ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

2182. ,, ვინ იცის, თუ მტერი ასტყდეს, უცხო იყოს, გინა ელი, თუ დაატყო მორევნანი, ჯარი დაეც ვითა მგელი, თვარა ფრიდონს გაუგზავნე კაცი მალი, გულ- ფიცხელი, მასვყე წამსა მოგეხმარვის, ავთანდილცა მასთან მვლელი.

2183. ,, გახსოვს ყმანო, მათ რა უყო ხვარაზმელთა მაშინა, რა! შინ ჩაუდგნენ, ამოაგდეს, მიწით ცამდი აამტვერა; ორს წელიწადს ციხეშია შეამწყვდია, შეაჯერა, ასრე მოსთხრის მტერსა შენსა, სახნისმან რომ ჰყაროს თერა.“

2184. გამოესალმა ჯარსა და სვილსა აკოცა პირსაო; ზოგნი და ზოგნი თავადნი, ახლოს რომელიც ღირსაო, ყველამ კალთასა ეხვია, იგლეჯენ წვერთ და პირსაო, ერთობით გარეთ ფგავიდნენ, ნატრობენ სიკვდილს, ჭირსაო.

2185. დაახალვათა მეფემან სადგომი, სრასა ავალსა; წევს, მარტო მოსთქვამს ანდერძსა და თავის გარდასავალსა, რაც პირვლად გარდახდომია, ბრძანებს, მართ ვითა სავალსა. ,,ავი ყოფილხარ, სოფელო, არვის დაადებ ჰავალსა.“

ანდერძი ტარიელისი, ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქვამი

2186. ,, აჰა, მოგესმნეს სოფლისასაქმენი თავით ქვენამდი! მოგვიგონენით, ყოფადნო, პირველ- ყოფილნი თქვენამდი! რა გესმნეს ძნელნი ანდერძნი, ღაწვთა ტირილით ქვე ნამდი, ყურად იხვენით,რაცა ვთქვა, მე სულთა აღმოფრთქვენამდი.

2187. ,,გხადი ყოველნო სულ- დგმულნო, ხვეწნით და მე თაყვანებით! ხილვად აწ ჩემთა საქმეთა თქვენ აქა მონაყვანებით! სული განეყვის ხორცთაგან მძლავრებით, არ წაყვანებით, მეწყალვის, ვხედავ, გლახ, მისი მოგლა და მონაყვანებით.

2188. ,, ჟამ ერთ გაუშვით ყოველი სოფლისა უბან-დაბანი, უგულებელს ყავთ ზრუნვანი, სახლი და ვანი და ბანი, მოიმკვეთანი, გაჭრანი, სიცილი, მღერა და ბანი, ისმინეთ ჩემნი ანდერძნი, ცუდია დაფ- დაბდაბანი.

2189. ,,შემომერტყენით მიდამო, მოსხედით, მომეკარენით, ზოგთა მზირ მიყავთ ერდოთა, სარკმლით და მომეკარენით, ნესტან-დარეჯან, მკოცნიდი ბაგით და მომეკარ ენით, ჯვარს ვაცმევინებ სოფელსა, ურია მამეკარენით.

2190. გულისხმა ყვენით, აღმოვსთქვამ მე თქვენსა შესაძინელსა, დასაუნჯებსა სულთასა, არ კარგვით არ საძინელსა, მღვიძრად ყოფასა სწავლასა, არ -რულსა, არ- საძინელსა, ცრემლთა ადენდით ცხელებთა, არ ყინვით ცივ- საძინელსა.

2191. მე ვიყავ მეფე ეგეთი, ვითარ მოგითხრა წერილმან, ბოლოდ დამადგა სოფელმან, ნავთმან ფისმან და წერილმან, საჭმლად მიშოვა ჭიამან, ბუზმან და ძაღლის მწერილმან, ვა თუ დაგსაჯნეს, მიჯნურნო, მამამან ამოწერილმან.

2192. ადამის თესლი სხვა ერთი მე მჯობდა ვერითა, ვერ სახით, ვერ ახოვნებით, დამეგმოს სიავე რითა! აწ მამიახლდა სიკვდილი, მამლამის თვალთა ბღვერითა, დამბღუჯა, ვერვინ გაგვყრის გაზითა, ვერცა კვერითა.

2193. ,, ნუ მიენდობით სოფელსა, საქმესა ცუდა, მუხთალთა, არვის მიგინდობს, რაძი ვინ კარგთა უყოფდეთ, უთვალთა, ბოლოდ ჟამს დაგცემს, შეგიბრკობს ფერხთა და მართ ნაკუთალთა, ყველასა ერთად მოგიყრის მის დღეჩი დანახუთალთა.

2194. ,,ესე დღე ყოვლთა ზედა აც, ქვეყანად ვინცა იშობა, მუხთალსა, ცრუსა სოფელსა სჭირს კაცთა ზედა იშობა; არ აღირიცხვის სიცქაფე მისი, ვით ზღვისა ქვიშობა, ბოლოდ ასრე იქს, ცუდია ცქნაფვა და მისგან შიშობა.

2195. ,,ყოველნი დავიხოცებით, სრულად ერთობით და რამად, მით დაგიტეობ მცნებასა, მიენდვნეთ ცუდად არ ამად: ვიტყვი მუხთალსა სოფელსა ცრუდ და მიუნდოდ, არამად, წყეულმან, ნახეთ რა მიყო ძმანი არ მაძმნა, და რამან.

2196. ,,ვერათ მორჩებით, უწყოდით, ვერ ხვეწნით, ვერ მუდარებით, ვერ- გარდახვეწით, აღფრინვით და მთათა დაბუდარებით. ციხის ციხეთა აგებით, ცათაცა დაედარებით, მაშინ მოგგონდეს ყოველი, ოდესცა ისუდარებით.

2197. აღარას გვარგებს ტირილი, სულთქმიდეს, მაშინ ახევდეს; ერთი მეორეს უჭვრეტდეს, მტირალი, ქუში ნახევდეს; სჯობს იუნჯებდეს მუნასა, აქა არ შეინახევდეს, გარეთ გასცემდეს, უხმობდეს, ატლასთა არ შინა ხევდეს.

2198. ,, თქმულ არს:,, სიკვდილი უფალ არს ხორცთა და ანაგებისა, არ ეშინიან მძლავრთაგან ნივთთა და მონაგებისა: არ შეეწყალვის ჭაბული, გლახა არ ეძაგებისა, არა ჰკვირდების თვალ- წარბი, ჰაერი ღაწვ- ბაგებისა.

2199. სოფელი ამად გვაღორებს, გვღებავს ფერად რა მინისა, ჟამად გიუხვის, რაც სთხოვი, ესე მთნავს, ესრა მინისა, ანაზდად გაგტეხს რა გკადრო ჭიქისა ან რა მინისა, ჩემსა არ ჯერ- ხართ, სახედ გიც ვისისა და რამინისა.

2200. ,, არ გაგითავდეს არავის ესე სოფელი წამიერ, ისწრაფის მუნვე მიქცევად, მოკვდავი ეს მიწა მიერ, მას ნეტარ, ვინცა სიმართლით წავიდა უბიწ ამიერ; ცუდია აქა მეფობა, სრულობით ვერ იწამიერ.