... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

177. ყოვლთა ჰკადრეს თუცა ყოფა, ჩვენ უმისოდ გვეარმისცა უშენოსა საჯდომი და, ტახტი მისი ვისმცა მისცა განაღამცა გმორჩილობდეთ, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის სცა

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა

178. ამსაქმესა მემოწმების, დიონოსი ბრძენი ეზროს საბრალოა ოდეს ვარდი, დაეთრთვილოს დაცაეზროს ვის ბადახში არა გვანდეს, და ლერწამი ტანად ეზროს იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს

179. ავთანდილ იგი მინდორი, ოთხახმით გარდაიარა დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა მაგრა მის მზისა გაყრამან, სიცოცხლე გაუზიარა თქვა თუ მე მასმცა ვიახლე, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა

180. ახალმან ფიფქმან დათრთვილა, ვარდი დათოვა დანასა მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა თქვის ჭირი ჩემი სოფელმან, ოთხმოცდაათი ანასა მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა ბარბითსა და ნასა

181. ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო, ამად არდია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა, საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა

182. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა, სდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და, მკლავი სადებლად თავისად თქვის საყვარელო მოგშორდი, გული შენ დაგრჩა ა ვისად შენთვის სიკუდილი მეყოფის, ლხინად ჩემისა თავისად

183. ყოვლი პირი ქვეყანისა, მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე, არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბვისა, მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამა შიგან წელიწადი, სამი სამ თვედ მიიყა

184. მიხვდა რასმე ქვეყანასა, უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს, არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა, საყვარელსა მასვე მისსა

185. მას მიხვდა წევრი სადგურად, მაღლისა მთისა დიდისა გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი სდის, არად სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა, ნაპირი წყლისა კიდისა

186. ზედ წაადგა შეექცევის, დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა, ამად სულთქვამს ამად იშობს ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს, კულა ამისთვის გულმოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს

187. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად თქვა თუ დავბრუნდე ეზომი, ხანი რად დავჰყავ მე ველად ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვსცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

188. თუ არ დავბრუნდე საძებრად, დავჰყვნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე, ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიხვდა ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა, საქმენი დასაგვანანი

189. უამბოს ჩემი სიკუდილი, თჳთ ჩემგან დავედრებული მათ შექნან გლოვა ტირილი, ჰქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული ამას იგონებს ტირილით, გონებაშეიწრებული

190. იტყვის ღმერთო სამართალნი, შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ეზომნი სიარულნი, კიდე რად გლახ გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი, აღფხვრენ ჭირნი დაუბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათ სოდეს დავიყუდენ

191. კულავცა იტყვის დათმობა სჯობს, და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის, არსაქმნელი არ იქმნების

192. თავს უთხრა მოჰკვე გიჯობს, სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის მზისა ანბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიჰყვების, ტყის პირსა შამბნარწყლიანსა

193. ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი, ერთობ სრულად მომივლიან მაგრა საქმე იმ კაცისა, ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან

194. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია გაჰსცუდებოდეს მკლავნი, და მისნი სიამაყენია ბროლისა ველსა სტურფობდეს, გიშრისა მუნ საყენია

195. მობრუნება დააპირა, სულთქნა მერმე ივაგლახა თვესა ერთსა სულიერი, კაცი არსად არ ენახა მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა მჴეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა