... (Q-1082), XVII ს.

650. მეცა: ვიცოდი: რაცა: ვჰქენ: ცთომით: არ: წამკიდებია: ვიაზრე: გამიწყრებოდა: ჭმუნვა: მით: გამდიდებია: განგებით: ქმნილსა: რისხვასა: ვერავინ: დარიდებია: შენთუის: სიკვდილი: ლხინად: მჩანს: ჭირი: არ: გამცუდებია:

651. ყმამან: უთხრა: შენთვის: წყრომა: მემცა: განა: დამიმძიმდა: მაგრა: ქრთამი: რადღა: გმართებს: გაიცინა: გაცაღიმდა: შენ: ადამი: გაგიმეშდა: ართუ: მეში: გიადიმდა: რა: აქიმი: დასნეულდეს: ვისთვის: ვინღა: გააქიმდა:

652. მოახსენა: კვლავ: ვაზირმან: მე: რა: გინდა: წამეკიდოს: მოიწყრომებს: შეცამინდობს: ნუთუ: გული: გაიწმინდოს: შენ: რასა: იქ: ესე: მითხარ: ჩემი: ჭმუნვა: გაიდიდოს: ჴამსცა: კაცმან: სასიკუდინოდ: თავსა: არა: არ: დარიდოს:

653. ყმამან: უთხრა: აღარ: წასლვა: არ: ეგების: ჩემგან: აროს: იადონი: მაშინ: მოკუდეს: ოდეს: ვარდმან: იდამჭკნაროს: ჴამს: უძებნოს: ცვარი: წყლისა: მისთვის: თავი: ყოვლგან: აროს: ვერ: უპოოს: რა: ქნას: ანუ: გული: რათა: დააწყნაროს:

654. უმისოდ: მყოფი: ვერ: გავსძლებ: ჯდომასა: ვერცა: წოლასა: მართ: ნადირთაებრ: გაჭრასა: ვირჩევ: მათთანა: რბოლასა: ასრე: გასვლასა: რად: მნუკევს: მისთა: მებრძოლთა: ბრძოლასა: სჯობს: უყოლობა: კაცისა: მომდურავისა: ყოლასა:

655. მოვახსენებ: ერთხელ: კულაღა: აწ: რაზომცა: მეფე: წყრების: ნუთუ: გაბრჭოს: გული: ჩემი: ვით: იწვის: და: ვით: ენთების: არ: გამიშვებს: გავიპარვი: რა: იმედი: გარდმიწყდების: მე: თუ: მოვჰკვდე: ჩემი: კერძი: სოფელიმცა: გარდიფხურების:

656. მოიუბნეს: ვეზირმან: ქნა: ჭამასმანი: მათნი: ფერნი: უმასპინძლა: ძღუენი: უძღუნა: შვენიერსა: შვენიერნი: მისნი: მყოლნი: აცაავსნა: მოყმენი: თუნდა: ბერნი: გაიყარეს: ყმა: წავიდა: სახლად: ჩადგეს: მზისა: წვერნი:

657. შეკრა: წითელი: ასი: ათასი: პირად: მზემან: და: ტანად: სარომან: სამასი: თავი: სტავრაატლასი: უხვმან: დამიუმცდარომან: სამოცი: თვალი: ლალიაგუნდი: ფერად: არ: მათმან: სარომან: კაცი: გაგზავნა: ვაზირისასა: ესე: ყუელაი: მისთვის: არო: მან:

658. შესთვალა: თუ: რაცა: გმართებს: ვით: მოგცე: და: ვით: გაქონო: ვალთა: შენთა: გარდსაჴდელი: რა: ნაცვალი: მოვიგონო: თუღა: დავრჩე: შენთვის: მოვჰკუდე: თავი: ჩემი: დაგამონო: სიყუარული: სიყუარულსა: შეგიცვალო: შეგიწონო:

659. მე: ვითა: ვთქუა: უებრობა: სიკეთე: და: ქება: მისი: კაცი: იყო: საქმისაცა: შესაფერი: შესატყუისი: ასრე: უნდა: სამსახურიგავიდოდეს: ვისცა: ვისი: ოდეს: კაცსა: დაეჭიროს: მაშინ: უნდა: ძმა: და: თვისი:

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა მაშინ უბრძანა:

660. შერმადინს: ეტყუის: უბრძანებს: პირმზე: ნათელთა: მფენელი: ესე: დღე: არის: იმედადჩემის: გულისა: მლხენელი: შენგან: თავისა: შენისა: საჩემოდ: გამომჩენელი: მაქებრად: მათის: ამბისაჴამს: მკითხავი: და: მსმენელი:

661. იტყუის: როსტან: არ: გამიშვა: არცა: სიტყვა: მომისმინა: მან: არ: იცის: რათა: ვინა: და: სულდგმული: ვისგან: ვინა: უმისოდმცა: ნუ: ვცოცხალ: ვარ: ნუცა: გარე: ნუცა: შინა: რაცა: საქმე: უსამართლო: ღ~თნ: ვისმცა: შეარჩინა:

662. თუცა: მისი: არ: გაწირვა: ჩემგან: მტკიცობს: არ: სათუობს: ყოვლი: ცრუ: და: მოღალატე: ღ~თსაგმობს: და: აგრე: ცრუობს: გული: მისი: უნახავი: ტირს: და: სულთქუამს: ვაებს: უშობს: ლხინსა: არას: არ: იახლებს: ჰკრთების: კუშტობს: ვახშობს: უშობს:

663. ოდეს: ბრძენმან: გაიგონოს: გონებითა: მთით: და: გორით: მიჯნური: და: სამიჯნურო: ერთმანერთსა: შევასწორით: ერთად: ვჰთქუენით: გაუყრელად: მათი: არა: გავაორით: მოყუარესა: მოყურისაგან: მოგონება: უნდა: შორით:

664. სამი: არის: მოყვრისაგან: მოყვრობისა: გამოჩენა: პირველ: ნდომა: სიახლისა: სიშორისა: ვერ: მოთმენა: მიცემა: და: არას: შური: ჩუქებისა: არ: მოწყენა: გავლენა: და: მოჴმარება: მისად: რგებად: ველთა: რბენა:

665. მან: გამისრულა: ყოველიესე: წესი: და: რიგები: აწ: ჩემგანმართებს: მუქაფა: გულომცა: ჭირსა: შეები: თუ: ვერა: ვარგებმისთანა: მეცა: წასადმევეგები: ხარ: რაზომ: ფერისოფელო: არვისგან: არ: შეიგები:

666. რას: ვაგრძელებდესიტყუასა: ჟამია: შემოკლებისა: აწ: გაპარვაა: წამალი: ამა: გულისა: ხლებისა: რასაცა: გვედრებ: ისმენდი: ვიდრე: დრო: გქონდეს: ხლებისა: შენ: გაამაგრე: დაჭირვა: ჩემისა: ნასწავლებისა:

667. აწ: მეფეთა: სამსახურად: პირველ: თავი: დაამზადე: სიკეთე: და: უკლებლობა: შენი: ერთობ: გააცხადე: სახლი: ჩემი: შეინახე: სპათა: ჩემთა: ეთავადე: სამსახური: აქამდისიკვლავგავლენა: გააკულადე:

668. მტერთა: ჩემთა: ენაპირე: ძალი: ნურა: მოგაკლდების: ერთგულთათვის: კარგი: ნუ: გშურს: ორგულიმცათქუენიკვდების: შემოვიქცევალი: შენი: ჩემგან: კარგად: გარდიხდების: პატრონისა: სამსახური: არაოდეს: არ: წახდების: