ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

2201. თქვენცა ისმინეთ მეფენო, მთავარნო და დიდებულნო, არა ძალით, თქვენით რას მქნელნო, ღმერთისგან გადიდებულნო, თვისნო, არ -თვისნო, მშვი-ნაშვნო, ძმანო და მადიდებულნო, აწ განეყავით გლახაკთა, ლარნო აქამდი დებულნო.

2202. იყვენით მართლ-მსაჯულობით, სიმართლის მიმსახველობით, ღმრთის შიშით, სჯულთა მტკიცნობით, მცნებათა დამარხველობით ქვრივთა, ობოლთა მსჯელობით, გლახაკთა გამკითხველობით. არ ბნედით, არ აშიკობით, არ გაჭრით, არ ახ ველობით.

2203. მიუნდობელო სოფელო, რას ბრუნავ, რას მუხანათობ? ოდესმე სწუხ და აბნელებ, ოდესმე არ სწუხ, ანათობ; არვის მიგვინდობ წამ ერთცა, ჟამთა არვებ, თუ ხან ათობ, დაგვწვავ კვამლურებ ბნელითა, არ ვითა ხე მუხა ნათობ.“

2204. ,, უხვაიშნოო, წყეულო, მოდი, სიკვდილო, მომკალო, მომზადენ ცელნი, მოლესენ, ჩემო, უჟამოდ მომკალო, თქვენთვის შევიქენ საჭმელად, ჭიანო, მჭადმით, მო, მკალო; ჩემი გავწელე, დავაგდე, ამ სოფლის მე დამთმომ, კალო.

2205. მოდით, მომიზღეთ, მიჯნურნო, ცრემლნი რომ ისესხენითა; მიჯნურნო, ეგზომ ტურფანი ჩემებრ სხვას ვის ესხენითა! გარდაეშალე ბროლზედა, ყორნისებრ თმის ესხენითა, აღელდი, მელნისა ტბაო, გიშრის ტყის ძირს ესხენითა.

2206. ვეღარ ვმლიქვნელობ ჩემებრივ, აშიყნო მე აწ არ ენით; თანა მამყევით, მიჯნურნო, საფლავის არე წარენით, ცრემლნი დასთხივეთ თქვენ ჩემთვის, გლახ თავნი გაიმწარენით, საფლავი სრად და საწოლად, სუდარი მიზეწარენით.

2207. აწ მშვიდობითმც არს, რომელმან სჯულ- მიდვა და მადინაო, მშვიდობით, ტურფავ მაჩიტო, მაქაო და მადინაო, სოფელმან მსგავსად წყაროსა სისხლის რუ დამადინაო, გულით მით წითობს, მომენდე, შენ არად ამადინაო.

2208. თქვენცა მშვიდობით, პატრონნო, მსაჯულნო, ჩემებრ მეფენო, სახელმწიფენო ჭურჭელნო, ოქსინოვ ქვეშე მეფენო, თავადნო, სპანო, მტერთათვის ლომებრ მბრდღვინავნო, სეფენო, ყოვლნი მტიროდით საბრალოდ, ჩემთვის ცრემლისა მჩქეფენო.

2209. თქვენცა მშვიდობით, მშობელნო, აწ ჩემთვის ჭმუნვით გასულნო, თვისნო ტომნო და ძმანო და შვილნო -ძენო და ასულნო, იარაღნო და მონანო, აწ ჩემგან სხვაგნით წასულნო, აწ მიიბარეთ, გლახ, სული, ზეცისა ძალთა დასულო.

2210. ვამე დაისხნეს კავშირნი, არ მფეთქენ მე მაჯანია, ცუდ იქმნეს მკლავნი მაგარნი, ვა მტერთა მემაჯანია! მკლავნი, რომელსა ვერ მბრძოდა იგ დევი ქაჯ- მაჯანია, გამოისალმნეს, გაუშვა ქვე- მდგომმან ხორცმან ჯანია!

2211. ,,უჩემოდ დაჭნი, ვარდო და იავო, ფერ-მკრთლად იყავ! ვით დამთმე, ლალო და ბროლო? ძოწო და სათო, რა მიყავ? კვლა იაგუნდი, ნავღელი, გატყდი და შუა გამიყავ, აწ მარგალიტი მჭირვალო, ნუ მტირ და ბაგე დაიყავ!

2212. ჩემი გარდახდა სურვილო, რას გარგებს, რაზომც ინანო! და მიადინეთ სისხლის რუ, გაწკრით, ვარდნო და მინანო! ჩემთანა ცისა მნათობნო, რანო და ანუ ვინანო, მზე მზეთა მოჰკვე მტიროდეთ, გულნო, კლდენო და რკინანო!

2213. აწ ეს ვითხოვო ღმრთისაგან, სააჯოდ დიდად ძნელია, სადა არს ჩემი სავანე, მუნ განმინათლოს ბნელია, მისთა ელვათა მაკრთობდეს, არ მცხინვარე ყოს, ნელია. ანგელოზთ თანა ვფრინვიდე ვადიდო ჩემი მხსნელია.

2214. სული, რომელი აწ ჩემგან ჩანს უტყვად დანასულები მუნ დაამკვიდროს, სადაცა ჰყვანან მართალთა სულები, შორს ქმნას ნაწილსა, რომელთა არს დამზრალ - დანასულები, რომელსა თიკნად უწოდენ, არს მარცხნით წანასულები.

2215. ამ სააჯოსა ღმრთისაგან კვლა ვეღარ ვითხოვ აროსა; გლახ, სულსა დახსნას ბნელი და ნათლისა გზასა აროსა, მართალთა თანა შეჰრაცხოს, ზრდიდეს მართ ვითა საროსა, ედემს ბუნაგი აღუგოს, სამოთხეს დაამყაროსა.

2216. აწ განიხვენით სატირლად, ტურფა რაც გვქონან ახლებნი, ოთაღნო მსგავსნი ედემთა, კარავნი ნაჭრნი, ნახლებნი, თავთა იცემდეთ მხარ- დახრით მონანი ჩევნნი ნახლებნი, ჩვენ დაგვმარხენით, შთაიცვით, წახვიდეთ რა შინა ხლებნი.

2217. ესე წესია სოფლისა, საბჭოდ მცალს არ აწ ამისად, ამად არ გეტყვი, მიენდვნეთ არცა ერთისა წამისად, უწყალოდ ცვალის ჰაერი ტურფისა თვალ- წამწამისად, ბოლოდ უმუხთლოდ ვერ მორჩი, თუ თავიც წააწამისად.

2218. ესე ისმინეთ ყოველთა დიდმან, მცირემან, მონამან.” თვით არ გეწიოს, რაც ავი სთქვა სხვათა დანაგმონამან, დარეჯანს ესმა ანდერძი, სრულყპ არ დანაბრკონამან, არე ვარდისა მელნის ტბამ აღელდა, მორწყო, მონამან.”

2219. ანდერძი სრულ ყო, გარდახდა,ენავ დაიყავ პირო, და. ნესტან-დარეჯან მოსთქვმიდა, სისხლის ცრემლითა ტიროდა; იგიცა მოკვდა, არა თქვა:,, სიცოცხლე დავაპირო და.” შვილნი ტიროდეს, შეიქმნა გლოვა, არ სტვირი ყვიროდა.

2220. ჰგვანდეს დაბნელდეს თუ მზენი ან ერთგან ორნი მთვარენი; დიოდა მსგავსად ნილოსა მუნ ცრემლნი მონაღვარენი, ვნახე და დავჰკრთი სოფელსა და თავნი სხვაგნით ვარენი, ვთქვი, თუ ;,, მივენდო ღმერთსა და ბრალინმცა აღუარენი.”