... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა და გახარება მისგან

507. მივიდოდა მიუბნობდა ყმა მტირალი ფერშეცვლილი ქედსა რასმე გარდაადგა ველი აჩნდა მზიანჩრდილი ნახა შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი თქვა უცილოდ იგიაო არა უნდა ამას ცილი

508. რა შეხედნა ყმასა გულმან გაუფეთქნა გაუნათდა აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა არ უათდა ვარდმან ფერი განანათლა ბროლი ბროლდა სათი სათდა ვით გრიგალმან ჩაირბინა არ მოსცალდა მჭვრეტად მათდა

509. რა ტარიელ დაინახა განაღამცა დაეღრიჯა ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა საყელონი გარდეხივნეს თავი სრულად გაეგლიჯა მას აღარა შეესმოდა სოფლით გაღმა გაებიჯა

510. ერთკე უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული კვლა სხვაგნით ვეფხი უსულო მკვდარი ქვედანარცხებული მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე ცხებული

511. თუალთა ახმადცა ზარედვა სრულად მიჰხდოდა ცნობასა მიახლებოდა სიკვდილსა მოჰშორვებოდა ნობასა ყმა სახელდებით უყივის ლამის სიტყვითა კრთობასა ვეღარ ასმინა გარდიჭრა ძმა გამოაჩენს ძმობასა

512. ხელითა ცრემლსა უწურავს თვალთა ავლებდა სახელსა ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა ეტყვის ვერ მიცნობ ავთანდილს შენთვის გაჭრილსა და ხელსა მას არა დია შეესმის რეტსა თვალდაუფახელსა

513. ესე ყველაი ასრეა რაცა აწ ჩემგან თხრობილა ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან ცოტადრე მოაცნობილა მაშინღა იცნა აკოცა მოეჭდო მოეძმობილა ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა მათებრივ არა შობილა

514. უთხრა ძმაო არ გიტყუვე გიყავ რაცა შემოგფიცე გნახე სულთა გაუყრელმან ფიცი ასრე დავამტკიცე აწ დამეხსენ სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე მაგრა გვედრებ დამარხვასა მხეცთა საჭმლად არ მივიცე

515. ყმამან უთხრა რაშიგან ხარ შენ საქმესა რად იქ ავსა ვინ მიჯნური არ ყოფილა ვის სახმილი არა სწვავსა ვის უქნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა რად სატანას წაუღიხარ რად მოიკლავ ნებით თავსა

516. თუ ბრძენი ხარ ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა ხამს მამაცი მამაცური სჯობს რაზომცა ნელად ტირსა ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა

517. ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ არას წადილსა ისრულებ ვისთვის ჰკვდები ვერ მიხვდები თუ სოფელსა მოიძულებ თავსა მრთელსა რად შეიკრავ წყლულსა ახლად რად იწყლულებ

518. ვინ არ ყოფილა მიჯნური ვის არ სახმილნი სდებიან ვის არ უნახვან პატიჟნი ვისთვის ვინ არა ბნდებიან მითხარ უსახო რა ქნილა სულნი რად ამოგხდებიან არ იცი ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან

519. ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამა შეგქმნა ტანად პირად მიკვირს რად ხარ ეკლიანი პოვნა შენი რად ა ჭირად მან თქვა ტკბილსა მწარე ჰპოვებს სჯობს იქნების რაცა ძვირად ოდეს ტურფა გაიეფდეს არღარა ღირს არცა ჩირად

520. რადგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო უბოროტო ვის ასმია რაც ა საქმე საეშმაკო რად ემდურვი საწუთროსა რა უქმნია უარაკო

521. ისმინე ჩემი თხრობილი შეჯე წავიდეთ ნებასა ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა გაგონებასა რაცა არ გწადდეს იგი ქენ ნუ სდევ წადილთა ნებასა ასრე არ სჯობდეს არ გეტყვი რად მეჭვ რასაცა თნებასა

522. მან უთხრა ძმაო რა გითხრა ძვრაცა არ ძალმიც ენისა ძალი არა მაქვს ხელქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა რა ადვილად გიჩს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა დრო მომეახლა ლხენისა

523. ამას მოკვდავი ვილოცავ აროდეს ვითხოვ არ ენით აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ კვლა რამე გავიხარენით მო მოყვარეთა დამმარხეთ მიწანი მომაყარენით

524. საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს ვით გაწიროს მისკენ მივალ მხიარული მერმე მანცა ჩემ კერძ იროს მივეგებვი მომეგებოს ატირდეს და ამატიროს ჰკითხე ასთა ჰქენ გულისა რა გინდ რა ვინ გივაზიროს

525. მართ გარდაწყვეტით იცოდი გეტყვი მართალსა პირასა სიკვდილი მახლავს დამეხსენ ხანსაღა დავჰყოფ მცირასა არ ცოცხალ ვიყო რას მაქნევ რა დავრჩე ხელსა მხდი რასა დამშლიან ჩემი კავშირნი შევრთვივარ სულთა სირასა