ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

195. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ: მეკობრეთა დაგამსგავსე჻ მათ მიუგეს დაგვიწყნარდი: გვიშველე რა ცეცხლნი ავსე჻ ვერა გვარგო მოგვიმატენ: ჭირი ჭირთა მოგვისავსე჻ სატირელნი მოგვიტირენ: ღაწვნი შენცა დაიმხავსე჻

196. ავთანდილ მიდგა ეუბნა: მათ კაცთა გულ მდუღარეთა჻ მათ უთხრეს მათი ამბავი: ტირილით მოუბარეთა჻ ჩვენ ვართო ძმანი სამნივე: მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა჻ დიდი გვაქუს ციხე ქალაქი: ხატაეთს არე მარეთა჻

197. კარგი გვესმა სანადირო: ნადირობას წამოვედით჻ გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი: წყლისა პირსა გარდავჴედით჻ სანადირო მოგვეწონა: თვესა ერთსა არ წავედით჻ ვხოცეთ მხეცი უსაზომო: მინდორით და მთით და ქედით჻

198. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა: მესროლნი დავაწბილენით჻ მით ერთმანერთსა სამნივე: ჩვენ კიდე დავეცილენით჻ მე უკეთ მოვჰკლავ მე გჯობო: სიტყვანი ვავაქილენით჻ ვერ გავაჩინეთ მართალი: ვისარჩლეთ ვითაკილენით჻

199. დღეს ავყარენით ლაშქარნი: სავსენი ირმის ტყავითა჻ ვჰთქვით გავაჩინოთ მართალი: ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა჻ თავსა ვახელებთ მარტონი: დავდგეთ თავის თავითა჻ თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ: ნუ ვესვრით დამნახავითა჻

200. ჩვენ ვიახლენით სამთავე: სამნივე მეაბჯრენია჻ ლაშქართა წასლვა უბრძანეთ: მით არას მოაზრენია჻ მოვინადირეთ მინდორი: ისი ტყენი და ღრენია჻ დავჴოცეთ მჴეცნი ფრინველი: რაც ზედა გარდაგვფრენია჻

201. ანაზდად მოყმე გამოჩნდა: კუშტი პირ გამქუშავია჻ ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: მერანი რამე შავია჻ თავსა და ტანსა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავია჻ ჯერ მისი მზგავსი შვენება: კაცთაგან უნახავია჻

202. უჭურიტეთ მისთა ელვათა: შუქნი ძლივ გავიცადენით჻ ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად: ნუ ვეუბნებით ცად ენით჻ მისი მოგვინდა შეპყრობა: ვჰკადრეთ და შევეცადენით჻ ასრე სულთქმით და ვაებით: მით ვართ ცრემლისა დადენით჻

203. მე უხუცესმან უმცროსსა: კაცი დავსთხოვე ქენებით჻ ჩემმა შედეგმან ტაიჭი: მისი თვით აქო ხსენებით჻ ამან მართ ოდენ მორევნა: გვითხრა უალეთ ჩვენებით჻ მივმართეთ იგი აგრევე: წყნარად მივა და შვენებით჻

204. ბროლმან ლალსა გარეულმან: ვარდნი თხელნი ანატიფნა჻ იგი ტკბილნი გონებანი: ჩვენთვის მეტად გაამყიფნა჻ არ აგუიხუნა არცა დაგვსხნა: ყოლე არად ამოგვკრიფნა჻ მისნი მკვახედ მოუბარნი: მათრახითა დაგვამწიფნა჻

205. უმცროსსა ძმასა მივეცით: უფროსსა დავეზიდენით჻ ჴელი მოჰკიდა დადეგო: ესეცა ჰკადრა კიდ ენით჻ მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო: ჩვენ ამად დავერიდენით჻ თავსა გარდაჰკრა მათრახი: ვნახეთ სისხლისა კი დენით჻

206. მით ერთითა მათრაჴითა: თავი ასრე გარდაჰფრიწა჻ ვითა მკუდარი უსულო ქმნა: ვითა მიწა დაამიწა჻ მისი რასმე მკადრებელი: მოამდაბლა მოამიწა჻ თვალთა წინა წაგვივიდა: ლაღი კუშტი ამაყი წა჻

207. აღარ დაბრუნდა წავიდა: წყნარად და აუჩქარებლად჻ აგერა მივა ნახეო: იგი მზეებრ და მთვარებლად჻ შორს უჩვენებდეს ავთანდილს: მტირალნი გაუხარებლად჻ ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი: მისი მის მზისა მარებლად჻

208. აჰა მიხვდა ავთანდილსა: ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა჻ რადგან ცუდად არ წაუხდა: მას ეზომი გარეთ ყოვნა჻ კაცსა მიხვდეს საწადელი: რას ეძებდეს მისი პოვნა჻ მაშინ მისგან აღარა ჴამს: გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა჻

209. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე: ღარიბი უადგილოსა჻ მე იმა ყმისა საძებრად: მოვშორდი საგაზრდილოსა჻ აწ თქუენგან მივხვდი საქმესა: ყოლა არ საადვილოსა჻ ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს: თქუენსა დასაღრეჯილოსა჻

210. ვითა მე მივხვდი წადილსა: ჩემის გულისა ნებასა჻ აგრემცა ღ~თი ნურას იქს: ძმისა თქუენისა ვნებასა჻ ასწავლა მისი სადგომი: მიდითო იქს ნება ნებასა჻ ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი: მიეცით მოსვენებასა჻

211. ესე უთხრა და წავიდა: ცხენი გაქუსლა დეზითა჻ ვითა გავაზი გაფრინდა: არ გაშვებული ხეზითა჻ ან მთვარე მზისა შემყრელი: მზე სინათლითა ზეზითა჻ დაივსო ცეცხლი შემწველი: მისითა მან მიზეზითა჻

212. მიეწურა იგონებდა: ახლოს შეყრა ვითა აგოს჻ საუბარმან უმეცარმან: შმაგი უფრო გააშმაგოს჻ ჴამს თუ კაცმან გონიერმან: ძნელი საქმე გამოაგოს჻ არ სიწყნარე გონებისა: მოიძულოს მოიძაგოს჻

213. რადგან ისი არის სადმე: უცნობოდ და ისრე რეტად჻ რომე კაცსა არ მიუშვებს: საუბრად და მისად ჭურეტად჻ მივეწევი შევიყრებით: ერთმანერთის ცემა ჟლეტად჻ ანუ მამკლავ ანუ მოვკლავ: დავიკარგეთ მეტის მეტად჻

214. ავთანდილ იტყვის ეზომი: ჭირნიმცა რად ვაცუდენი჻ რაცაღა არის არა არს: თუმცა არ ედგნეს ბუდენი჻ სადაცა მივა მივიდეს: რამცა მოვლიდეს ზღუდენი჻ მუნითგან ვძებნნე ღონენი: ჩემნი არ დასამრუდენი჻