... (Q-1082), XVII ს.

553. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედა: დასდვა: პირი: პირსა: უბრძანა: თუ: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირი: არა: გჭირსა: დიდებულთა: თაყუანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირს: ა: ზარსა: სცემდეს: უხაროდა: უფროსსა: თუნდა: მცირსა:

554. მოვიდეს: სადა: სამყოფლად: სახლი: დგა: მუნ: აგებული: მოვიდა: ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: კრებული: მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმულილაღიშვებული: ენა: მის: დღისა: შვებასა: ყოლავერ: იტყუის: კლებული:

555. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული: ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული: ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თვალდაფახული: უმისოდ: მყოფსა: სწორად: მჩანს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული:

556. მუნ: ამბავი: შინაურუ: ყუელაკაი: მოახსენა: შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისუენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

557. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცაღაკვლავხალვათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისულისა: მათისა: ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათისა:

558. შესთვალა: მეფე: უკადრი: ხარმცა: მორჭმით: და: დიდებით: ამა: საქმესა: ვიკადრებ: შიშით: კრძალვით: და: რიდობით: მის: ყმისა: ვერას: ვერ: მცნობი: უჴმობდი: თავსა: ფლიდებით: აწ: ვსცან: და: გაცნევ: ყოველსა: მოვალ: შვებით: და: მშვიდობით:

559. როსტევან: მეფე: უკადრი: მორჭმული: შეუპოველი შერმადინ: მოციქულობა: თვით: მოახსენა: ყოელი: ავთანდილ: მოვა: წინაშე: მის: ყმისა: ვისმე: მპოელი: ბრძანა: ვსცან: ჩემი: ღ~თისაგან: სააჯო: და: სათხოელი:

560. თინათინს: ჰკადრა: შერმადინ: ნათელსა: დაუღამოსა: ავთანდილ: მოვა: წინაშე: გკადრებს: ამბავსა: ამოსა: იგი: მით: აკრთთობს: ელვასა: მზისაცა: უთამამოსა: მას: საბოძვარი: უბოძა: მისი: ყუელაი: დამოსა:

შერმადინისაგან ავთანდილის მოსვლის მოხსენება დამახარობლობა თინათინის წინაშე:

561. მეფე: შეჯდაგაეგება: ყმასა: მუნით: მომავალსა: ამას: პირმზე: მეფისაგან: ივალებდა: ვითა: ვალსა: მიეგება: მოეგება: მხიარული: გულმჴურვალსა: დიდებულთა: ჯარისაგან: ზოგიჰგვანდავითა: მთვრალსა:

562. რა: მიეახლა: გარდაჴდა: ყმა: თაყვანისსცა: მეფესა: აკოცა: როსტან: მიმხუდარმან: ნიშატთა: სიიეფესა: გულმხიარულნი: შვებულნი: მივლენ: დარბაზსა: სეფესა: მის: ყმისა: მოსულა: უხარის: ყოველსა: მუნ: მეკრეფესა:

563. მას: ავთანდილ: თაყუანისცა: ლომთა: ლომმან: მზეთა: მზესა: მუნ: ბროლი: და: ვარდ: გიშერი: გაეტურფა: სინაზესა: პირი: მისი: უნათლეა: სინათლესა: ზესთა: ზესა: სახლსაყოფი: არა: მართებთცამცა: გაიდარბაზესა:

564. მას: დღე: დასხდეს: ნადიმობად: გაამრავლეს: სმა: და: ჭამა: ყმასა: მეფე: ასრე: უჭურეტს: ვითა: შვილსა: ტკბილი: მამა: მათ: ორთავე: აშვენებდა: ფიფქსა: თოვნა: ვარდსა: ნამა: უხვად: გასცეს: საბოძვარი: მარგალიტი: ვითა: დრამა:

565. სმაგარდაჴდა: თავისთავის: გაიყარნეს: მსმელნი: შინა: დიდებულნი: არ: გაუშვნეს: ყმა: დაისვეს: ახლოს: წინა: მეფე: ჰკითხავს: იგი: ჰკადრებს: რაცა: ჭირი: დაეთმინა: მერმე: მისსაუცნობოსა: რა: ენახა: რა: ესმინა:

566. მას: ვახსენებდე: ნუ: გიკვირს: თქმა: მჭირდეს: მიწყივ: ახისა: მზე: თუ: ვჰთქუა: მგზავსიმისიდა: ანუ: მისისა: სახისა: ვინ: უნახავ: ქნის: გონება: ყოველთა: კაცთა: მნახისა: ვარდი: დამჭკნარი: ეკალთა: შუა: შორსმყოფი: ახ: ისა:

567. რა: ჭირი: კაცსა: სოფელმან: მოუთმოს: მოუთმინამან: ქაცვი: ლერწამმან: ზაფრანა: იმგზავსოს: ფერად: მინამან: ავანდილ: მისმან: მხსენებმან: ღაწვი: ცრემლითა: მინამან: წურილად: უამბო: ამბავი: მან: მისმან: მონასმინამან:

568. ქუაბნი: ომითა: წაუხმან: სახლად: აქუს: დევთა: სახლები: საყუარელისა: მისისა: ქალი: ჰყავს: თვით: ნაახლები: ვეფხისა: ტყავი: აცვია: ცუდად: უჩნს: სტავრანახლები: აღარა: ნახავს: სოფელსა: ცეცხლი: სწუავს: ახალახლები:

569. რა: დაასრულა: ამბავი: საქმე: მისისა: ჭირისა: ნახვა: მის: მზისა: ნათლისა: მის: თვალად: არ: დუხჭირისა: იამაქებავარდისა: ხელი: მძლედ: დანამჭირისა: ეგე: კმა: სიმჴნე: სიმჴნისა: რადგანხარ: მომხვეჭი: რისა:

570. გამხიარულდა: თინათინ: ამა: ამბისა: სმენითა: მას: დღე: იხარებს: სმითა: და: ჭამისა: არ: მოწყენითა: კულავსაწოლს: დახუდა: მას: მზესა: მუნღა: სიტყუითა: ბრძენითა: მისვლა: ებრძანა: იამა: თქმა: არ: ეგების: ენითა:

571. ყმა: წავიდა: მხიარული: ლმობიერი: არ: გამწყრალი: ლომი: მინდორს: ლომთა: თანა: მინდორს: რული: ფერნამკრთალი: ყმა: სოფლისა: ხასიათი: ჯავარი: და: სრული: ლალი: მაგრა: ჰქონდა: გულისათვის: გული: გულსა: განაცვალი: