... (Q-1082), XVII ს.

591. ყმა: მხიარული: წყლიანი: დაიჩენს: არ: სიმძიმილსა: მისნი: კბილნი: და: ბაგენი: დაიშვენებდეს: ღიმილსა: რა: მოეშორისმოყუარე: თვალთაგან: დასდები: მილსა: მუნით: ადენდი: წყაროსა: სოფლისა: დასაწვიმილსა:

592. მათ: მიხვდა: ლხინი: ყოველი: ერთმანერთისა: ჭურეტითა: ყმა: წამოვიდა: გაყრილი: მივა: გულითა: რეტითა: მზე: ტირს: სისხლისა: ცრემლითა: ზღვისაცა: მეტისმეტითა: იტყუის: ვერ: გაძღა: სოფელი: ვაი: ჩემთა: სისხლთა: ხვრეტითა:

593. ყმა: წავიდა: სევდიანი: მკერდსა: იცემს: ამად: ილებს: რომე: კაცსა: მიჯნურობა: ატირებს: და: გააფლიდებს: რა: ღრუბელი: მიეფარვის: მზე: ჴმელეთსა: დააჩრდილებს: მოყუარისა: მოშორვება: აწ: აბინდებს: არ: აჩრდილებს:

594. სისხლმან: და: ცრემლმან: გარევით: ღაწუი: ქნის: ღარად: და: ღარად: იტყუის: მზე: ჩემგან: თავისა: კმა: დასადებლად: აღარად: მიკუირს: თუ: გული: ალმასი: შავმან: წამწამმან: დაღა: რად: ვირემ: გნახვიდე: სოფელო: მინდი: სალხინოდ: აღარად:

595. ვინ: უწინედემს: ნაზარდი: ალვა: მრწყო: დამრგო: მახია: დღეს: საწუთრომან: ლახვარსა: მიმცა: დანასამახია: დღეს: გული: ცეცხლსა: უშრეტსა: დაბმითადამიბამახია: აწყა: ვსცან: საქმე: სოფლისა: ზღაპარია: და: ჩმახია:

596. ამას: მოსთქვამს: ცრემლსა: აბნევს: ათრთოლებს: და: აწანწარებს: გულამოსკუნით: ოხვრასულთქმით: მიხრის: ტანსა: მიაწარებს: საყუარლისამოშორვება: სიახლესა: გაამწარებს: ვაი: საწუთრო: ბოლოდ: თავსა: ასუდარებს: აზეწარებს:

597. ყმა: მივიდა: საწოლს: დაჯდა: ზოგჯერ: ტირს: და: ზოგჯერ: ბნდების: მაგრა: ახლავს: გონებითასაყუარელსაარ: მოსწყდების: ვით: მწვანვილსა: თურთვილისაგან: პირსა: ფერი: მოაკლდების: ხედავთ: ვარდსა: უმზეობა: როგორ: ადრე: დააჩნდების:

598. საწოლს: მჯდომმან: პირსა: ცემით: ბროლი: ბღუჯოს: ვარდი: კონოს: გულსა: იდებს: იტყუის: კაცმან: ჭირი: ლხინსა: შეაწონოს: ჭირმან: სძლიოს: გაძლება: ჴამს: ლხინისთმოს: და: ჟამთა: მონოს: ვინქონება: არ: იმადლოს: მას: სხვა: ღ~თნ: რა: აქონოს:

599. გული: კრულია: კაცისა: ხარბი: და: გაუძღომელი: გული: ჟამჟამად: ყოველთა: ჭირთ: მომთმო: ლხინთა: მდომელი: გული: ბრმა: ურჩი: ხედვისამართ: ვერას: ვერ: გამზომელი: ვერცაპატრონობს: სიკუდილი: ვერცა: პატრონი: რომელი:

600. ამ: სოფელსა: კარგად: ყოფით: კეისარი: იყო: ვითა: რა: მოკვდების: წარიყუანონ: მძიმედ: შეკრან: ბორკილითა: მიაბარონ: გეენიას: დაწუან: მისითსიბნელითა: ეს: სოფელი: ამას: გიზამს: კარგსა: ნუ: ვინ: მოელითა:

601. რა: გულსა: უთხრა: გულისა: სიტყუანი: საგულისონი: იგმარგალიტი: მოიხვნა: მის: მზისა: სამეყვისონი: მის: მზისა: მკლავსა: ნაბამი: მის: მზისა: სამეყვისონი: პირსა: დასდვა: აკოცა: ცრემლი: სდის: ვითა: ბისონი:

602. რა: გათენდა: კაცი: მოვა: მამკითხავი: დარბაზს: მჴმობი: ყმა: წავიდა: ლაღი: ნაზი: ნაღვიძები: ძილნაკრთობი: ერთმანერთსა: ეჯავრიან: დგას: მჭურეტელთა: ჯარი: მსწრობი: მეფე: მინდორს: ეკაზმოდა: მოემზადა: დაბდაბნობი:

603. მეფე: შეჯდა: მაშინდელი: ზარი: აწმცა: ვით: ითქმოდა: ქოსდაბდაბთა: ცემისაგან: ყურთა: სიტყვა: არ: ისმოდა: მზესა: ქორნი: აბნელებდეს: ძაღლთა: რბენა: მიდამოდა: მას: დღეს: მათგან: დანაღვარი: სისხლი: ველთა: მოესხმოდა:

604. ინადირეს: შემოიქცეს: მხიარულნი: მინდორს: რულნი: შეიტანნეს: დიდებულნი: თავადნი: და: სპანი: სრულნი: დაჯდა: დახუდეს: მოკაზმულნი: საჯდომნი: და: სრანი: სრულნი: ჴმას: სცემს: ჩანგი: ჩაღანასა: მომღერალნი: იყუნეს: სრულნი:

605. ყმა: ახლოს: უჯდა: მეფესა: ჰკითხევდა: ეუბნებოდა: ბაგეთა: გასჭვირს: ბროლლალი: და: კბილთათ: ელვა: ჰკრთებოდა: ღირსნი: ახლოს: სხდეს: ისმენდეს: შორს: ჯარი: დაიჯრებოდა: უტარიელოდ: ხსენება: არვისგან: იკადრებოდა:

606. ყმამანრაცაარვის: უთხრის: კითხვად: ვინმცა: გაუპირდა: მართალ: ა: თუ: საუბარსა: აძვირებსა: ძვირად: ღირდა: სმა: გარდაჴდა: გაიყარნეს: ყმა: წავიდა: მიცასჭირდა: ვეღარგასძლო: გულ: მისი: აუჩუქდა: აუტირდა:

607. თქუა: ამა: ჟამსა: წუხელის: მე: დილა: გამთენებოდა: მუნ: ვიყავ: სადა: სამყაროს: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა: აწ: სიშორისა: მამლოდნე: გულიმცა: მისთვის: ჰკუდებოდა: მზემან: რა: მისცა: სინათლე: თუ: მთუარე: გაეყრებოდა:

608. ყმამივიდა: გულმოკლული: ცრემლი: ველთა: მოედინა: მართ: მისივე: საყუარული: უარებდის: თვალთა: წინა: ზოჯერ: ადგის: ზოგჯერ: დაწუის: ხელსა: რადმცა: დაეძინა: რაცა: აჯა: დათმობისა: გულმან: ვისმცა: მოუთმინა:

609. წევს: იტყვის: გულსა: სალხინო: რამცაღა: დაუსახეო: მოგშორდი: ედემს: ნაზარდო: ტანო: ლერწამო: და: ხეო: შენთა: მჭურეტელთა: ნიშატო: ვერ: მჭურეტთა: სავაგლახეო: ცხადად: ნახვასა: არ: ვღირს: ვარ: ნეტარმც: სიზმრად: გნახეო:

610. ამას: მოსთქმიდის: ტირილით: ცრემლისა: დასაღვაროთა: კვლავგულსა: ეტყუის: დათმობა: ჰგვანდეს: სიბრძნისა: წყაროთა: არ: დავჰთმო: რა: ვქმნათ: სევდასა: მითხარ: რა: მოუგვაროთა: თუ: ლხინი: გუინდა: ღ~საგან: ჭირნიცა: შევიწყნაროთა: