ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

2163. აავსნა მისაცემლითა ოქსინოთა და შარდითა, სტავრითა, საკრამანგითა, მძიმითა სადუქარდითა; წავლენ ფრიდონ და ავთანდილ პირითა მინა- ვარდითა, გავლენ ზღვასა და მიდიან საროთა განაზარდითა.

2164. მივიდეს, მათი ქვეყანა, მათ დახვდა ამოდ ნებითა; მოეგებნიან, სძღნობდიან წესითა და რიგებითა; თინათინს პირსა სინათლე ემატა დაშვენებითა; მულღაზანზარი შეიქნა მეტითა აშენებითა.

2165. ეს ამბავი დარჩომოდა სარგის ლექსთა შეუწყობლად, აგრევ თმოგვი თმოგველთაგან შესავლითურთ დარჩა ობლად; ესე სიტყვა მოახსენეს, ვინ ჩანს გმირთა რაზმთა მწყობლად, მიბრძანა, თუ:,, ლექსად თქვიო, მჭევრ- ქართულად, დაუშრობლად.“

2166. ერთმანერთისა მეშველთა მებრძოლი იმაჯანიან; ორთავე მტერი მოყვარედ მათ წინა მოიყვანიან; მათთა ურჩთა და შემკადრთა მიწები უაკვანიან, ორგულთა მკლავნი შემუსრნეს, ერთგულთა აგულვანიან;

2167. ყოვლთა სწორად წყალობათა ვითა თოვლსა მოათოვდეს, ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს, ავის მქმელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერა სწოვდეს, შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

2168. ხანი გარდახდა, მოვიდა დღე აღსასრული მეფისა; დაწვა ლოგინად, დავარდა, მას მაჯა აღარ ჩქეფისა; თქვა:,, ჩემი ასრე დაცემა, ვიცი ამ სოფელს ეფისა, აწვე სარიდან მამგვარეთ, ანდერძი ვჰკადრო კრეფისა.“

აქა პირველი ანდერძი ტარიელისა თავის შვილს თანა

2169. ღმერთს ერთ ქალ- ყმანი მიეცა, ოთხმოცდაათ წელ- ხანია; შვილი კარგა სჯობს მამასა, ერქვა მას სარიდანია, ქვეყანა იმას ეხვევის, სრულთა ინდოთა სპანია. მისთვისა უნდა სამეფო, პირველად მის მაქანია.

2170. შვიდთა სამეფო თავადნი ტარიას შემოჰყრიაო, სარიდან შიგნით შევიდა, მამასა გარდეხვიაო, უთხრა,თუ:,, შვილო, ნუ სტირი, სოფელს ეს დაუდვიაო, ძველნი წავლენ და ახალნი ამოვა ნაზარდიაო.“

2171. სოფელი არვის დაინდობს,არც დიდსა, არცა მცირებსა, ვისაც რომ კარგი უნახავს, ბოლო ჟამს აატირებსა; მახე დაუდგამს ყვევლთათვის, ნახეთ თუ რას აპირებსა, ჩავარდენის და დაამსხვრევს რკინასა, ქვა- ქვიტკირებსა.

2172. აწ მე მივალ ამ სოფლითა, დღე გათავდა ჩემი ირე; ღმერთმან მოგცეს ხელმწიფობა, ტახტთა დაჯე, დაიჭირე; ხმალი წელთა შემოირტყი, გული შენი აქვიტკირე; ერთგულთ ეყავ წყალობანი, მტერთა ზედან გააგმირე;

2173. ,, უხვად გაეცი მრავალი ოქრო, თვალ- ხას- ატლასია; მზეებრივ სულთა მოჰფინე ქვრივ- გლახა, თუნდა ხასია; პურობა ლხინსა ნუ მოშლი, თქვან, რომ სოლომონთ დასია, მტერი დაწვი და დასდაგე, გახადე ვითა ფლასია.

2174. ,, ხუთს დღესა ლხინი, პურობა, ჰქენ, ვინც რომ გინა ვინაო, ხუთს დღესა სამართალი ჰქენ მოწყალეს ღმერთსა წინაო, ხუთს დღეს მშვილდით და ისრითა ინადირებდე შენაო, ხუთს დღესა შეისვენებდი, ხალვათად იყავ შინაო.

2175. ყოველ კვირასა ლოცვასა ნუ აიცილებ შენეო, მღრთის სამსახურში შეუდეგ, ცრემლიცა დაიდინეო, კვირაში ერთხელ იბურთე, სრულ ჯარი დააშვენეო, ამა ანდერძსა დაჰყვები, დღ - გრძლად იქნები შენეო.“

2176. ,, თუ შორიდამ მოგივიდეს მოციქული სხვა მეფისა, კარგა დახვდი, ლმობიერად, რაც მართებნდეს ვისცა ვისსა; ცამდი მაღლად მოგიხსენონ, შენც მისწერე, როგორ ღირსა, თვარა შენსა ურჩის მქნელსა ნუ უჩვენებ მიწყივ პირსა.“

2177. ,,მოგილოცონ პატრონიბა, შენცა ტკბილად მოიკითხე, აჩუქე და სრულ აავსე, ლაშქართა და ჯართა მისცხე, ასრე გახდის გაცემანი, ააყვავებს ვარდსა ის ხე; მტერი ფერხთა მოგექცევის, იქნას ჯაბან, ივაც - ითხე.“

2178. ეს ანდერძი გაათავა, დაასრულა არე მარე; სახელმწიფო მიაბარა, სრულ ქვეყანა, არე- მარე; აწ სარიდანს გარდმოსცვივდა ბროლის პირს ა რე მარე, ერთობილთა დიდებულთა გარდმოჰყარეს ცრემლი მწარე.

2179. სრულ ინდონი თავადებთა შვილი ვედრა, მიაბარა; ,,მაგისია ინდოეთი, სხვას მიხვდების არვის არა; რომე ჩემსა დროს მსახურობდთ, ასრე თქვი, თუ,,არ მამკვდარა.“ აატაირა ყველაკაი, თავს იცემენ, თქვიან:,,არა“

2180. ანადირებდეთ, ასწავლეთ წაღმა- უკუღმა სროლითა, მერმე მოედანს გამართეთ ცხენთა დგინება რბოლითა; ყოვლის ზნობითა გაავსეთ, არამც თუ შინა წოლითა, ამანცა თვენა აგავსოს საქონელ მრავალ- ქოლითა.

2181. მერმე შვილსა მიაბარა ინდოეთი, ჯარი ყველა: ,,რაც მე მექნას, ამა ჯარზედ უხვად იყავ არ ერთხელა; ვაზირები ივაზირე, გაამაგრე თემი ყველა, მტერი ასრე შეგექმნების, რომე იყვნენ ტურა- მელა.“