

755. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი ზღვას ზედა წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი კვლა დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შვებულნი