... (H-2610), XVIII ს.

337. ფარსადანს჻ წინა჻ დაასკვნა჻ გაგზავნა჻ მოციქულისა჻ შესთვალა჻ შენ჻ გაქვს჻ მეფობა჻ ჰინდოეთისა჻ სრულისა჻ აწ჻ მე჻ მწადს჻ თქვენსა჻ წინაშე჻ მეცა჻ ვცნა჻ ძალი჻ გულისა჻ სახელი჻ დარჩეს჻ ჩემისა჻ ერთგულად჻ ნამსახურისა჻

338. ფარსადან჻ შექმნა჻ ზეიმი჻ ამა჻ ამბისა჻ მცნობელმან჻ შესთვალა჻ ღმერთსა჻ მადლობა჻ შევსწირე჻ ხმელთა჻ მფლობელმან჻ რადგან჻ ეგე჻ ჰქენ჻ მეფემან჻ ჩემებრ჻ ჰინდოეთს჻ მჯდომელმან჻ აწ჻ მოდი჻ ასრე჻ პატივ჻ გცე჻ ვითა჻ მამამან჻ და჻ მშობელმან჻

339. ერთი჻ სამეფო჻ საკარგყმო჻ უბოძა჻ ამილბარობა჻ თვით჻ ამირბარსა჻ ინდოეთს჻ აქვს჻ ამირსპასალარობა჻ მეფე჻ რა჻ დაჯდეს჻ არა჻ სჭირს჻ ხელისა჻ მიუმცდარობა჻ სხვად჻ პატრონია჻ მართ჻ ოდენ჻ არა჻ აქვს჻ კეისარობა჻

340. თვით჻ მეფემან჻ მამაჩემი჻ დაიჭირა჻ სწორად჻ თავსა჻ თქვა჻ ჩემებრი჻ ამირბარი჻ ნაძლევი჻ ვარ჻ ვისცა჻ ჰყავსა჻ ლაშქრობდის჻ და჻ ნადირობდის჻ აძლევდიან჻ მტერნი჻ ზავსა჻ მას჻ არა჻ ვჰგავ჻ ასრე჻ ვითა჻ მე჻ სხვა჻ კაცი჻ არა჻ მგავსა჻

341. ძე჻ არა჻ ესვა჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ მზისა჻ დარსა჻ ჭმუნვა჻ ჰქონდა჻ ჟამი჻ იყო჻ მით჻ აეხვნეს჻ სპანი჻ ზარსა჻ ვა჻ კრულია჻ დღემცა჻ იგი჻ მე჻ მივეცი჻ ამილბარსა჻ მეფემან჻ თქვა჻ შვილად჻ გავზრდი჻ თვით჻ ჩემივე჻ გვარი჻ არსა჻

342. მეფემან჻ და჻ დედოფალმან჻ მიმიყვანეს჻ შვილად჻ მათად჻ საპატრონოდ჻ მზრდიდეს჻ სრულთა჻ ლაშქართა჻ და჻ ქვეყანათად჻ ბრძენთა჻ მიმცეს჻ სასწავლელად჻ ხელმწიფეთა჻ ქცევაქნათად჻ მოვიწიფე჻ დავემსგავსე჻ მზესა჻ თვალად჻ ლომსა჻ ნაკვთად჻

343. ასმათ჻ მითხრობდი჻ რაცა჻ სცნა჻ ჩემგან჻ ამბობა჻ ცილისა჻ ხუთისა჻ წლისა჻ შევიქენ჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ შლილისა჻ ჭირად჻ არ჻ მიჩნდის჻ ლომისა჻ მოკლვა჻ მართ჻ ვითა჻ სირისა჻ არა჻ ჰგავიდოდის჻ ფარსადანს჻ მისი჻ არა჻ სმა჻ შვილისა჻

344. ნადიმსა჻ შიგან჻ მოყმენი჻ სიცილით჻ მოგეგებნიან჻ მოასპარეზე჻ მესროლთა჻ ღონე჻ ჩემგანვე჻ ძებნიან჻ მებრძოლთა჻ შიგან჻ მებრძოლნი჻ ვერავინ჻ ვერ჻ შემებნიან჻ თვით჻ შუბოსანი჻ ჩემებრი჻ არავინ჻ არ჻ ეგებნიან჻

345. წიგნი჻ წიგნსა჻ ეცემოდა჻ დედოფალი჻ ოდეს჻ შობდა჻ მოციქული჻ მოციქულსა჻ ინდოეთი჻ სრულად჻ სცნობდა჻ მზე჻ და჻ მთვარე჻ განსცხრებოდეს჻ სიხარულით჻ ცა჻ ნათობდა჻ ყოვლი჻ არსად჻ შემოსრული჻ მხიარული჻ თამაშობდა჻

346. ასმათ჻ შენცა჻ ხარ჻ მოწამე჻ ჩემისა჻ ფერმიხდილისა჻ მზესა჻ მე჻ ვსჯობდი჻ შვენებით჻ ვით჻ ბინდსა჻ ჟამი჻ დილისა჻ იტყოდეს჻ ჩემი჻ მნახავნი჻ მსგავსია჻ ედემს჻ ზრდილისა჻ აწ჻ მაშინდლისა჻ ჩემისა჻ სახე჻ ვარ჻ ოდენ჻ ჩრდილისა჻

347. მე჻ ხუთისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ დაორსულდა჻ დედოფალი჻ ესე჻ რა჻ თქვა჻ ყმამან჻ სულთქნა჻ ცრემლით჻ ბრძანა჻ შობა჻ ქალი჻ დაბნედასა჻ მიეწურა჻ ასმათ჻ ასხა჻ გულსა჻ წყალი჻ თქვა჻ მაშინვე჻ მზესა჻ ჰგვანდა჻ აწ჻ მედების჻ ვისგან჻ ალი჻

348. ქება჻ არ჻ ითქმის჻ ენითა჻ აწ჻ ჩემგან჻ ნაუბარითა჻ ფარსადან჻ დაჯდა჻ ხარებად჻ ზეიმითა჻ და჻ ზარითა჻ ყოვლგნით჻ მოვიდეს჻ მეფენი჻ ნიჭითა჻ მრავალგვარითა჻ საჭურჭლე჻ გასცეს჻ აივსნეს჻ ლაშქარნი჻ საბოძვარითა჻

349. საშობელი჻ გაიყარა჻ ზრდა჻ დაგვიწყეს჻ მე჻ და჻ ქალსა჻ მართ჻ მაშინვე჻ ჰგვანდა჻ იგი჻ მზისა჻ შუქთა჻ ნასამალსა჻ უყვარდით჻ და჻ სწორად჻ უჩნდით჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ აწ჻ ვახსენებ჻ ვისგან჻ ჩემი჻ დაუდაგავს჻ გული჻ ალსა჻

350. ყმა჻ დაბნდა჻ რა჻ სახელისა჻ ხსენებასა჻ მიეწურა჻ ავთანდილსცა჻ აეტირა჻ მისმან჻ ცეცხლმან჻ გულსა჻ ჰმურა჻ ქალმან჻ სულად჻ მოაქცია჻ მკერდსა჻ წყალი჻ დააპკურა჻ თქვა჻ ისმენდი჻ მაგრა჻ ჩემი჻ სიკვდილისა჻ დღე჻ დასტურა჻

351. მას჻ ქალსა჻ ნესტანდარეჯან჻ იყო჻ სახელად჻ ხმობილი჻ შვიდისა჻ წლისა჻ შეიქმნა჻ ქალი჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი჻ მთვარისა჻ მსგავსიმზისაგან჻ შვენებით჻ არშეფრობილი჻ მისსა჻ ვით჻ გასძლებს჻ გაყრასა჻ გული჻ ალმასი჻ წდობილი჻

352. იგი჻ ასრე჻ მოიწიფა჻ მე჻ შემეძლო჻ შესლვა჻ ომსა჻ მეფე჻ ქალსა჻ ვით჻ ხედვიდა჻ მეფობისა჻ ქნისა჻ მწთომსა჻ მამასავე჻ ხელთა჻ მიმცეს჻ რა჻ შევიქენ჻ ამა჻ ზომსა჻ ვბურთობდი჻ და჻ ვნადირობდი჻ ვით჻ კატასა჻ ვხოცდი჻ ლომსა჻

353. მეფემან჻ სახლი჻ ააგო჻ შიგან჻ სამყოფი჻ ქალისა჻ ქვად჻ ფაზარი჻ სხდა჻ კუბო჻ დგა჻ იაგუნდისა჻ თვალისა჻ პირსაა჻ ბაღჩა჻ და჻ საბანლად჻ სარაჯი჻ ვარდისწყალისა჻ იგი჻ მუნ჻ იყვის჻ მედების჻ ვისგან჻ სახმილი჻ ალისა჻

354. დღე჻ და჻ ღამე჻ მუჯამრითა჻ ეკმევოდის჻ ალვა჻ თლილი჻ ზოგჯერ჻ კოშკს჻ ჯდის჻ ზოგჯერ჻ ბაღჩას჻ ჩამოვიდის჻ რა჻ დგის჻ ჩრდილი჻ დავარ჻ იყო჻ და჻ მეფისა჻ ქვრივი჻ ქაჯეთს჻ გათხოვილი჻ და჻ მას჻ სიბრძნისა჻ სასწავლელად჻ თვით჻ მეფემან჻ მისცა჻ შვილი჻

355. სრა჻ ედგა჻ მოფარდაგული჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა჻ ვერვინ჻ ვხედევდით჻ შეიქმნა჻ პირითა჻ მინავარდითა჻ ასმათ჻ და჻ ორნი჻ მონანი჻ ჰყვიან჻ იმღერდის჻ ნარდითა჻ მუნ჻ იზრდებოდის჻ ტანითა჻ გაბაონს჻ განაზარდითა჻

356. თხუთმეტისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ მეფე჻ მზრდიდა჻ ვითა჻ შვილსა჻ დღისით჻ ვიყვი჻ მას჻ წინაშე჻ გამიშვებდის჻ არცა჻ ძილსა჻ ძალად჻ ლომსა჻ თვალად჻ მზესა჻ ტანად჻ ვგვანდი჻ ედემს჻ ზრდილსა჻ სროლასა჻ და჻ ასპარეზსა჻ აქებდიან჻ ჩემგან჻ ქნილსა჻