... (H-1090), XIX ს.

451. საჭურჭლენი გარდავნახენ, თავის თავის კიდის კიდე჻ უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშურები თუ მოვსთვალვიდე჻ ერთგან ვნახე საკჳრველი, ყაბაჩა და ერთი რიდე჻ თუმცა ჰნახენ სახელისა, ცოდნასაცა ინატრიდე჻

452. ვერა შევიგენ რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად჻ ვისცა უჩვენი უკჳრდის, ღ~თისაგან თქვის მან სასწაულად჻ არცა ლარულად ჰგებოდა, მას ქსელი არ ორხოულად჻ სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა, ვჰსთქვი ცეცხლთა შენართაულად჻

453. იგი საძღვნოდ მისად დავხსენ, ვისი შუქი მანათობდა჻ მეფისათჳს დავარჩიე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა჻ ჯორ აქლემი ათჯერ ასი, ყუელაკაი წვივ მაგრობდა჻ დატვირთული გაუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა჻

აქა წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატაელთა ზედა:

454. წიგნი დავსწერე მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად჻ მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად჻ ჩემი ამბავი დასტური, ამად გაცნობე გვიანად჻ მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად჻

455. რა ყუელაჲ დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე჻ წამოვიხვენ საჭურჭლენი საჴელმწიფო დავიავრე჻ ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე჻ მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა აგრე ვყავრე჻

456. ხატაეთისა ჴელმწიფე, მამყვანდა შეპყრობილია჻ ჰინდოვეთს მიველ მეგება, ჩემი გამზრდელი ტკბილია჻ რა ქება მითხრა არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია჻ ჴელი გამიხსნა შემაკრა, მან სახვეველი ლბილია჻

457. ჰსდგანან ტურფანი კარავნი, მოედანს ჩამოდგომილსა჻ საუბრისა და ჭვრეტისა, ჩემისა მას მონდომილსა჻ მას დღესა ედვა ნადიმი, მას შიგან გარდახდომილსა჻ მიალერსებდეს მიჭვრეტდა, წინაშე ახლოს ჯდომილსა჻

458. მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით჻ დილასა ქალაქს შევედით, მაედნით ავიყარენით჻ მეფემან ბრძანა ლაშქარნი, უხმენით შემოსჯარენით჻ დღეს ხატაელნი მიჩვენეთ, ტყუენიცა შემამგვარენით჻

459. რამაზ მეფე მას წინაშე, შეპყრობილი მოვიყვანე჻ ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე჻ ორგული და მოღალატე, ნამსახურსა დავაგვანე჻ ესე არის მამაცისა, მეტის მეტი სიმგულვანე჻

460. მას მეფესა ხატაელსა, უმასპინძლა უალერსა჻ ჟამიერად უბრძანებდის, საუბარსა მათსა ფერსა჻ ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს, მე სიტყუასა ლმობიერსა჻ შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა჻

461. მე ვჰკადრე ღ~თი ვინადგან, შეუნდობს შეცოდებულსა჻ უყავით თქვენცა წყალობა, მას ღონე გაცუდებულსა჻ რამაზს უბრძანებს იცოდი, გაგზავნი შეწყალებულსა჻ მაგრა ნუ გნახავთ კულავმცაღა, ჩვენს წინა გაწბილებულსა჻

462. ხარჯი დაჰსდვეს შეკვეთეს, დრაჰკანი ასჯერ ასია჻ კულა ხატაური ათასი, სხვა სტავრა სხვა ატლასია჻ მერმე ყუელაი დამოსა, იგი და მისი ხასია჻ შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია჻

463. ხატაელმან დაუმადლა, დადრკა მდაბლად ეთაყვანა჻ მოახსენა ორგულობა, თქვენი ღთ~ნ შემანანა჻ თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მამკალ მემცა განა჻ წავიდა და ყუელაკაი, მისი თანა წაიტანა჻

464. მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს არ დანაღამია჻ ებრძანა გაყრილი ვარ, მას აქეთ თვეო სამია჻ მინდორს მოკლული ისრითა, ნადირი არ მიჭამია჻ არ დამაშვრალხარ წამოდი, თუცა დაშრომის ჟამია჻

465. შევეკაზმე დარბაზს მიველ, დამხვდა ჯარი ავაზისა჻ შავარდნითა სავსე იყო, სრულად არე დარბაზისა჻ მეფე ქვე ჰსჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა჻ გაეხარნეს მოსვლა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა჻

466. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია჻ ომით მოსრული ტარიელ, საჭვრეტად სასურველია჻ მან გაანათლოს მჭვრეტელთა, გული რაზომცა ბნელია჻ რაცა დაგვედრო საქნელად, ჰქმენ არა საზოზღნელია჻

467. აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული჻ რადგან ქალია სამეფო, ჩვენგანვე სახელ დებული჻ ვინცაღა ნახავს აწ ნახოს, აჰა დღე ედემს ხლებული჻ გვერდსა დაისვი ორნივე, სრას დამხვდით მოვალ შვებული჻

468. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა჻ იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა჻ ადრე დავბრუნდით ვიარეთ, არ ეჯი გზისა შორისა჻ აღარ იბურთეს დაშლა ჰქმნეს, თამაშობისა ორისა჻

469. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა, ქალაქი შუკა და ბანი჻ ომ გარდახდილსა მშვენოდეს, მე ენიანნი კაბანი჻ ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი, ვარდი ცრემლითა ნაბანი჻ ვინცა მიჭვრეტდის ,ბნდებოდის, მათრლად არს არ კატაბანი჻