... (Q-1082), XVII ს.

572. მზე: უკადრი: ტახტსა: ზედა: ზის: მორჭმული: არ: ნადევრი: წყლად: ეფრატსა: უხუად: ურწყო: ედემს: რგული: ალვა: მჭევრი: ბროლბალახშსა: აშვენებდა: თმა: გიშერი: წარბი: ტევრი: მე: ვინ: ვაქებ: ათენს: ბრძენთა: ჴამს: აქებდეს: ენა: ბევრი:

573. ყმა: მხიარული: წინაშე: დასვა: სკამითა: მისითა: სხენან: სავსენი: ლხინითა: ორთავე: შესატყუისითა: უბნობენ: ლაღნი: წყლიანნი: არა: სიტყუითა: მქისითა: უთხრა: ჰპოვეა: პატიჟნი: ნახენ: ძებნითა: ვისითა:

574. ჰკადრა: რა: კაცსა: სოფელმან: მისცეს: წადილი: გულისა: ხსოვნა: არა: ჴამს: ჭირისაჟამ: პირველგარდასრულისა: ვჰპოვე: ხე: ტანი: ალვისა: სოფლისა: წყალთა: რწყულისა: მუნ: პირი: მგზავსი: ვარდისა: მაგრა: აწ: ფერ: ნაკლულისა:

575. მუნ: სარო: მგზავსი: ვარდისა: ვნახე: მისჭირდა: მინები: იტყუის: დავჰკარგე: ბროლი: და: სადა: რთავს: ბროლსა: მინები: მით: ვიწვი: რადგან: ჩემებრივცეცხლი: სწვავს: მოუთმინები: მერმე: კვლავ: ჰკადრა: ამბავი: მან: მისგან: მონასმინები:

576. სიარულსამისგან: ძებნად: მისდაპატიჟთა: მოსთულის: ჭირსა: მერმე: ჰკადრა: საწადლისა: ღ~თნ: პოვნა: ვით: აღირსა: საწუთრო: და: სოფელს: ყოფა: კაცი: უჩანსვით: ნადირსა: ოდენ: ხელი: მჴეცთა: თანა: იარების: მინდორს: ტირსა:

577. ეგონების: მისი: მკვლელი: იარების: ცრემლთა: მფრქვნელი: არ: შესჯერდეს: შემოქმედსა: ზღვადცა: მისცეს: საქონელი: ცუდად: შვრების: იარების: გამოჭრილაინდოელი: მიწყივ: უდებს: ცეცხლსა: მასვე: მისი: დამდაგველი:

578. თუ: მკითხავ: ქება: რა: გკადრო: ჩემგან: რა: გაგეგონების: მისსა: მნახავსა: ნახულისხვა: არვინმოეწონების: თვალი: კაცისავით: მზისა: ციაგსა: დაეღონების: ვარდი: არ: ქნილი: ზაფრანად: აწ: ია: შეიკონების:

579. წვრილად: ჰკადრა: რა: იცოდა: რა: ნახული: რა: ნასმენად: ვითა: ვეფხვსა: წავარნა: და: ქუაბი: აქო: სახლად: მენად: ქალი: ახლავს: საყუარლისა: სულთა: დგმად: და: ჭირთა: თმენად: ვაი: სოფელმან: სოფელს: მყოფი: ყოვლი: დასვა: ცრემლთა: დენად:

580. ქალსა: რა: ესმა: ამბავი: მიხვდა: წადილი: ნებისა: განათლდა: პირი: მთვარისა: ვით: ნათლად: ნავანებისა: იტყუის: რა: უთხრა: პასუხი: მას: სათნებლისა: თნებისა: რა: წამალია: მისისა: წყლულისა: განკურნებისა:

581. ყმა: ეტყვის: ვის: აქუსმინდობა: კაცისა: მომცქაფავისა: მან: ჩემთვის: დაწვა: თავისი: დადვა: არ: დასაწვავისა: დრო: დამიც: ჩემგან: მისულისა: მითქუამს: დადება: თავისა: მზე: შემიფიცავს: თავისა: ჩემგან: მზედ: სახედავისა:

582. ჴამს: მოყვარე: მოყვრისათვის: თავი: ჭირსა: არ: დამრიდად: გული: მისცეს: გულისათვის: სიყუარული: გზად: და: ჴიდად: კვლა: მიჯნურსა: მიჯნურისა: ჭირი: უჩნდეს: ჭირად: დიდად: აჰა: მაქუსმცა: უმისოსა: ლხინი: არმად: თავი: ფლიდად:

583. მზე: ეტყუის: მამხუდა: ყოველი: ჩემი: წადილი: გულისა: პირველ: შენ: მოხველ: მშვიდობით: მპოვნელი: დაკარგულისა: მერმე: ზრდა: სიყვარულისა: გაქუს: ჩემგან: დანერგულისა: ჰპოვე: წამალი: გულისა: აქამდის: დადაგულისა:

584. საწუთრო: კაცსა: ყოველსა: ვითა: ტაროსი: უხდების: ზოგჯერ: მზეა: და: ოდესმე: ცა: რისხვით: მოუქუხდების: აქამდიჭირი: ჩემზედა: აწ: ესე: ლხინად: უხუდების: რადგან: შუება: აქუს: სოფელსა: თვით: რად: ვინ: შეუწუხდების:

585. შენ: არ: გატეხა: კარგი: გჭირს: ზენაარისა: ფიცისა: ჴამს: გასრულება: მოყურისა: სიყუარულისა: მტკიცისა: ძებნა: წამლისა: მისისა: ცოდნა: ჴამს: უვიცისა: ჩემი: თქუი: რა: ვჰქნა: ბნელქმნილმან: მზე: მიმეფაროს: მე: ცისა:

586. ყმამან: ჰკადრა: სიახლითა: შევრთე: ჭირი: შვიდსა: მე: რვა: ცუდი: არის: დამზრალისა: გასათბობლად: წყლისა: ბერვა: ცუდი: არის: სიყუარული: ქუეით: კოცნა: მზისა: წვერვა: თუ: გიახლო: ახ: ნეტარძიდა: რა: მოგშორდე: ათასჯერ: ვა:

587. ვაი: თუ: გავიჭრაგაჭრილსა: სადაგლახდამწვავს: სად: ალი: გული: ძეს: საგნად: ისრისამესრის: საკრავად: სამალი: დრო: სიცოცხლისა: ჩემისა: დღისითღა: ჩანს: ნასამალი: ფარვა: მწადსმაგრა: გარდახდა: ჟამი: პატიჟთა: სამალი:

588. მესმა: თქვენი: ნაუბარი: გავიგონე: რაცა: ბრძანე: ვარდსა: ქაცვი: მოაპოვებს: ეკალთამცა: რად: ვეფხანე: მაგრა: მზეო: თავი: მზესა: ჩემთვის: სრულად: დააგვანე: სიცოცხლისა: საიმედო: ნიშანი: არ: წამატანე:

589. ყმა: ტკბილი: და: ტკბილქართული: სიკეთისა: ჴელის: მჴდელი: ამაზედანეუბნების: ვით: გაზრდილსა: ამო: მზრდელი: ქალმან: მისცა: მარგალიტი: სრულ: ქმნა: მისი: საწადელი: ღ~თნ: ქნას: და: გაუსრულდეს: ლხინი: ესე: აწინდელი:

590. რა: სჯობს: რა: კაცმან: გიშერი: ბროლლალსა: თანა: ახუიოს: ანუ: ბაღს: ალვა: საროსა: ახლოს: რგოს: მორწყოს: ახიოს: მისსა: მჭურეტელსა: ალხინოს: ვერმჭურეტსა: ავაგლახიოს: ვაი: მოყურისა: გაყრილსა: ახიოსეყოს: ახიოს: წამოვა სევდიანი:

აქა ავთანდილ თინათინს ტარიელის ამბავს უამბობდა და სადგომს