... (H-742), XIX ს.

119. ესე ჰსთქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა. მგოსანი და მუშაითი უხმეს ჰპოეს რაცა სადა. დია გასცა საბოძვარი ყველა დარბაზს შემოხადა. მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა.

120. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს ეცვა ოდენ მას პერანგი. იმღერდა და იხარებდა წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი. მოახსენა გიბრძანებსო ტანი ალვა პირი მანგი.

121. ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა. ადგა და კაბა ჩაიცვა მჯობი ყოვლისა ჭრელისა. უხარის ნახვა ვარდისა არ ერდგან შეუყრელისა. ამოა ჭვრეტა ტურფისა სიახლე საყვარელისა.

122. ავთანდილ ლაღი უკადრი მივა არვისგან რცხვენოდა. მას ნახავს ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალ ჯერ სდენოდა. იგი უებრო ქუშად ჯდა ელვისა მსგავსად შვენოდა. მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

123. გაცრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი. ებურნეს მოშლით რიდენი ფასისა თქმად საჭირონი. ჰშვენოდეს შავნი წამწამნი გულისა გასაგმირონი. მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

124. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა. ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა დაჯდა კრძალვით და რიდითა. პირისპირ პირსა უჭვრეტდა სავსე ლხინითა დიდითა.

125. ყმამან ჰკადრა საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების. მზესა მთვარე შეეყაროს დაილევის დაცაჭკნების. აზრად არათ აღარა მცალს თავი ჩემი მეგონების. თქვენვე ჰბრძანეთ რაცა გიმძიმს ანუ რაცა გეკვირვების.

126. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც სიტყვა არ დუხჭირად. იტყვის თუმცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად. მიკვირს მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვირად. მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

127. გახსოვს ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცნი დაგეხოცა. ყმა გენახა უცხო ვინმე რომე ცრემლი მოეხოცა. მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა. შენ გენუკვი მონახვასა კიდით კიდე მოლახოცა.

128. აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია. მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია. ვიცი რომე გაუწყვეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია. შეუპყრიხარ სიყვარულსა გული შენი დაუტყვია.

129. ასრე გითხრა სამსახური ჩემი გმართებს ამა ორად. პირველ ყმა ხარ ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად. მერმე ჩემი მიჯნური ხარ დასტურია არ ნაჭორად. წადი იგი მოყმე ძებნე ახლოს იყოს თუნდა შორად.

130. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე. რომე დამხსნა შეჭირვება ეშმა ბილწი ასაპყარე. გულსა აგრე საიმედო ია მორგე ვარდი ჰყარე. მერმე მოდი ლომო მზესა შეგეყრები შემეყარე.

131. სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი. ჰპოვო მოდი გამარჯვებით მხიარულად მოუბარი. ვერა ჰპოებ დავიჯერებ იყო თურე უჩინარი. კოკობი და უფრჭუნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭკნარი.

132. ფიცით გითხრობ შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი. მზეცა მამხვდეს ხორციელი ჩემთვის კაცად შენაქმარი. სრულად მოვსწყდე სამოთხესა ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი. შენი მკლვიდეს სიყვარული გულსა დანა ასაქმარი.

133. მოახსენა ყმამან მზეო ვინ გიშერი აწამწამე. სხვა პასუხი რამცა გკადრე ანუ რამცა შევიწამე. მე სიკვდილსა მოველოდი შენ სიცოცხლე გამიწამე. ვითა მონა სამსახურად გაღანამცა წავეწამე.

134. კვლავცა ჰკადრა აჰა მზეო რადგან ღთ~ნ მზედ დაგბადა. მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა. მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი მეიმედა. ვარდი ჩემი არ დასჭკნების შუქი შენი იეფადა.

135. კვლავ შეჰფიცეს ერთმანერთსა დააპირეს ესე პირი. გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა ხშირი. გაადვილდა აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი. თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

136. ერთგან დასხდეს ილაღობეს საუბარი ასადაგეს. ბროლ ბალახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს. ყმა ეტყვის თუ შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასადაგეს. ცეცხლთა მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს.

137. ყმა წავიდა სიშორესა თუმცა მისსა ვერ გასძლებდა. უკუღმავე იხედვიდა თვალთა რეტად აყოლებდა. ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა. გული ჰქონდა გულისათვის სიყვარულსა ავალებდა.

138. ჰსთქვა მზეო ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე. ბროლი და ლალი გავსრულვარ ქარვისა უყვითლესადრე. მაშინ რაღა ვჰქმნა ვერ ჭვრეტა რა მამხვდეს კვლავ უგრძესადრე. ჰხამს მოყვრისათვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე.