... (H-1090), XIX ს.

411. დილასა შევჯე უბრძანე, ჰკარით ბუკსა და ნობასა჻ სრულად სპათასა ვერ გითხრობ, არ შესხდომილად მზობასა჻ ლომმან მივმართე ხატავეთს, ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა჻ უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდენ გზობასა჻

412. დავაგდე მზღუარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია჻ რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია჻ მან მითხრა მოციქულობა, გულისა მოსაფხანია჻ ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი ინდოთა თხანია჻

413. მე შემამძღუნეს რამაზისგან, ძღვნად საჭურჭლე საშინელი჻ გითხრეს გკადრებს ნუ ამოგუწყვეტ, არის შენგან არ საქნელი჻ ზენაარი გამოგვიღე, მით გუაბია წელსა წნელი჻ მოურბეულად მოგახსენნეთ, თავნი შვილნი საქონელი჻

414. რაცა შეგცოდეთ შეგვინდე, თჳთ ჩვენცა შეგვინანია჻ თუ ღ~თითა შეგვიწყალებდეთ, აქა ნუ მოვლენ სპანია჻ არ ასწყდეს ქვეყანა ჩვენი, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია჻ შენ მოგცეთ ციხე ქალაქი, მოგყვენ ცოტანი ყმანია჻

415. გვერდსა დავისვი ვაზირნი, ვიუბნეთ გავეზრახენით჻ მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი, ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით჻ არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კულაცა ვნახენით჻ არამცა მოგკლან ღალატად, არამცა ვივაგლახენით჻

416. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე, კარგითა მართ მამაცითა჻ ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ანბავსა კაცითა჻ გულ მართლად იყუნენ მიენდე, აფიცე ღ~თითა და ცითა჻ არ დაგმორჩილდენ შერისხდი, რისხვითა კვლა და კვლაცითა჻

417. მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები჻ შევჰსთვალე რამაზ მეფეო, ვსცან შენი დანაპირები჻ სიკუდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები჻ ლაშქართა დავყრი ცოტათა, წამოვალ შენ კერძ ვირები჻

418. მათ ლაშქართაგან სამასნი, კარგნი მოყმენი ქველანი჻ თანა წამომყვეს წაცაველ, დავჰყარენ სპანი ყველანი჻ დავედრე სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი჻ ახლოს მამდევდით მიშველდით, გიხმობ თუ მინდა შველანი჻

419. სამ დღე ვიარე მემთხვია, სხუა კაცი მისვე ხანისა჻ კულა ეძღვნა უცხო მრავალი, შესამოსელი ტანისა჻ ებრძანა მწადსო სიახლე, შენ ლაღისა და ჯანისა჻ რა შეგეყარო მაშინ ჰსცნა, შენ ძღნობა ამისთანისა჻

420. კულავცა ეთქვა მართალია, აზომ ჩემი მონაჴსენი჻ მე თჳთ წინა მოგეგები, მესწრაფების ნახვა შენი჻ მოახსენე დია ღ~თო, ბრძანება ვქნა მეცა თქვენი჻ ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა ძენი჻

421. მუნით წასული ჩამოვხედ, ტევრისა რასმე კიდესა჻ კულა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა჻ წინა ტურფათა ტაიჭთა, ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა჻ შენსა ნახვასა მეფენი, თქვეს მართლად ინატრიდესა჻

422. მითხრეს მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები჻ სახლით ჩემით წამოსრული, ხვალე ადრე შეგეყრები჻ მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი არ მზირები჻ მეტად ამოდ უალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები჻

423. კარგი საქმე კაცსა ზედა, აზომ თურმე არ წახდების჻ ერთი კაცი უკუმორესწთა, მოდგა მალვით მეუბნების჻ დიდი მაქვსო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების჻ გაწირვა და დავიწყება, ჩემგან თქვენი არ იქნების჻

424. მე მამისა თქვენისაგან, ვარ ცოტაი განაზარდი჻ თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი჻ მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი პირი ვარდი჻ ყუელსავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი჻

425. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ჻ ერთგან შენთჳს დამალულნი, სპანი ასჯერ ათასობენ჻ კულა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიჴმობენ჻ აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ჻

426. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან჻ მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო მით გეთნევიან჻ კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან჻ რა ერთსა გცემენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან჻

427. მას კაცსა ამოდ ვეუბენ, და მადლსა გარდვიხდიდია჻ რომე არ მოვკუდე შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია჻ აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი მათთანა ვლიდია჻ თუ დაგივიწყო უთუოდ, მეცა […] განაკიდია჻

428. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია჻ რაცა იქნების იქნების, ყოვლი თათბირი ჰსწორია჻ მაგრა სპათაკენ გავგზავნე, კაცი თუცა გზა შორია჻ შეუთვალე ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია჻

429. მე დილასა მოციქულთა, სიტყუა ტკბილი შევუთვალე჻ რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი, მოდი მოვალ მეცა მალე჻ ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე჻ განგებაა დღესცა მამკლავს, ქვემცა სადა დავიმალე჻

430. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე჻ ვჰსთქვი თუ მოვა რამაზ მეფე, ჩემთვის უდგამს თუცა მახე჻ ჩემი გაჰკვეთს ჴორცსა მათსა, ხრმალი ბასრი შუბი ახე჻ მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დაუსახე჻