... (H-1090), XIX ს.

431. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი, ჩვენ ღალატსა გვიდგებიან჻ მკლავთა თქვენთა სიმაგრენი, ამისთჳსმცა რად დალბიან჻ ვინცა მოკუდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან჻ აწ შევებნეთ ხატაელთა, ჴრმალნი ცუდად რას გვაბიან ჻

432. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყჳთა ხაფითა჻ დავეკაზმენით საომრად, ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა჻ რაზმი დავაწყევ მივმართე, წაველ დიდითა სწრაფითა჻ მას დღესა ჩემი მებრძოლი, ჩემმანვე ხრმალმან დაფითა჻

433. მივეახლენით შეგვატყვეს, მათ ტანსა აბჯარცმულობა჻ კაცი მოვიდა მამართვა, მეფისა მოციქულობა჻ ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია, ჩვენ თქვენი არ ორგულობა჻ აბჯრითა გხედავთ შეგქვნია, აწ ამად გულ ნაკლულობა჻

434. შეუსთვალე თუ მეცა, ვიცი რაცა ჩემთვის გაგიგია჻ თქვენ რასაცა თათბირობდით, არ იქმნების არ იგია჻ ბრძანეთბ მოდით შემებენით, ვითა წესი და რიგია჻ მეც რა თქვენთვის დასახოცლად, ხელი ხრმალსა დამიგია჻

435. რა მივიდა მოციქული, კვლავმცა რადღა გამოგზავნეს჻ კვამლი შექნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს჻ სამალავით ამოვიდნეს, თავნი ორგნით აქარავნეს჻ შეჰქნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა ღ~თო ვერა მავნეს჻

436. შუბი ვსთხოვე ჴელი ჩავჰყავ, მუზარადის დასარქმელად჻ საომარად ატეხილი, ვიყავ მათად გამტეხელად჻ ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად჻ მათ ურიცხჳ რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად჻

437. ახლოს მიველ შემომხედნეს, შმაგიაო ესე თქვესა჻ მუნ მივმართე მკლავ მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა჻ კაცს შუბი ვჰკარ ცხენი დავეც, მართ ორნივე მიხდეს მზესა჻ შუბი გატყდა ჴელი ჩავყავ, ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა჻

438. შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი჻ კაცი კაცსა შემოვტყორცე, ცხენ კაცისა დავდგი გორი჻ კაცი ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი჻ ერთობ სრულად ამოვწყჳდე, წინა კერძი რაზმი ორი჻

439. ერთობილნი მამეხვივნეს, მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი჻ ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი჻ ცხენსა კაცი გაკვეთილი, მანდიკურად გარდავჰკიდი჻ სითაც ვიყჳ გამექციან, მათ შექნიან ჩემი რიდი჻

440. საღამო ჟამ დაიძახა, ქედით მათმან დარაჯამან჻ ნუღარ ჰსდგათ წაედითო, კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან჻ მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან჻ ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს, უთვალავმან ბევრმან სპამან჻

441. ჩემნი ლაშქარნი რომელნი, წამომეტანნეს მე არა჻ რა ეცნათ წამოსულიყუნეს, ღამე წამორთვით ეარა჻ ვერ დაიტეუდა მინდორი, და არე მთათა იარა჻ გამოსჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ჴმა გაიზიარა჻

442. იგი ნახეს გასაქცევლად, გაემართნეს შევჰკივლენით჻ ველნი ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით჻ რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმან ერთსა გავეხმლენით჻ მისნი სპანი ყუელანივე, დავიპყრენით არ მოვკლენით჻

443. უკანანიცა ლაშქარნი, მოესწრნეს მათ გაქცეულთა჻ დაუწყეს პყრობა ჩამოჰყრა, შეშინებულთა ძლეულთა჻ ძილისა მიხვდა ნაცვლი, ძილ მკრთალთა ღამე თეულთა჻ ტყუეთა მრთელთაცა არ აკლდა, კვნესა მართ ვითა სნეულთა჻

444. მას ადგილსა ნაომარსა, გარდავხედით მოსვენებად჻ ჴელსა ჴრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად჻ ჩემნი სპანი მოვიდიან, საჭვრეტლად და ჩემად ქებად჻ ვერ იტყჳან ვერ მიმხვდარან, ქებასაცა მოხსენებად჻

445. ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს჻ ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს჻ რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს჻ ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი, ჰნახეს მეტად გაუკვირდეს჻

446. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე჻ ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ვაალაღებინე჻ სისხლითა მძებნელთა ჩემთასა, მინდორი შევაღებინე჻ არ ვბრძოლე კარი ქალაქთა, უომრად ავაღებინე჻

447. რამაზს ვარქვი შემიგნია, საქმე შენი სამუხთალე჻ აწ ეგრეცა შეპყრობილმან, თავი გამოიმართალე჻ სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყუელა ჴელთა მამათვალე჻ თვარე შენი შეცოდება, მემცა ზედა რად წავსთვალე჻

448. რამაზ მითხრა აღარა არის, ამის მეტი ჩემი ღონე჻ ერთი ჩემი დიდებული, მომეც ზედა მაპატრონე჻ ციხოანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე჻ ჴელთა მოგცემ ყველაკასა, გაღანამცა შენ გაქონე჻

449. მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ჻ ციხოვანნი ერთობილნი, ჩემს წინაშე მოვიყვანენ჻ ჴელთა მამცეს სიმაგრენი, ომი ასრე შევანანენ჻ საჭურჭლენი სიმრავლითა, რასამცა ვით დავაგვანენ჻

450. მაშინღა შეველ ხატაეთს, მოვლად და მოსათვალავად჻ კლიტენი საჭურჭლეთანი, მამართვეს დაუმალავად჻ ქვეყანა ჩავსხი უბრძანე, იყუენით თქვენ უკრძალავად჻ მზემან არ დაგწვენ იცოდით, დაგყარე გაუგვალავად჻