ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

215. წინა უკანა იარეს: ორნი დღენი და ღამენი჻ დღისით და ღამით მაშვრალნი: არ შეჭამადთა მჭამელნი჻ არსადა ხანი არ დაყვეს: ერთნი თვალისა წამენი჻ მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა: მინდორთა მოსალამენი჻

216. დღისით ვლეს და საღამო ჟამ: გამოუჩნდეს დიდნი კლდენი჻ კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს: პირსა წყალი ჩანადენი჻ წყლისა პირსა არ ითქმოდა: შამბი იყო თუ რასდენი჻ ხე დიდრუან თვალ უწთომი: მაღლა კლდემდის ანაყრდენი჻

217. მან ყმამან ქვაბსა მიმართა: განვლნა წყალნი და კლდენია჻ ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა: მონახ ა დიდნი ხენია჻ მაზედა ჭურეტად გავიდა: ძირსა დააბა ცხენია჻ მუნით უჭვრეტდა იგი ყმა: მივა ცრემლ მინადენია჻

218. რა ტყენი გავლნა მან ყმამან: მოსილმან ვეფხის ტყავითა჻ ქვაბისა კარსა გამოდგა: ქალი ჯუბითა შავითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესართავითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა: ყელსა მოეჭდო მკლავითა჻

219. ყმამან უთხრა დაო ასმათ: ჴიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს჻ ვეღარ მივხვდით ჟამიერად: ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს჻ ესე თქვა და მკერდსა ჴელნი: იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს჻ ქალი შებნდა, მოეხვია: ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს჻

220. იგი ტევრი გაეხშირა: დანაგლეჯსა მათსა თმასა჻ ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻ იზახდიან მოსთქმიდიან: მოსცემდიან კლდენი ჴმასა჻ ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მათსა ეგრე ქცევა ქნასა჻

221. სული დაიღეს მან ქალმან: დასთმო გულისა წყლულობა჻ ქვაბს შეიყვანა ტაიჭი: მოჰჴადა აკაზმულობა჻ მას ყმასა შეხსნა შეიღო: აბჯრისა წელ მორტყმულობა჻ შინა შევიდეს მას დღესა: გარდაჴდა გამოსლილობა჻

222. ავთანდილს უკვირს ამბავი: ისი თუ ვცნაო მე რითა჻ გათენდა ქალი გამოდგა: მოსილი მითვე ფერითა჻ შავსა აუდვა ლაგამი: სწმენდდა რიდისა წვერითა჻ შეკაზმა მოაქვს აბჯარი: წყნარად არ რამე ჩხერითა჻

223. მის მოყმისა წესი იყო: მეტსა თურე არ ასე ჯდა჻ ქალი ტირს და მკერდსა იცემს: თმისა ტევრსა გაიგლეჯდა჻ ერთმანერთსა მოეხვივნეს: აკოცა და ცხენსა შეჯდა჻ ასმათ აგრე დაღრეჯილი: კულავ უფრორე დაიღრიჯდა჻

224. ავთანდილ ახლოს კულავ ნახა: სახე მისივე კაცისა჻ ულვაშ აშლილი წვერ გამო: ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა჻ ეყნოსა სული ალვისა: ქართაგან მონატაცისა჻ ასრე უჩნს მოკლვა ლომისა: მართ ვითა ლომსა ვაცისა჻

225. მასვე გზასა წამოვიდა: რომე გუშინ შეეარა჻ შამბი გავლო გაეშორა: თავი მინდორს გააგარა჻ ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით: მალვით ხესა მოეფარა჻ თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე: მეტად კარგად მამიგვარა჻

226. აწ ამას ჩემთვის ღ~თისაგან: სხვა საქმე რა ვამჯობინო჻ ქალი შევიბყრა მის ყმისა: ამბავი ვაამბობინო჻ ჩემიცა ვუთხრა ყველაი: მართალი გავაბჭობინო჻ მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა: არც მისი დავისობინო჻

227. ჩამოვიდა ცხენი ახსნა: მისგან ხესა შემობმული჻ ზედა შეჯდა გაემართა: ქვაბი იყო კარ გახმული჻ მუნით ქალი გამოიჭრა: გულ მდუღარე ცრემლ დასხმული჻ ეგონა თუ დაბრუნდაო: პირი ვარდი ბროლ ბაკმული჻

228. ვერ იცნა სახე არ გვანდა: მისი მის ყმისა სახესა჻ ფიცხლა გაიქცა მიმართა: ზახილით კლდესა და ხესა჻ ყმა გარდაიჭრა დააბა: ვითა კაკაბი მახესა჻ ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა: ზახილსა მუნ ერთ სახესა჻

229. მას ყმასა თავი არ მისცა: ჭვრეტადცა ებილწებოდა჻ ვითა კაკაბი არწივსა: ქუეშე მი და მო ჰკრთებოდა჻ ტარიელს ვისმე უზახდა: მწედ თუცა არ ემწებოდა჻ ავთანდილ მუხლთა უყრიდა: თითითა ეხვეწებოდა჻

230. ეტყოდა სულე რამც გიყავ: კაცი ვარ, ადამიანი჻ უფერო ქმნილნი მინახვს: ვარდნი და ისი იანი჻ მისი რამ მითხარ ვინ არის: ტან სარო პირ-ბაკმიანი჻ სხვად არას გიზამ ნუ გეშის: ნუ ჰყივი აგრე ჴმიანი჻

231. ქალი ეტყოდა ტირილით: სარჩელი უგავს ბრჭობასა჻ თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ: შმაგი ხარ მოდი ცნობასა჻ აწ მეტად ძნელსა საქმესა: მნუკევ ადვილად თხრობასა჻ ცუდად ნუ სცთები ნუ ელი: მაგა ამბვისა მბობასა჻

232. კულავ ეტყვის ყმაო რა გინდა: ანუ მენუკვი მე რასა჻ მაგა საქმისა ვერა იქს: ვერცა კალამი წერასა჻ შენ ერთხელ იტყვი მითხარო: მე ასჯერ გეტყვი ვერასა჻ ვითა სიცილი ტირილსა: ვაგლახი მიჯობს მღერასა჻

233. ქალო არ იცი სით მოვალ: რა ჭირნი მამითმენიან჻ ოდითგან ვეძებ ამბავთა: ესე არვისგან მსმენიან჻ შენ მიპოვნიხარ სიტყუანი: ჩემნი რაზომცა გწყენიან჻ ვერ დაგეხსნები მიამბე: ჩემგან ნუღარა გრცხვენიან჻

234. ქალმან უთხრა რას შეგესწარ: მე ვინ ვარ და ანუ შენო჻ მზე არ მახლავს შეგეტყუების: თვრთვილო ასრე მით მაწყენო჻ გრძელი სიტყუა საწყინოა: ასრე მოკლედ მოგახსენო჻ ვერასათვის ვერ გიამბობ: რაცა გინდაიგი ქენო჻