295. ამა დღემან დამავიწყა: გული ჩემი ვინ დაბინდა჻ დამიგდია სამსახური: იგი იქნას რაცა გინდა჻ იაგუნდი ეგრეცა სჯობს: ათასჯერმცა მინა მინდა჻ შენ გეახლო სიკვდილამდე: ამის მეტი არა მინდა჻
296. ტარიელ უთხრა მე შენი: გული აწ მემჴურვალების჻ მიკუირს თუ ნაცვლად მაგისად: შენ ჩემი რა გევალების჻ მაგრა წესია მიჯნური: მიჯნურსა შეებრალების჻ შენ საყუარელსა გაგყარო: ესე რად გენაცვალების჻
297. წამოსრულხარ ჩემად ძებნად: პატრონისა სამსახურად჻ ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ: შენცა ცდილხარ მამაცურად჻ მაგრა ჩემსა რა გიამბობს: გამოჭრილვარ ასრე თუ რად჻ მე თუ ვიტყვი დამწვავს ცეცხლი: ცხელი შემიქს ალად მურად჻
298. ამას დაყმუნდა ტარიელ: დამწვარი დავალებული჻ ასმათს უბრძანა მას აქეთ: შენ ხარ ჩემთანა ხლებული჻ რად არა იცი უწამლო: არს ლები ესე ლებული჻ კულავ ესე ყმა მწვავს მტირალი: ცრემლითა დავალებული჻
299. კაცმან ვით პოვოს ღ~თისაგან: რაცა არ დანაბადია჻ მით გული ჩემი საჴმილმან: აწ ასრე დანაბა დია჻ კულავ გზასა მიკრავს მიჭირავს: მითქს ბადე დანაბადია჻ აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა: ჩალა მაქუს და ნაბადია჻
300. მაგრა ღ~თნ მოწყალემან: მით ცნობითა ერთი მზითა჻ ორი მისი მოწყალება: დღესცა მამცა ამა გზითა჻ პირველ შეჰყრის მოყვარულთა: ჩემით რათმე მიზეზითა჻ კულავ ნუთუმცა სრულად დამწვა: ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა჻
301. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან: ძმა ანუ თუ დაცა იდოს჻ ჴამს თუ მისთვის სიკუდილსა და: ჭირსა თავი არ დარიდოს჻ ღ~თნ ერთი რად აცხოვნოს: თუ მეორე არ წაწყმიდოს჻ შენ ისმენდი მე გიამბობ: რაღა გინდა წამეკიდოს჻
302. ასმათს უთხრა მოდი მოჯე: თანა წყალი მომიტანე჻ დაბნედილსა მაპკურებდი: გული მითა გარდამბანე჻ მკვდარი მნახო დამიტირე: სულთქნა გაათანისთანე჻ მე სამარე გამითხარე: აქა მიწა მიაკუანე჻
303. ღილ ჩახსნილი საამბობლად: დაჯდა მჴარნი ამოყარნა჻ ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით: დიდხან შუქნი არ ადარნა჻ ვერ გაახვნა სასაუბროდ: მან ბაგენი გაამყარნა჻ მერმე სულთქნა დაიძახნა: ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა჻
304. მოთქვამს აჰი აჰი საყუარელო: ჩემო ჩემთვის დაკარგულო჻ იმედო და სოცოცხლეო: გონებაო სულო გულო჻ ვინ მოგკვეთა არა ვიცი: ხეო ედემს დანერგულო჻ ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა: გულო ასჯერ დადაგულო჻
305. ისმენდი მიეც გონება: ჩემთა ამბავთა სმენასა჻ საუბართა და საქმეთა: ვითა ძლივ ვათქმევ ენასა჻ იგი ვინ ჴელმქნა მოველი: მისგან აროდეს ლხენასა჻ ვისგან შეუცავ სევდასა სისხლისა ღვართა დენასა჻
306. ინდოეთს შვიდთა მეფეთა: ყოვლი კაცი ხართ მცნობელი჻ ექვსი სამეფო ფარსადანს: ჰქონდა თვით იყო მპყრობელი჻ უხვი მდიდარი უკადრი: მეფეთა ზედა მფლობელი჻ ტანად ლომი და პირად მზე: ომად მძლე რაზმთა მწყობელი჻
307. მამაჩემი ჯდა მეშვიდე: მეფე მებრძოლთა მზარავი჻ სარიდან ერქვა სახელი: მტერთა სრვად დაუფარავი჻ ვერვინ ჰკადრებდის წყენასა: ვერ ცხადი ვერცა მპარავი჻ ნადირობდის და იშვებდის: საწუთრო გაუმწარავი჻
308. ხალვა მოსძულდა შეექნა: გულს კაეშანთა ჯარები჻ თქუა წამიღია მტერთაგან: ძლევით ნაპირთა არები჻ ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი: მაქუს ზეიმი და ზარები჻ ბრძანა წავალ და მეფესა: ფარსადანს შევეწყნარები჻
309. ფარსადანს წინა დაასკუნა: გაგზავნა მოციქულისა჻ შესთვალა შენ გაქუს მეფობა: ინდოეთისა სრულისა჻ აწ მე მწადს თქუენსა წინაშე: მეცა ვსცნა ძალი გულისა჻ სახელი დარჩეს ჩემისა: ერთგულად სამსახურისა჻
310. ფარსადან შექნა ზეიმი: ამა ამბისა მცნობელმან჻ შესთვალა ღ~თსა მადლობა: შევსწირე ჴმელთა მფლობელმან჻ რადგან ეგე ჰქენ მეფემან: ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან჻ აწ მოდი ასრე პატივ გცე: ვითა ძმამან მშობელმან჻
311. ერთი სამეფო საკარგყმო: უბოძა ამილბარობა჻ თვით ამირბარსა ინდოეთს: აქუს ამირსპასალარობა჻ მეფე რა დაჯდის არა სჭირს: ჴელისა მიუმცდარობა჻ სხვად პატრონია მართ ოდენ: არა აქვს კეისარობა჻
312. თვით მეფემან მამაჩემი: დაიჭირა სწორად თავსა჻ თქუა ჩემებრი ამილბარი: ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა჻ ლაშქრობდის და ნადირობდის: აძლევდიან მტერნი ზავსა჻ მას არა ვჰგავ ასრე ვითა: მე სხვა კაცი არა მგავსა჻
313. ძე არა ესვა მეფესა და: დედოფალსა მზისა დარსა჻ ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო: მით აეხვნეს სპანი ზარსა჻ ვაი კრული დღემცა იგი: მე მივეცი ამილბარსა჻ მეფემან თქუა შვილად გავზრდი: თვით ჩემივე გვარი არსა჻