... (ქუთაისური ხელნაწერი 8)

487. გული ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან რა გული წავა იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან უგულო კაცი ვერ კაცობს კაცთაგან განაკიდიან შენ არ გინახავნ არ იცი მას რომე ცეცხლნი წვიდიან

488. შენ უმართლე ხარ ემდურვი შენ გაეყარე ძმობილსა მაგრა ვით ითქმის ვით გახდა ვითა გიამბობ ცნობილსა ენა დაშვრების გაცვდების გულსა შეელმის ლმობილსა ამას მით ვაზრობ მინახავს მე უბედურსა შობილსა

489. ჯერთ მისი მგზავსი სასჯელი არცა ვის ამბად სმენია თუ არა კაცთა სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია დიჯლადცა კმარის მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია თვით რაცა ბრძანოთ მართალ ხართ სხვა სხვისა ომსა ბრძენია

490. მას წამავალსა ვჰკითხევდი დამწვარსა ცეცხლმოდებულსა მოვიდეს რა ქმნას ავთანდილ მისსა დამვედრე დებულსა მიბრძანა მოღამნახვიდეს მე მისთვის გაცუდებულსა ამათ არ დავჰყრი არეთა არ გავსტეხ მისს ქადებულსა

491. მას ზენაარსა არ გავჰტეხ მას ფიცსა არ ვერცუები მას პაემნამდის მოვიცდი რაზომცა გამდის რუები თუ მკვდარი მნახოს დამმარხოს თქვას ვაგლახი და უები ცოცხალი დავხვდე უკვირდეს სიცოცხლე არს სათუები

492. ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა ოდენ მოდენა ცრესლისა მჭირს ველთა მოსალბედისა მსჯის გამრავლება ხელქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა დავვიწყებივარ სიკვდილსა ნახეთ ნაქმარი ბედისა

493. ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია აწ ზაფრანია ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის ვერ ია თუღა მონახავ მონახე ქენ რაცა შენი ფერია

494. ყმამან უთხრა უმართლე ხარ არ მამართლო მდურვად მისად მაგრა გაბრჭე რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად გამოჭრილვარ სახლით ჩემით ვით ირემი ძებნად წყლისად მას ვეძებ და მას ვიგონებ ვიარები ველთა ვლისად

495. გამოჭრილვარ საძებარად ვერვის ძალაქვს ჩემოდნება უდაბურთა ტყეთა ვლახავ ჭირი მაქვს და მრავლად ვნება მემცა ვითა დავეურჩე რა მოვიდეს ღმთისა ნაბა მისგან კიდე არვის ძალ უც ამა ჩემთა ცეცხლთა გზნება

496. ვიარები ღმერთსა სადა ცის კიდენი დაემყაროს გარდვიკარგვი სხვათა გზათა ვერვინ მნახოს მე აქ მაროს ვენუკევ თუ ტანსა ჩემსა ტკბილი სული გაეყაროს მას ვერ ვნახავ სიმრგვლე ცისა ჩემთვის რისხვით მოიყაროს

497. ბროლსადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ მას მოვშორდი ვერ ვიახლენ ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ

498. პატრონი ჩემი გამზრდელი ღმერთი და ღმერთულებრ ცხოველი მშობლური ტკბილი მოწყალე ცა წყალობისა მთოველი მას უორგულე წამოველ მართ დავივიწყე ყოველი მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა რაღასა მოველი

499. ესე ყველაი ასრე მჭირს დაო ბედითა მისითა არ უტყუვე მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა აწ იგი სადმე წასრულა ვიწვი ცეცხლითა ვისითა ცუდმაშვრალი და მტირალი ქვე ვზივარ პირითა მქისითა

500. დაო მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო არ ვინანი გარდასრულსა ბრძენთა სიტყვა დავაღადრო წავალ ვძებნი ანუ ვჰპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს ღმერთსა რაღა ვჰკადრო

501. ამისმეტი აღარა თქვა ატირდა და წამოვიდა ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა შამბი გავლო ველს გავიდა ქარი ველთა მონაქროლი ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა რად მიმეცო ამა ჭირსა ბედსა ამას უზრახვიდა

502. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე შენ უფალსა არსთა მხედსა რად გამყარე მოყვარეთა რად შემასწარ ამა ბედსა ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა მოვკვდე თავი არ მეწყალვის სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა

503. მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა იგი ფიცი ჩემგან სრული მან აღარა გამისრულა მას თუ გამყრი საწუთროო ჩემი ლხინი გარდასრულა სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა გაბასრულა

504. კვლა იტყვის მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკვიანისა რა მჭმუნვარებდეს რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა სჯობს გამორჩევა აზრობა საქმისა დასაგვანისა აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამტანისა

505. ყმა გაემართა საძებრად მტირალი ცრემლთა მფქვეველი ეძებს უზახის უყივის დღეებრ ღამეთა მთეველი სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი შამბნარი ტყე ველი ვერ პოვა მივა მჭვუნვარე ვერას ამბისა მცნეველი

506. იტყვის ღმერთო რა შეგცოდე ეგზომ დიდი რა გაწყინე რად მემასწარ ამა ბედსა რა სასჯელი მომივლინე გამკითხველო გამიკითხე აჯა ჩემი შეისმინე დაამოკლე დღენი ჩემნი ჭირნი ჩემი გამილხინე