ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

2240. ,,მხეცთა ვსვრიდი, ვერსად მორჩის ისრის ჩემის განაკრავი; საჭმლად მქონდის ნადირთ ხორცი. არ თუ თიკან, განა კრავი, მტერთ ვერ ქნიან შესაპყრობლად გზანი ჩემნი განაკრავი. მედვის გორად თვალ - გუარი, აწ წვრილ - წვრილად განაკრავი.

2241. შვილო სარიდან უჩემოდ თვალნი ცრემლითა შენამე, გულსა არ უთხრა:,, მტერთაგან ვიჯაბნე, მამხვდა შენა მე.” ჩემთ ძმობილთ ძეთა მსახურე, ეტკბე, ემდაბლე, შენ ამე, მტერთ ეპასუხე, როგორც მე. იკითხე, მექნას შენ ამე.

2242. ,,სიცოცხლესაც ბევრი მსაჯა მე სოფელმან მუხთლად მქცევმან; ბევრჯელ მარტო დაბნედილმან, არ მტერთ ომში გამომქცევმან; ხვარაზმშ შუბი შემომლეწა, თვითვე ცხენის წამომქცევმან; აწ სიკვდილმან მიძაბუნა, ჩემის სახლის დამაქცევმან.

2243. ,, სიკვდილო, რასთვის არ მამკალ, როდესაც ვიოყავ ხელია! დაბნედით მპოვა ავთანდილ, თვალთ მავლო მან სახელია; აწ ჩემი ასრე წაყვანა ან შენი რა სახელია? შემიბრალებდით, მსმენელნო, თუმცა გვერც გიახელია.

2244. სიკვდილი მწევს და მპატიჟობს, დამიწყო მისკენ ბირება; პირველ მიქადა დღეთ სიგრძე, აწ არ მითავა პირება; გავჰხედით ორნი მნათობნი, ვის ძვირად გვქონდა ღირება; ჩვენს უკან ლხინი, სიუხვე, თქვენც იცით, დაიძვირება.

2245. ის დღე გიჯობდა, დარეჯან, როს ქაჯთა ციხე ავიღე! სხივთა ელვა და ციმციმი, შუქნი მიდამო გაიღე, შენ და ასმათი შეგყარე, სულთქმა გულთაგან დაიღე, აწ მზიდე საფლავისაკენ, მივლე, საკაცე წაიღე.”

2246. ნესტან-დარეჯან ატირდა, ანდერძს დაიწყო წერება; ჩემთა მნახავთა გიმძიმდეს, რომ სუქი მამემტვერება, არ დაიშალა სოფელმან პირველიდგან ჩემი მტერება, არც მე ვშორდები ტარიელს, ვეღარვინ ვერ გვეტერება.”

2247. რა დავიბადე, გსმენიათ ჩემთ სხვითა კამკამ- კრთომანი; ზრახვასა თავი დავრიდე, მით არ მეწვია ცთომანი; ტარიელ ჩემთვის ბნდებოდა, მეც მქონდა მისი ნდომანი. ხატაველთ ომი უბრძანე, ფიცხლავ ქნა მან მიხდომანი.

2248. გამაჯვებული მოვიდა, ხელთ კოდილ იყო ომითა, რამაზ მოგვარა მეფესა ხელ- შეკრულ წინ წადგომითა; ხვარაზმშს ძე სთხოვეს საჩემქმროდ, არ ვიქმენ მე მიხდომითა, ტარიელ მოკლა ანაზდად, შეიქნა სულთა ხდომითა.

2249. მეფე გაუწყრა დას დავარს, ვინ ჩემი იყო მზრდელია; დავარ მცა, ქაჯთა ხელთ მიმცა:,, ჰქენით ჭირთ- გარდამხდელია; ნავს ჩამსვეს, რაზა დაკლიტეს, არ იყვნეს პირ- ამხდელია, ზღვის წყალსა ვსვემდი სიმწრით, მეგონა ველის ყრდელია.”

2250. ქაჯთაგან ფატმან წამგვარა, მათ გაუცუდა გრძნებანი; უსენ გატეხა საფიცი, მთვრალმან ქნა გამჟღავნებანი; მიმცეს მეფესა, გამპარავთ ქნეს ჩემი ქრთამით ნებანი; ფათმანთან მიველ, თავისა ვჰქენ ცხენით წაყვანებანი;

2251. ,, წაველ, გზაზედ დამიჭირა როშაქ, მიცნა ქალობითა; წამიყვანეს, ვერ წაუველ ცხენ-ფიცხლობის მალობითა; ქაჯთ მეფემან მკითხა:,, ვინ ხარ?- ვერ მათქმივა ძალობითა. მოვიდეს და ციხით ვიხსენ ავთანდილის წყალობითა.

2252. წამიყვანეს, ქაჯნი ჰხოცეს, ციხე შექნეს სამთავ ქცევით; ფატმან ვნახე ფრიდონისას, ვიყავ კაის ყოფა- ქცევით; ასმათ წამყვა, ქვაბნი გავლეთ, არ ვჰყვით ცრემლი განაქცევით. რა თინათინ ვნახე, მნახა, ჩვენ ვჰქნით შუქნი განაქცევით.

2253. წამოველ, მოველ ინდოეთს, მოგვშორდა საქმე მტერული; მტერნი გავაძეთ, ვიშვებდი, არ ვიყვი მე უფერული, აწ კარს მამადგა სიკვდილი, გულსა ლახვარი ძგერული. ესე სოფელი ამიჩნდა სიზმარი, ძილი მე რული.

2254. აწ თან მივსდევ მე ტარიელს სიკვდილსა და საფლავს შინა; ანდერძს გკადრებ, გვახსენებდეთ, ვინც დასდგეთ თქვენ აქ შინა თუ ჩვენ მივსდით, ესეც მიკვირს, რად თქვენ ვეღარ შეგაშინა, სული მივსცეთ წამღებელთა, გვამმა ხორცში აღგვაქშინა.

2255. ჟამმან ჩემმან უხანომან დამიბნელა თვალნი მნათი, ღაწვი ვარდი ზაფრანად ქმნა და გაცუდდა მინა, სათი, დამედარვის ვერცვინ მარტო, ვერც თუ შეკრბენ ერთგან ათი. აწ სოფელმან ჩემზე ბრუნვით მოიხმარა მისი ხლათი.

2256. აწ დავმიწდები, წახდების ღაწვი ბადახში ლალები, სანდომობა და უსული, სოფლისა ჯავარ- წყალები; მიწა დამალპობს, წამახდენს, ვარ თქვენგან შესაწყალები, მამთქმელთა ჩემთა ცრემლი სწვეთს, გული შეჰქნია სალები.

2257. სოფელს მივენდევ, მეგონა, ყოფა არ წამიხდებისა; უყურე, ახლა რა მიყო თუ ჩემზე რა მოჰხდებისა! რაცა მე მიყავ, სოფელო, იგიმც შენ გარდაგხდებისა, სულს როგორც მე მცლი გვამთაგან, ეგრემც შენ ამოგხდებისა.

2258. მივალ და მართლა არ ვიცი უცთურად წავლა გზებისა; მნახავთა ჩემთა ვის ესმის, ედების ცეცხლი გზებისა; მოაგონდების შუქ- კრთომამას, არა სხვისა მზებისა; რაღა ვიცივლო, დაგმობა სოფლისა მიზეზებისა.

სიკვდილი ტარიელისა და ცოლისა მისისა