ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

2065. წავიდეს, რაზმი დააწყეს, გზანი იარნეს რებითა; მისძახდეს ხმასა მაღალსა საყვირ- ქოს- ტაბლაკებითა; ზღვის პირს მივიდეს, დაჰკაზმეს ნავები კატარღებითა, ჩასხდეს გავიდეს დრშათა, კარგითა ალამებითა.

2066. გავიდეს და პირსა დადგეს, უთვალავი სპა იახლა; უამრავი დროშა იყო, რომ ალამი მოენახლა; ამოსწვიტენ მათთა მბრძოლთა, ყოლა ტკბილად ვინ ემზახლა, მებრძოლია ხვარაზმთ მეფე, იგი ვერსად დაესახლა.

2067. გაკრფეს ლაშქარნი ზღვისაგან და მივლენ ტარიელისა, უხარის ნახვა ძმობილთა დიდის ჰინდოთ მფლობელისა; გაგზავნეს მახარობელი:,, მოვალთ მოსწრაფე ხელისა; გვტრფიალობს ნახვა ვარდისა, აწ ახლად გაუშლელისა.”

2068. მივიდა მახარობელი, ტარიელს ჰკადრეს, აქებდეს განხდა ხმა- ზარი მოსლვისა, სიხარულსა ყოვლნი ხმობდეს; ცისკრად იკრეს ნაღარასა, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს, სამნივ ერთად შეიყარნეს, მათთა მჭვრეტთა დაადნობდეს.

2069. წინ მოეგება მტირალი პირითა მილეულითა; აღარ მთვარულად სავსითა, არ ნათლად დილეულითა, მართ ძრვითა ოდენ ცოცხალი სახითა მისეულითა; თაყვანის-სცემდის იგ გმირნი წესითა დარჩეულითა.

2070. თაყვანი- სცეს, უსალამეს, მოიკითხეს ერთმანერთი; მერმე ჰკითხეს:,, ვით არისო ლომი, გმირთა შენაერთი? მან პირ-მზემან წვრილად ბრძანა:,, სენი სჭირსო ყოლ არ -ერთი, მისის ასრე ყოფისათვის შეგვარისხეს ზედათ ღმერთი.”

2071. მოიტირს მათ ლომ - კაცთა ტარიელის სნეულება, მერმე უმძიმს ჰინდოთათვის მათ მტერთაგან ძლეულება; ტარიელის ნახვა სწრაფით უნდა, ვით არს ჩვეულება, ნახეს მჭლედ და ფერ- მიხდილად, გულსა სჭირდა დაწყლულება.

2072. ნესტან-დარეჯან ტან -სარო, პირად -მზე ვითამცა ლალი, დაღრეჯილიყო სევდითა, აწ აღარ ვითამცა ლალი, სისხლის ცრემლითა მტირალი უბნობდა ვითამც ალალი, თქვა:,, იყო ჩვენთვიოს ხვარაზმშა, მწყერთათვის ვითამც ალალი.”

2073. სისხლის ცრემლითა მტირალი ბრძანებდა არ სათუობით; ზურგი ათქს მზესა მოდრეკით, სევდა სჭირს დასანაზობით ნესტან-დარეჯან ტან -სარო არს მისით ხასიათობით, სევდა სევდასა დართვოდა ვერ მჭვრეტთა დასანათობით.

მოსვლა ავთანდილისა და ფრიდონისაგან ტარიელის შველად

2074. გამოვლნეს ზღვანი, მოვიდეს ხმელეთსა ტარიელისა; ნახეს სენთაგან დაცემით ტარიელ მსგავსი ბერისა; ორთა სენთაგან ჩიოდა მტირალი მოანბვე რისა, თქვა;,, გახდა თემი ჰინდოთა სისხლთაგან მონატბერისა.”

2075. ტარიელის ნახვისათვის მობრუნდეს და მოუჩუქნეს; ნახეს მჭლედ და ფერ- მიხდილად, ჰკადრეს, გული აუჩუქნეს; ,, ლომო, მხეო, რამ გაგხადა? - პირთა ზედა შუქნი უქნეს, აწმ ნუ გაგვა, მტერთა შენთა რისხვა ზეცით მოუბუქნეს.”

2076. ტარიელ ძმათა უჩივის:,, სენი დამერთო მტერულად; დღესა ერთსა ნადირობით მოვიდოდი მხიარულად, სმად დავჯე და ვიხარებდი, ვარდი არ ვქენ დანასრულად, მართ ანასდათ მომივიდა, სევდამ მოკლა გული სრულად.

2077. ესმა ხვარაზმთა მფლობელსა, იგი დამერთო მე ზედა; ჰინდონი ჩემნი შეებნეს, მთვარე დაბნელდა და მზე,და; ქვეყანა ჩემი ასწყვიტა, სისხლი იკითხა ჩემზედა, მე ასრე ვიყავ, მკლავთაგან ვერ მოვიხმარენ შტერზედა.

2078. სოფელო, ვისთა სისხლითა სვამ, დამწველ, გლახ, ცეცხლი ვისა და? ვის ვარდი, ია ყაყაჩოდ არა ჰგავს ნარგისისადა; მნახველნი ფიცვენ ფიცითა: წაუხმან შუქნი მზისადა, უყურეთ, მსგავსად ყვავისა ბულბული ნეხვთა ვზი,სადა?

2079. ესე თქვა და ვით ეწყინა ეს ამბავი მათ მეფეთა, ტარიელის შველისათვის არ - დამდგომთა, მოსწრაფეთა. ცრემლი სდის და აგრე ფიცვენ:,, ვადენით სისხლთა მომჩქეფეთა, ხვარამს მივალთ, მოვიხმარებთ მკლავ - მაგარნი სიალფითა.”

2080. აწ ასმათი მიეგებვის ნამსახური და დობილი; ,,მტერთა ჩვენთა ნახვა თქვენი შემშრეს თვალთა ცრემლ- ლტობილი! მათ სალამი გამოუღეს, მოიკითხეს გულ- წდობილი, შესტირნა და აუჩუქნა, აატირნა ერთობილი.

2081. კვლა მოიკითხეს ასმატი, ნამსახური და ხლებული; ღმერთსამც მადლი აქვს, არ ვნახეთ ტარიელ თვალთათ ლებული; მოვასხით, ზედ დავაყენოთ მკურნალნი ხელოვნებული, ,,ადრე ვჰკურნებთო”, იტყვიან ამას ვართ იმედებული.”

2082. ხელი ჰყვეს, გვერდსა მიუსხდეს აქიმნი შემოკრებულნი; წავლენ ფრიდონ და ავთანდილ გულითა გამეხებული; ფიცხლა ჰინდოთა აცნობეს, მოვლენ, არიან ქებულნი; მოვიდეს სპანი ჰინდოთა არ ხანსა დაყოვნებულნი.

2083. აღლუმი ვნახეთ, არ აკლდა იგ ლაშქარნი უთვალავნი; მთა და ბარი გაიტენა, მოიმატა სპანი სხვანი; ბუკსა იკრეს და ავთანდილ. ფრიდონს სძღვნიან, მოდგეს თავნი, მიდგეს, შორით უსალამეს, თქვეს, თუ:,, ვნახეთ ცათ ვარსკვლავი!”