... (Q-1082), XVII ს.

153. მთით: ჩამოვიდა: ავთანდილ: გავლო: წყალი: და: ტყენია: მინდორს: აცორვებს: ტაიჭსა: შეჟღრენით: მონაწყენია: გასცუდებოდეს: მკლავნი: და: მისნი: სიამაყენია: ბროლისა: ველსა: სტურფობდეს: გიშრისა: მუნ: საყენია:

154. მობრუნება: დააპირა: სულთქნა: მერმე: ივაგლახა: მას: მინდორსა: დაემართა: გზა: თვალითა: გამოსახა: თვესა: ერთსა: სულიერი: კაცი: არსად: არ: ენახა: მჴეცნი: იყუნეს: საშინელნი: მაგრა: არა: შეუზახა:

155. მათ: მინდორთა: შუაშიგა: ამოსული: ქედი: არი: გაფიცხდა: და: ზედ: წაადგა: მოიმარჯვა: საომარი: ჩემი: ბრძოლა: ვისმცა: ეძლოს: შევჰკრა: ერთგან: მთა: და: ბარი: დავჰჴოცენდა: ჩამოვჰყარნე: წავიყუანო: პატიმარი:

156. აჰა: მიხუდა: ავთანდილსა: ღაწვთა: ცრემლით: არ: დათოვნა: რადგან: ცუდად: არ: წაუჴდა: მას: ეზომი: გარეთ: ყოვნა: კაცსა: მიხვდესსაწადელი: რას: ეძებდეს: მისიპოვნა: მაშინ: მისგან: აღარა: ჴამს: გარდასრულთა: ჭირთა: ხსოვნა:

157. უთხრა: თუძმანო: ვარ: ვინმე: ღარიბი: უადგილოსა: მე: იმა: ყმისა: საძებრად: მოვშორდი: საგაზრდილოსა: აწ: თქუენგან: მივხუდისაქმესა: ყოლეარ: საადვილოსა: ღ~თიმცა: ნურას: ნუღარ: იქს: თქუენსა: დასაღრეჯილოსა:

158. ვითა: მე: მივხუდი: წადილსა: ჩემისგულისა: ნებასა: აგრემცა: ღ~თი: ნურას: იქსთქუენისა: ძმისა: ვნებასა: უჩვენა: მისი: სადგომი: მიდითო: ნებანებასა: ჩრდილსა: გარდასვით: მაშურალნი: მიეცით: მოსვენებასა:

159. ესე: უთხრა: და: წავიდა: ცხენი: გაქუსლა: დეზითა: ვითა: გავაზი: გაფრინდა: არ: გაშვებული: ხეზითა: ან: მთვარე: მზისა: შემყრელი: მზე: სინათლითა: ზეზითა: დაივსო: ცეცხლი: შემწველი: მისითა: მან: მიზეზითა:

160. მიეწურა: იგონებდა: ახლოს: შეყრა: ვითა: აგოს: საუბარმან: უმეცარმან: შმაგი: უფრო: გააშმაგოს: ჴამსრომ: კაცმან: გონიერმან: ძნელი: საქმე: გამოაგოს: არ: სიწყნარე: გონებისა: მოიძულოს: მოიძაგოს:

161. რადგან: ისი: არის: რადმე: უცნობოდ: და: ისრე: რეტად: რომე: კაცსა: არ: მიუშვებს: საუბრად: და: მისად: ჭვრეტად: მივეწევი: შევიყრებით: ერთმანერთის: ცემა: ჟლეტად: ანუ: მამკლავს: ანუ: მოვჰკლავდაიმალვის: მეტისმეტად:

162. აწიმა: ყმისა: საკრავად: ჴმალსაცა: ვით: მიჰყევ: ნები: არ: მოვჰკლავ: არცა: მოვჰკვდები: არ: ვივნებ: არცა: ვევნები: შორით: თვალითა: მიუგებ: უკანა: დავედევნები იარეს: გავლეს: მრავალი: მინდორი: შამბნარი: ჴევნი:

163. გარდაჴდა: და: თაყვანის: სცა: ახსენა: ღ~თისა: სახენი: შენ: გმონებს: ყოვლი: ქვეყან: ყოველნი: მონა: სახენი: შენგან: მიხუდების: წადილსა: უღონო: მოვაგლახენი: ავთანდილ: გეძებ: სიცოცხლე: შენთვის: ლახვარსა: ვახენი

164. ავთანდილ: იტყუისეზომნი: ჭირნიმცა: რად: ვაცუდენი: რაცაღა: არის: არ: არის: თუმცა: არ: ედგის: ბუდენი: სადაცა: მივა: მივიდეს: რამცა: მოვლიდეს: ზღუდენი: მუნღა: ვძებნნე: ღონენი: ჩემნი: არ: დასამრუდენი:

165. წინაუკანა: იარეს: ორნი: დღენი: და: ღამენი: დღისით: და: ღამით: მაშურალნი: არ: შეჭამადთა: მჭამენი: არსადა: ხანი: არ: დაყუეს: ერთნი: თვალისა: წამენი: მათ: თვალთა: ცრემლნი: სდიოდეს: მინდორთა: მოსალამენი:

166. დღისით: ვლეს: და: საღამოჟამ: გამოუჩნდეს: დიდნი: კლდენი: კლდეთა: შიგან: ქუაბი: იყუნეს: პირსა: წყალი: ჩანადენი: წყლისა: პირსა: არ: ითქმოდა: შამბი: იყო: თუ: რასდენი: ხე: დიდროუან: თვალუცდომი: მაღლა: კლდემდის: ანაყრდენი:

167. დადგა: უჭვრეტს: ალვის: შტოსა: ანძრევს: გარე: ჰქონდა: ყელსა: ავთანდილს: ჰკუირს: ეგრე: ვითა: გაანათებს: მზეებრ: ველსა: პირად: მზესა: გულად: ლომსა: ტანად: შეჰგავს: სარო: მზრდელსა: მოიგონებს: გულამოსკვნით: მასვე: მისსა: საგონელსა:

168. მან: ყმამან: ქუაბსა: მიმართა: განვლნა: წყალნი: და: კლდენია: ავთანდილ: ცხენსა: გარდაჴდა: მონახნა: დიდნი: ხენია: მაზედა: ჭურეტად: გავიდა: ძირსა: დააბა: ცხენია: მუნით: უჭურეტდა: იგი: ყმა: მივა: ცრემლმინადენია:

169. რა: ტყენი: გავლნა: მან: ყმამან: მოსილმან: ვეფხის: ტყავითა: ქუაბისაკართა: გამოდგა: ქალი: ჯუბითა: შავითა: ატირდა: მაღლად: ცრემლითა: ზღვათაცა: შესართავითა: იგი: ყმა: ცხენსა: გარდაჴდა: ყელსა: მოეჭდო: მკლავითა:

170. ყმამან: უთხრა: დავო: ასმათ: ჴიდნი: ზღუასა: ჩაგვიცვივდეს: ვეღარ: მივხუდით: ჟამიერად: ჩვენ: ვისიცა: ცეცხლნი: გვწუიდეს: ესე: თქუა: და: მკერდსა: ჴელნი: იკრნა: ცრემლნი: გარდმოსწვიმდეს: ქალი: შებნდა: მოეხუია: ერთმანერთსა: სისხლით: სწუიმდეს:

171. იგი: ტევრი: გაეჴშირა: დანაგლეჯსა: მათსა: თმასა: ერთმანერთსა: ეხვეოდეს: ყმა: ქალსა: და: ქალი: ყმასა: იზახდიან: მოთქმიდიანმოსცემდიან: კლდენი: ჴმასა: ავთანდილ: სჭურეტს: გაკვირვებით: მათსა: ეგრე: ქცევა: ზმასა:

172. სული: დაიღო: მან: ქალმან: დასთმო: გულისა: წყლულობა: ქუაბს: შეიყუანა: ტაიჭი: მოჰჴადა: აკაზმულობა: მას: ყმასა: შეხსნაშეიღო: აბჯრისა: წელ: მორტყმულობა: შინა: შევიდეს: მას: დღესა: გარდაჴდა: გამოსრულობა: