415. შენგან჻ ჩემისა჻ ქმრობისა჻ წინასაც჻ ვიყავ჻ მდომია჻ მაგრა჻ აქამდის჻ საუბრად჻ კვლავ჻ ჟამი჻ არ჻ მამხდომია჻ ძუღან჻ ხელქმნილსა჻ გიჭვრეტდი჻ კუბოსა჻ შიგან჻ მჯდომია჻ მანდა჻ ყველაი჻ მასმია჻ რაცა჻ შენ჻ გარდაგხდომია჻
416. მართლად჻ გითხრობ჻ მომისმინე჻ ესე჻ რაცა჻ მოგახსენე჻ წა჻ შეები჻ ხატაელთა჻ თავი჻ კარგად჻ გამაჩვენე჻ გიჯობს჻ ცუდად჻ ნუღარა჻ სტირ჻ ვარდი჻ კვლამცა჻ რად჻ დასტენე჻ მზემან჻ მეტი჻ რაღა჻ გიყოს჻ აჰა჻ ბნელი჻ გაგითენე჻
417. ასმათი჻ მეუბნებოდა჻ უშიშრად჻ არ჻ მეკრძალოდა჻ ჩემი჻ რა჻ გითხრა჻ რა჻ ვიყავ჻ ლხინი჻ რად჻ დამეთვალვოდა჻ გული჻ მი჻ და჻ მო჻ მიარდა჻ ჰკრთებოდა჻ და჻ მემალოდა჻ მით჻ პირი჻ ჩემი჻ გაბროლდა჻ და჻ ღაწვი჻ გამელალვოდა჻
418. თვალთა჻ დავიდევ჻ უსტარი჻ მე჻ მისგან჻ მონაწერია჻ პასუხად჻ ვსწერდი჻ მთვარეო჻ შენმცა჻ მზე჻ ვით჻ მოგერია჻ მე჻ ღმერთმან჻ იგი჻ ნუ჻ მომცეს჻ რაც჻ არა჻ შენი჻ ფერია჻ სიზმრად჻ მგონია჻ დარჩომა჻ ჩემი჻ ვერ჻ დამიჯერია჻
419. ასმათს჻ უთხარ჻ მე჻ პასუხსა჻ ამის჻ მეტსა჻ ვერ჻ მივხვდები჻ ესე჻ ჰკადრე჻ რათგან჻ მზეო჻ ჩემთვის჻ ნათლად჻ ამოჰხდები჻ აჰა჻ მკვდარი჻ გამაცოცხლე჻ ამას჻ იქით჻ აღარ჻ ვბნდები჻ რასაცაღა჻ სამსახურსა჻ ვჰტყუვი჻ თუღა჻ ვერიდები჻
420. ასმათ჻ მითხრა჻ მე჻ მიბრძანა჻ ესე჻ ვქმნათო჻ ესე჻ სჯობდეს჻ ვინცა჻ გნახოს჻ ჩემგან჻ მისსა჻ საუბარსა჻ ვერა჻ სცნობდეს჻ ჩემად჻ ნახვად჻ მოვიდოდეს჻ შენ჻ ვითამცა჻ გაშიკობდეს჻ დაცამვედრა჻ ამირბარსა჻ უთხარ჻ ასრე჻ ნამუსობდეს჻
421. მეკეთა჻ ესე჻ თათბირი჻ სიბრძნე჻ გულისა჻ მისისა჻ მისი჻ მზესაცა჻ რიდება჻ ჰქონდის჻ ნახვისა჻ ვისისა჻ მისგან჻ მომეცა჻ მოსმენა჻ არ჻ საუბრისა჻ მქისისა჻ ვისთა჻ შუქთაგან჻ უკუნსა჻ ჰგვანდის჻ სინათლე჻ დღისისა჻
422. ასმათს჻ მოვართვი჻ რჩეული჻ თვალი჻ ოქროსა჻ ჯამითა჻ მან჻ მითხრა჻ არა჻ არ჻ მინდა჻ ვარ჻ გამაძღარი჻ ამითა჻ ერთი჻ აიღო჻ ბეჭედი჻ მართ჻ აწონილი჻ დრამითა჻ ესე჻ კმა჻ ნიშნად჻ სავსე჻ ვარ჻ სხვად჻ ხელის჻ შესაბამითა჻
423. ქალი჻ ადგა჻ წამოვიდა჻ მე჻ ლახვართა჻ გულსა჻ მრიდეს჻ ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ დაშრტეს჻ ცეცხლნი჻ რომე჻ მწვიდეს჻ შეველ჻ დავჯე჻ ნადიმადვე჻ ჩემნი჻ სწორნი჻ სადა჻ სმიდეს჻ მხიარულმან჻ საბოძვარი჻ გავეც჻ ზამი჻ გაადიდეს჻
424. კაცი჻ იხმო჻ გასაგზავნლად჻ ეუბნების჻ უბრძანებსა჻ უთხრა჻ იცნობ჻ ვინცა჻ უწინ჻ ჩვენთვის჻ ხრმალნი჻ მისცნეს჻ ნებსა჻ რად჻ შესცვლიან჻ ჭკუა჻ ცნობა჻ ვარდის჻ ნაცვლად჻ ძეძვს჻ რად჻ ჰკრებსა჻ ჩვენი჻ ბაჟი჻ დაიკიდოს჻ მოიღებდეს჻ ჩვენს჻ წინ჻ ზღვნებსა჻
425. გავგზავნე჻ კაცი჻ ხატაეთს჻ და჻ წიგნი჻ ჩემმაგიერი჻ მივსწერე჻ მეფე჻ ინდოთა჻ არისმცა჻ ღმრთულებრ჻ ძლიერი჻ მათი჻ ერთგული჻ გაძღების჻ ყოველი჻ სული჻ მშიერი჻ ვინცა჻ ურჩ჻ ექმნას჻ იქმნების჻ თავისა჻ არ჻ მადლიერი჻
426. ჩვენნო჻ ძმანნო჻ და჻ პატრონნო჻ თქვენგან჻ არ჻ გავიმწარებით჻ ესე჻ რა჻ ნახოთ჻ ბრძანება჻ აქამცა჻ მოიარებით჻ თქვენ჻ თუ჻ არ჻ მოხვალთ჻ ჩვენ჻ მოვალთ჻ ზედა჻ არ჻ მოგეპარებით჻ სჯობს჻ რომე჻ გვნახნე჻ თავისა჻ სისხლთა჻ ნუ჻ ეზიარებით჻
427. კაცნი჻ გავგზავნენ჻ მე჻ გულსა჻ მომეცა჻ უფრო჻ ლხინები჻ დარბაზს჻ ვიშვებდი჻ დამევსო჻ ცეცხლი჻ წვად჻ მოუთმინები჻ მაშინ჻ სოფელმან჻ საწუთრო჻ მიუხვის჻ რაცა჻ ვინები჻ აწ჻ ხელმქმნა჻ რომე჻ საახლოდ჻ მხეცთაცა჻ მოვეწყინები჻
428. პირველ჻ გაჭრისა჻ პირება჻ მერმე჻ დასწყნარდეს჻ ცნობანი჻ ჩემთა჻ სწორთაგან჻ იყვნიან჻ ჩემს჻ წინა჻ ნადიმობანი჻ მაგრა჻ დამშლიდეს჻ ლხინთაგან჻ სურვილთა჻ დიადობანი჻ ზოგჯერ჻ შემცვიან჻ სევდათა჻ ვჰთქვენი჻ საწუთროს჻ გმობანი჻
429. დღესა჻ ერთსა჻ საწოლს჻ მოვე჻ მეფისა჻ სრით჻ წამოსრული჻ ვჯე჻ და჻ მასვე჻ ვიგონებდი჻ არ჻ მიეცა჻ თვალთა჻ რული჻ წიგნი჻ მქონდა჻ საიმედო჻ ამად჻ ვიყავ჻ მხიარული჻ კარსა჻ მცველმან჻ მონა჻ უხმო჻ უთხრა჻ რამე჻ დაფარული჻
430. მონააო჻ ასმათისი჻ საწოლს჻ ვუთხარ჻ შემოყვანა჻ მოეწერა჻ გიბრძანებსო჻ ვისი჻ მესვა჻ გულსა჻ დანა჻ ლხინმან჻ ბნელი჻ განმინათლა჻ ამიფოლხვა჻ ჯაჭვთა჻ მანა჻ წავე჻ მონა჻ წავიტანე჻ რამცა჻ ვუთხარ჻ ამისთანა჻
431. ბაღჩა჻ შევვლე჻ არა჻ დამხვდა჻ კაცი჻ ჩემი჻ მოუბნარი჻ ქალი჻ წინა჻ მომეგება჻ მხიარული჻ მოცინარი჻ მითხრა჻ ვაშად჻ ამოგიღე჻ არ჻ გასვია჻ გულსა჻ ნარი჻ მოდი჻ ნახე჻ ვარდი჻ შენი჻ უფრჭვნელი჻ დაუმჭნარი჻
432. ამიგდო჻ ქალმან჻ ფარდაგი჻ მძიმე჻ თავისა჻ ძალითა჻ სადა჻ დგა჻ კუბო჻ შემკული჻ ბალახშითა჻ და჻ ლალითა჻ შიგან჻ ჯდა჻ იგი჻ პირითა჻ მზისაებრ჻ ელვამკრთალითა჻ მე჻ შემომხედნის჻ ლამაზად჻ მის჻ მელნის჻ ტბისა჻ თვალითა჻