... (H-2610), XVIII ს.

357. რა჻ მინდორს჻ შვჯდი჻ ზარითა჻ ხმა჻ იყო჻ ბუკთა჻ ცემისა჻ თანა჻ მყვის჻ სპისა჻ სიმრავლე჻ მსგავსი჻ ფუტკრისა჻ რემისა჻ ჭვრეტად჻ ქალყმები჻ დაჯრილა჻ დგას჻ თემისა჻ და჻ თემისა჻ ვინ჻ მნახის჻ ეყვის჻ ერთ჻ წლამდის჻ კვეხა჻ ნახვისა჻ ჩემისა჻

358. მოსრნის჻ მხეცნი჻ და჻ ნადირნი჻ ისარმან჻ ჩემგან჻ სრეულმან჻ მერმე჻ ვიბურთი჻ მოედანს჻ მინდორით჻ შემოქცეულმან჻ შევიდი჻ შევქმნი჻ ნადიმი჻ ნიადაგ჻ ლხინსა჻ ჩვეულმან჻ აწ჻ საწუთროსა჻ გამყარა჻ პირმან჻ ბროლბალახშეულმან჻

359. მამა჻ მომიკვდა჻ მოვიდა჻ დღე჻ სიკვდილისა჻ მისისა჻ ქნა჻ გაუცუდდა჻ ფარსადანს჻ ნიშატისა჻ და჻ ნიშისა჻ მათ჻ გაეხარნეს჻ ვის჻ ზარი჻ დალევდის჻ მისგან჻ შიშისა჻ ერთგულთა჻ შექნეს჻ ვაება჻ მტერთა჻ ხსენება჻ იშისა჻

360. მე჻ წელიწდამდის჻ ბნელსა჻ ვჯე჻ საწუთროგაცუდებული჻ დღისით჻ და჻ ღამით჻ ვვაებდი჻ ვერვისგან჻ სულდაღებული჻ გაყვანად჻ ხასნი჻ მოვიდეს჻ მითხრეს჻ მეფისა჻ მცნებული჻ ებრძანა჻ შვილო჻ ტარიელ჻ ნუ჻ ხარ჻ შავითა჻ ღებული჻

361. ჩვენ჻ უფრო჻ გვტკივის჻ იგი჻ ვინ჻ დაგვაკლდა჻ სწორად჻ თავისა჻ ასი჻ ებოძა჻ საჭურჭლე჻ ებრძანა჻ აჰხდა჻ შავისა჻ ბოძება჻ მისეულისა჻ სრულისა჻ საკარგავისა჻ შენ჻ გქონდეს჻ ამირბარობა჻ ქნა჻ მისვე჻ საურავისა჻

362. ავენთი჻ დამწვეს჻ მამისა჻ სახმილთა჻ დაუშრტელთა჻ უკანით჻ გამომიყვანეს჻ ხასთა჻ მათ჻ წინამდგომელთა჻ გამოსლვისათვის჻ ზეიმი჻ შექმნეს჻ ჰინდოეთს჻ მფლობელთა჻ შორს჻ მომეგებნეს჻ მაკოცეს჻ პატივით჻ ვითა჻ მშობელთა჻

363. თვალთა჻ ჩემთა჻ ცხელი჻ ცრემლი჻ აწინდლისა჻ უფრო჻ დიან჻ წყლისა჻ ჭამა჻ გარდვიხადე჻ სიმძიმილის჻ მოთხრობდიან჻ ასრე჻ გავჰხე჻ ჩემი჻ ჯარი჻ არ჻ დარჩების჻ იტყოდიან჻ ზოგნი჻ ტირან჻ მამისათვის჻ ზოგნი჻ ჩემთვის჻ ტიროდიან჻

364. მათ჻ საჯდომთა჻ ახლოს჻ დამსვეს჻ პატივ჻ მცემდეს჻ ძისა჻ დარად჻ მის჻ ხელისა჻ საურავი჻ მათ჻ ორთავე჻ მითხრეს჻ წყნარად჻ ურჩ჻ ვექმენ჻ და჻ მისეულთა჻ წესთა჻ ქცევა჻ მიჩნდა჻ ზარად჻ არ჻ მომეშვნეს჻ დავმორჩილდი჻ თაყვანის჻ მცეს჻ ამირბარად჻

365. პატრონობა჻ ჰინდოთა჻ და჻ მრავალთაცა჻ მქონდა჻ სხვათა჻ ვნაპიროდი჻ თუ჻ ვინ჻ იყვის჻ მავნებელი჻ ჩემთა჻ სპათა჻ ხალვად჻ ვჯდი჻ და჻ ვიხარებდი჻ ზამი჻ შევნი჻ მღერა჻ სმათა჻ სპათა჻ ვმოსდი჻ ვნადირობდი჻ ქება჻ თქვიან჻ ჩემთა჻ ქნათა჻

366. ტარიელს჻ თვალნი჻ სისიხლისა჻ ცრემლთაგან჻ დაღამებიან჻ თქვა჻ ნახვისაცა჻ უღირსსა჻ ვისგან჻ სახმილნი჻ მდებიან჻ უმისოდ჻ ძმანი჻ რად჻ მძმობენ჻ ანუ჻ რად჻ დანი჻ მდებიან჻ აწყა჻ ვახსენებ჻ დღესა჻ მას჻ ოდიდგან჻ ცეცხლი჻ მდებიან჻

367. აჰა჻ ძმაო჻ რადგან჻ მკითხე჻ ცხელი჻ ცეცხლი჻ მიახლლია჻ ჩემთა჻ ჭირთა჻ მაქრავებლად჻ მისი჻ მზრდელი჻ მიახლია჻ მუდმით჻ მწვევდის჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მეტად჻ ვეღარ჻ ვეახლია჻ შენად჻ შეყრად჻ არ჻ მომკვდარვარ჻ ჭირნი჻ ასრე჻ ვიახლია჻

368. ღმერთსა჻ კაცთა჻ სიყვარული჻ ჩვენზედ჻ ოდის჻ გამოჩნდების჻ ჩვენ჻ სიკვდილი჻ ლხინად჻ მოგვცეს჻ შმოქმედსა჻ რა჻ აკლდების჻ ზოგთა჻ შეჰკრავს჻ წამის჻ ყოფად჻ ზოგნი჻ ცადმდე჻ ამაღლდების჻ მით჻ ერთითა჻ შეგვიბრალოს჻ წყალობითა჻ ჩვენ჻ მოგვხვდების჻

369. აღარა჻ ვიცი჻ დამვიწყდეს჻ თუცა჻ დიადი჻ წელია჻ გიამბო჻ ჩემი჻ ამბავი჻ განა჻ რაზომცა჻ ძნელია჻ ცრუ჻ და჻ მუხთალი჻ სოფელი჻ მიწყივ჻ ავისა჻ მქმნელია჻ მისთა჻ ნაკვესთა჻ წინწალი჻ დამეცეს჻ ხანგრძლად჻ მწველია჻

ამბავი჻ ტარიელისა჻ პირველ჻ გამიჯნურებისა჻

370. კვლა჻ დაიწყო჻ თქმა჻ ამბისა჻ მან჻ რა჻ ხანი჻ მოიტირა჻ დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ მეფე჻ მოვიდოდით჻ გვენადირა჻ მიბრძანა჻ თუ჻ ქალი჻ ვნახოთ჻ ხელი჻ ხელსა჻ დამიჭირა჻ მის჻ ჟამისა჻ მხსენებელი჻ მე჻ სულდგმული჻ არ჻ გვიკვირა჻

371. ველს჻ გავიდეთ჻ სანადიროთ჻ უცხო჻ რამე჻ ქარი჻ ქროდა჻ მეფე჻ ბრძანებსვინადიროთ჻ ჯარი჻ გარე჻ ეხვეოდა჻ ჩვენ჻ ვიარეთ჻ ქვეითებსა჻ ჭალა჻ გარე჻ მოესწროდა჻ რა჻ ესე჻ თქვა჻ ყმა჻ ატირდა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ჩამოსწთოდა჻

372. ბაღჩა჻ ვნახე჻ უტურფესი჻ ყოვლისავე჻ სალხინოსა჻ მფრინველთაგან჻ ხმა჻ ისმოდა჻ უამესი჻ სირინოსა჻ მრავლად჻ იყო჻ სარაჯები჻ ვარდისწყლისა჻ აბანოსა჻ კარსა჻ ზედა჻ მოჰფარვიდა჻ ფარდაგები჻ ოქსინოსა჻

373. მეფემან჻ ახმა჻ დურაჯთა჻ მითხრა჻ მიტანად჻ ქალისა჻ გამოვუხვენ჻ და჻ წავედით჻ ჩემად჻ სადებლად჻ ალისა჻ მაშინ჻ დავიწყე჻ გარდახდა჻ მე჻ საწუთროსა჻ ვალისა჻ ალმასისა჻ ხამს჻ ლახვარი჻ ლახვრად჻ გულისა჻ სალისა჻

374. ზღუდედ჻ მოვლიდა჻ ზურმუხტი჻ ხე჻ ალვა჻ დარიგებითა჻ მეფე჻ გარდახდა჻ მუნ჻ სადა჻ კოშკად჻ ფარაზი჻ გებით჻ ა჻ შიგნით჻ შევედით჻ სრა჻ დაგვხვდა჻ მოცვული჻ ფარდაგებითა჻ მაშინ჻ ნასობთა჻ ლახვართა჻ სულნო჻ ვით჻ დაუდგებითა჻

375. ვიცოდი჻ სწადდა჻ არვისგან჻ ნახვა჻ მის჻ მზისა჻ დარისა჻ მე჻ გარე჻ ვდეგ჻ და჻ მეფემან჻ შევლო჻ ფარდაგი჻ კარისა჻ ვერას჻ ვხედევდი჻ ოდენ჻ ხმა჻ მესმოდა჻ საუბარისა჻ ასმათს჻ უბრძანა჻ გამოხმა჻ დურაჯთა჻ ამირბარისა჻