ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

255. ქალმან უთხრა მამეწონა: ყმაო შენი ნაუბარი჻ ხარ უცილოდ კარგი ვინმე: მოყმე ბრძენთა საქებარი჻ ხარ ვინათგან აქანამდის: მაგა ჭირთა დამთმობარი჻ რაცა გითხრა მამისმინე: გიპოვნია საძებარი჻

256. იმა მოყმისა ამბავი: არსად არა იპოვების჻ თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის: არ ვისგან დაიჯერების჻ მოილოდინე მოვიდეს: რაზომცა დაგეყოვნების჻ დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ: ცრემლითა ნუ ითოვნდების჻

257. გითხრა თუ ცოდნა გწადიან: ჩვენისა შენ სახელისა჻ ტარიელ არის სახელი: იმა მოყმისა ხელისა჻ მე ასმათ მქვიან რომელსა: წვა მაქუს ცეცხლისა ცხელისა჻ სულთქმა სულთქმისა ბევრისა: მაშა თუ არ ერთხელისა჻

258. ამის მეტსა ვერას გითხრობ: მე სიტყუასა ამისთანსა჻ ისი მინდორს არონინებს: ტანსა მჭევრსა მე მაჯანსა჻ ვჰჭამ გლახ მარტო ნადირისას: მისგან ჴორცსა მონატანსა჻ აწვე მოვა არა ვიცი: თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა჻

259. ამას გვედრებ მოიცადო: თავი სხვაგან არსად არო჻ რა მოვიდეს შევეხვეწო: ნუთუ ვით რა მოვაგვარო჻ ერთმანერთსა შეგამეცნე: თავი შენი შევაყვარო჻ თვით გიამბოს საქმე მისი: საყუარელსა გაახარო჻

260. ქალსა ყმამან მოუსმინა: დამორჩილდა დართო ნება჻ ამა ზედა მოიხედეს: ჴევით ესმა ჩხაპუნება჻ მთვარე წყალსა გამოსრული: ვნახე შუქთა მოვანება჻ უკურიდეს და აღარა ქნეს: მუნ ხანისა დაყოვნება჻

261. ქალმან უთხრა ყმაო ღ~თნ: მოგცა ჟამად რაცა გინა჻ მაგრა თავი უჩინოდ ქმენ: დამალული იყავ შინა჻ იმა ყმისა მეუნებლე: ჴორციელი არავინა჻ ნუთუ ვით რა მოვაგვარო: შენი ნახვა არ ეწყინა჻

262. ავთანდილ ქუაბსა დამალა: ქალმან მალვითა მალითა჻ იგი ყმა ცხენსა გარდახდა: შვენოდა კაპარჭ ჴრმალითა჻ ატირდა მაღლად ცრემლითა: ზღვათაცა შესამალითა჻ ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ჭვრეტითა იდუმალითა჻

263. ამარტის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა ბანამან჻ დიდხან იტირეს ყმამან და: მან ქალმან შაოსანამან჻ შეხსნა შეიღო აბჯარი: ცხენიცა შეიყვანა მან჻ დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთეს: შავმან გიშრისა დანამან჻

264. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა: ტყვე საკნით ნააზატები჻ მან ქალმან ქვეშე დაუგო: ვეფხის ტყავისა ნატები჻ მას ზედა დაჯდა იგი ყმა: სულთქვამს ჭირ მონამატები჻ სისხლისა ცრემლსა გაეწნა: შუა გიშრისა სატები჻

265. მან ქალმან ჴელჰყო კვესითა: გზება ცეცხლისა ნელისა჻ ეგონა ჭამა ჴორცისა: შემწვრისა შეუქნელისა჻ მიუპყრა ერთი ახლიჩა: ქნაა საქმისა ძნელისა჻ ძალი არ ჰქონდა დაუწყო: გამოყრა უცოხნელისა჻

266. ცოტად მიწვა მიიძინა: თუცა ყოლა ვერა მეტი჻ შეჰკრთა დიდნი დაიზახნა: წამოიჭრა ვითა რეტი჻ იზახდის და წამწამ იკრის: გულსა ლოდი თავსა კეტი჻ ცალკერძ ტირს და პირსა იხოკს: ქალი მისი შენამჭურეტი჻

267. რად დაბრუნდი მოახსენა: მითხარ რაცა წაგეკიდა჻ მან უბრძანა მონადირე: მეფე ვინმე გარდმეკიდა჻ ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი: ბარგი მძიმედ აეკიდა჻ იგი მინდორს ნადირობდა: დაეფანჩვა მარეკი და჻

268. სევდად მეცა კაცთა ნახვა: ცეცხლი უფრო გავიალე჻ არ მივეო ახლოს შეყრად: თავი ჩემი შევიწყალე჻ მათგან მკრთალი შემოვბრუნდი: ტყესა შიგან დავიმალე჻ ვთქვი ნუთუმცა უკუმრიდა: რა გათენდეს წავალ ხვალე჻

269. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: ას ნაკეცნი ბევრის ბევრად჻ მოახსენა მჴეცთა თანა: იარები მარტო ტევრად჻ არას კაცსა არ იახლებ: საუბრად და შემაქცევრად჻ მას მაგითა ვერას არგებ: დღეთა შენთა ცუდად ლევ რად჻

270. ყოვლი პირი ქუეყანისა: ერთობ სრულად მოგივლია჻ ერთი კაცი შემაქცევლად: შენად ვითა დაგელია჻ გიახლოს და არ გაშმაგდე: თუცა ჭირი არ გაკლია჻ შენ მოჰკვდე და იგი წახდეს: ესე შენთვის რა მადლია჻

271. უბრძანა დაო ეგეა: მგზავსი შენისა გულისა჻ მაგრა არ არის ქუეყანად: წამალი ამა წყლულისა჻ ვის ძალ აქვს პოვნა კაცისა: თვით სოფლად არ- მოსრულისა჻ ჩემი ლხინია სიკუდილი: გაყრა ჴორცთა და სულისა჻

272. ღ~თნ სხვამცა ეტლსა ჩემისა: რადმცა კაცი რად დაბადა჻ სიახლე და საუბარი: თუმცა მისი მე მეწადა჻ ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი: ანუ ვინმცა შეეცადა჻ შენგან კიდე ჴორციელი: დაო მივის არასადა჻

273. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე: ვიშიშვი და ვიაჯ დია჻ რათგან ღ~თსა ვეზირობა: შენი ჩემზედ მოუგდია჻ ვერ დავმალავ უკეთესა: რაცა საქმე გამიცდია჻ არა ვარგა უსაზომო: თავი ზომსსა გარდგიჴდია჻

274. ყმამან უთხრა რას მენუკევ: არა ვიცი გამიცხადე჻ კაცი ჩემად სამსახურად: უღ~თოდ მემცა ვით დავბადე჻ ღ~თსა ჩემი უბედობა: უნდა მემცა რას ვეცადე჻ გაღანამცა გავნადირდი: თავი ასრე გავიჴადე჻