ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

235. კულაცა ჰკადრა ზენარობით: მიუყარნა მუჴლნი წინა჻ მაგრა ვერა ვერ დაჰყარა: მუდარობა მოეწყინა჻ პირსა ზედა გაგულისდა: თვალთა სისხლი მოედინა჻ ადგა თმითა წამოზიდნა: ყელსა დანა დააბრჯინა჻

236. ეგრე უთხრა მე ეზომი: ჯავრი ვითა შეგარჩინო჻ როგორა თუ ამატირო: ცრემლი ცუდად დამადინო჻ გიჯობს მითხრა ამის მეტი: მართ აღარა არ გაწყინო჻ თვარა ღ~თნ მტერი ჩემი: მოკლას ვითა მოგაკვდინო჻

237. ქალმან უთხრა ეგე ღონე: მოიგონე მატად ავი჻ თუ არ მამკლავ არ მოვჰკვდები: მრთელი ვარ და მოუკლავი჻ რად რა გითხრა სადამდისცა: ვიყო ჭირთა უნახავი჻ კულავ თუ მამკლავ სასაუბროდ: აღარ მებას ზედან თავი჻

238. კულავ ეტყუის ყმაო რად მპოვე: ვინ მეუბნები მე ვინო჻ ეგე ამბავი ცოცხალსა: ენითა ვერ მათქმევინო჻ მე ჩემი თავი ნებითა: ჩემითა მოგაკლევინო჻ ვითა უსტარი ბედითი: ადვილად დაგახევინო჻

239. ჩემი სიკუდილი შენ ჩემად: პატიჯად ნურად გგონია჻ მით რომე დამხსნი ტირილსა: შემშრების ცრემლთა ფონია჻ ჩალად მჩანს ყოვლი სოფელი: მისთვისვე შემიწონია჻ ვერ გიცნობ ვინ ხარ: ვის გითხრა სიტყუანი მისანდონია჻

240. ყმამან თქუა თუ არ ეგების: აწ ამისი ასრე თქმევა჻ სხვი სა რასმე მოვიგონებ: სჯობს საქმისა გამორჩევა჻ გაუშვა და ცალკე დაჯდა: ტირს დაუწყო ცრემლთა ფრქვევა჻ ქალსა უთხრა გაგარისხე: აწ არ ვიცი ვით დავრჩე ვა჻

241. ქალი დაუჯდა კუშტ გვარად: ქუშობს ჯერთ არ დამტკბარია჻ ავთანდილ ქუე ზის ტირილად: აღარას მოუბარია჻ ვარდისა ბაღსა მოგუბდა: ცრემლისა საგუბარია჻ კულავ იქით ქალი ატირდა: მისთვის გულ ნალმობარია჻

242. ყმა მტირალი შეებრალა: ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა჻ მაგრა უჯდა უცხოს უცხო: არ ბაგენი აუბარნა჻ ყმამან ცნა თუ გონებანი: ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა჻ ცრემლ დენილი შეეხვეწა: ადგა მუხლნი მიუყარნა჻

243. უთხრა ვიცი აღარ ვარგხარ: შენ აწ ჩემად დასანდობლად჻ გაგარისხე დაგრჩომივარ: ღარიბად და ამად ობლად჻ აწ ეგრეცა თავი ჩემი: დამიც შენთვის დასანდობლად჻ ამად რომე შეცოდება: შვიდ გზის თქმულა შესანდობლად჻

244. თავი ჩემი სამსახურად: თუცა ავად მოგაწონე჻ მიჯნურისა შებრალება: ჴამს ესეცა გაიგონე჻ სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ: არვინ არის ჩემი ღონე჻ სულსა მოგცემ გულისათვის: სხვა მეტიმცა რა გამონე჻

245. რა ქალსა მიხვდა ყმისაგან: მიჯნურობისა სმინება჻ გულამოჴუინჩით დაიწყო: ასკეცად ცრემლთა დინება჻ კულავ გაამაღლა ზახილით: ტირილი არ გაცინება჻ ავთანდილს ღთ~ნ წადილი: მისცა გულისა ლხინება჻

246. იტყვის თუ ამა სიტყვითა: მას ფერი შეეცვალების჻ ვისთვისმე ხელი უცილოდ: მას ცრემლი ემალმალების჻ კულავ უთხრა დაო მიჯნური: მიჯნურთა შეებრალების჻ ესეცა იცი სიკუდილსა: თვით ეძებს არ ეკრძალების჻

247. ვარ მიჯნური ხელი ვინმე: გაუძლებლად სულთა დგმისად჻ ჩემა მზემან გამომგზავნა: საძებარად ამა ყმისად჻ ღრუბელიცა ვერ მიხუდების: მე მისრულვარ სადა ვლისად჻ გული შენი მიპოვნია: მისი შენდა შენი მისად჻

248. მისი სახე გულსა ჩემსა: ხატად ასრე გამოვხატე჻ მისთვის ხელმან გამოჭრილმან: ლხინი ჩემი ვაალქატე჻ ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მყავ ანუ მააზატე჻ ან მაცოცხლე ანუ მამკალ: ჭირი ჭირსა მამიმატე჻

249. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა: პირველისა უამესი჻ ეგე სიტყვა მოიგონე: დია რამე უკეთესი჻ წეღან საქმე მტერობისა: გულსა ჩემსა შთამოსთესი჻ აწ მოყვარე გიპოვნივარ: დისაგანცა უფრო დესი჻

250. მაშა რადგან მიჯნურობა: შენად ღონედ მოიგონე჻ არ ეგების ამას იქით: თუმცა თავი არ გამონე჻ არ შენ მოგცე თავი ჩემი: დაგაბნიე დაგაღონე჻ შენთვის მოვჰკვდე ამისებრივ: მემცა საქმე რა ვიღონე჻

251. აწ რაცა გითხრა თუ ამა: საქმესა დამორჩილდები჻ რასაცა ეძებ მიხვდები: უცილოდ არ ასცილდები჻ თუ არ მამისმენ ვერ ჰპოებ: რაზომმცა ცრემლსა მილდები჻ მოგხუდების მდურვა სოფლისა: მოჰკვდები გაცასწბილდები჻

252. ყმამან უთხრა ეგე საქმე: ამას გავსო არა სხვასა჻ ორნი კაცნი მოდიოდეს: სადაურნი სადმე გზასა჻ უკანამან წინა ნახა: ჩავარდნილი შიგან ჭასა჻ ზედ მიადგა ჩაყიოდა: ტირს იზახის ვაგლახ ვასა჻

253. ეგრე უთხრა ამხანაგო: იყავ მანდა მომიცადე჻ წავალ თოკთა მოსახმელად: მწადსო თუმცა ამოგზიდე჻ მას ქუეშეთსა გაეცინა: გაუკვირდა მეტად კიდე჻ შემოჰყივლა არ გელოდე: სად გაგექცე სად წავიდე჻

254. აწ დაო შენთა ჴელისაა: ჩემი საბელი ყელისა჻ სხვად უღონოა უშენოდ: ჩემგან აპყრობა ჴელისა჻ რასაცა მიზამ შენ იცი: შენ ხარ წამალი ხელისა჻ თვარა ვისმც ექმნა გორლითა: შეკვრა თავისა მრთელისა჻