... (H-742), XIX ს.

139. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების. ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების. რა მილულნის სიახლევე საყვარლისა ეოცების. შეკრთის დიდი დაიზახის მით პატიჟი ეოცების.

140. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ. ცრემლსა ვითა მარგალიტსა სტირს ვარდისა დასანაზოდ. რა გათენდა შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ. ცხენსა შეჰსჯდა გაემართა დარბაზს მივა სადარბაზოდ.

141. დარბაზს ეჯიბი შეგჰზავნა მართ მისგან შენარონია. შესთვალა გკადრებ მეფეო მე ესე გამიგონია. ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრლმითა დაგიმონია. აწ თუ სჯობს ესე ანბავი ცნან რაცა გარემონია.

142. მე წავიდე მოვიარო ვილაშქრო და ვინაპირო. თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქუენთა გულსა ვჰგმირო. მორჩილ ქმნილი გავახარო ურჩი ყუელა ავატირო. ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა არ სალამი დავაძვირო.

143. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა. უბრძანა ლომო არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა. აწ მაგა შენსა თათბირსა გავსო შენივე ქველობა. წა მაგრა მამხვდეს რაღა ვჰქნა თუ სიშორისა გრძელობა.

144. ყმა შევიდა თაყვანისცა მადლი რამე მოახსენა. ხელმწიფეო მიკვირს ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა. აწ ნუთუ კვლავ სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა. პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლავ მიჩვენა.

145. მეფე ხელსა მოეკიდა გარდაჰკოცნა ვითა შვილი. სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამსდელი არ გაზრდილი. ყმა ადგა და წამოვიდა მას დღე მათი ჩანს გაყრილი. როსტან მისთვის აატირა გონიერი გული ტკბილი.

146. გამოემართა ავთანდილ მოყმე მხნე ლაღად მავალი. ოც დღე იარა ღამესა დღე ზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა იგია ნივთი და ვალი. არ მისცილდება თინათინ მისი მას ვისგან სწვავალი.

147. რა მოვიდა სიხარული შიგან გახდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი ძღვენსა ჰსძღვნიდენ იეფოსა. იგი პირ მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა. მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

148. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა. გარეთ კლდე იყო გიამბობ ზღუდესა უქვიტკიროსა. ყმამან მუნ დაჰყო სამი დღე ამოსა სანადიროსა. გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

149. ესეა მონა შერმადინ ზემოცა სახელდებული. თანა შეზრდილი ერთგული და მისთვის თავ დადებული. მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული. აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

150. უბრძანა აჰა შერმადინ ამად მე შენგან მრცხვენიან. ჩემნი საქმენი ყველანი გცოდნიან გაგივლენიან. მაგრა არ იცი აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან. მე ვისგან მქონდეს პატიჯნი აწ მასვე მოულხენიან.

151. მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა჻ ცხენლი ცრემლი ასველებდის ნარგიზთაგან ვარდსა ზრულსა჻ ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა჻ აწ მიბრძანა საიმედო ამად მხედავ მხიარულსა჻

152. მიბრძანა მიცან ანბავი მის ყმისა დაკარგულისა. მოხვიდე სრულ ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა. ქმარი არ მინდა უშენო მომხვდეს ხისა რგულისა. მამცა წამალი გულისა აქამდის დადაგულისა.

153. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად. ჰხამს მეფეთა ერთგულობა ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად. მერმე ცეცხლი დაუვსია აღარა მწვავს გულსა მურად. ჰხამს თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირსა მიხუდეს მამაცურად.

154. ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ ყმათასა. ამისთვის გნუკავ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა. ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად თავადად სხვათა სპათასა. ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

155. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი ნაპირობდი. დარბაზს კაცსა გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი. წიგნსა ჰსწერდი ჩემ მაგიერ უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი. აქა სადმე არ ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი.

156. ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე. აქათ სამ წელ მამიცადე ხვაშიადი შემინახე. მე ნუთუმცა შემოვბრუნდე ალვა ჩემი არ დაჭნა ხე. არ მოვბრუნდე მამიგლოვე მიტირე და მივაგლახე.

157. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია. აცნობე ჩემი სიკვდილი იყავ მართ ვითა მთვრალია. მიხვდა თქო საქმე რომელი ყოვლთათვის გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე ოქრო ვერცხლი და რვალია.

158. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე. ნუთუ ადრე დამივიწყო მახსენებდი ზედა ზედრე. მეტად კარგად დამიურვე სული ჩემი შეივედრე. ზრდანი ჩემნი მოიგონე გული შენი მოიმდედრე.