... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

256. ეგრე უთხრა ამხანაგო, იყავ მანდა მომიცადე წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო თუმცა ამოგზიდე მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე შემოჰყივლა არ გელოდე, სად გაგექცე სად წავიდე

257. აწ დაო შენთა ჴელისაა, ჩემი საბელი ყელისა სხვად უღონოა უშენოდ, ჩემგან აბყრობა ხელისა რასაცა მიზამ შენ იცი, შენ ხარ წამალი ლხენისა თვარა ვისმც ექმნა გვარლითა, შეკვრა თავისა მრთელისა

258. ქალმან უთხრა მამეწონა, ყმაო შენი ნაუბარი ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე ბრძენთა საქებარი ხარ ვინათგან აქანამდის, მაგა ჭირთა დამთმობარი რაცა გითხრა მამისმინე, გიპოვნია საძებარი

259. იმა მოყმისა ამბავი, არსად არა იპოვების თვით თუ არ გითხრობს არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების მოილოდინე მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების დადუმდი ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების

260. გითხრა თუ ცოდნა გწადიან, ჩვენისა შენ სახელისა ტარიელ არის სახელი, იმა მოყმისა ხელისა მე ასმათ მქვიან რომელსა, წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა

261. ამის მეტსა ვერას გითხრობ, მე სიტყვასა ამისთანსა ისი მინდორს არონინებს, ტანსა მჭევრსა მემაჯანსა ვსჭამ გლახ მარტო ნადირისა, მისგან ხორცსა მონატანსა აწვე მოვა არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა

262. ამას გვედრებ მოიცადო, თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს შევეხვეწო, ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო თვით გიანბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო

263. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა დართო ნება ამა ზედან მოიხედნეს, ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული, ნახეს შუქთა მოფინება უკურიდეს აღარა ჰქმნეს, მუნ ხანისა დაყოვნება

264. ქალმან უთხრა ყმაო ღმერთმან, მოგცა ჟამად რაცა გინა მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა იმა ყმისა მეუნებლე, ჴორციელი არავინა თუ ვითა რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა

265. ავთანდილ ქვაბსა დამალა, ქალმან დამალვით მალითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ჰშვენოდა კაპარჭხრმალითა ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ჭვრეტითა იდუმალითა

266. ამარტის ფერად შესცვალა, ბროლი ცრემლისა ბანამან დიდხან იტირეს ყმამან და, მან ქალმან შაოსანამან შეხსნა შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან დადუმდეს ცრემლნი მოჰკვეთნა, შავმან გიშრისა დანამან

267. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო, ვეფხის ტყავისა ნატები მას ზედა დაჯდა იგი ყმა სულთქვამს ჭირმონამატები სისხლისა ცრემლსა გავწნაო, შუა გიშრისა სატები

268. მან ქალმან ხელყო კვესითა, გზება ცეცხლისა ნელისა ეგონა ჭამა ჴორცისა, შემწვრისა შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა, ქნაა საქმისა ძნელისა ძალი არ ჰქონდა დაუწყო, გამოყრა უცოხნელისა

269. ცოტად მიწვა მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი შეკრთა დიდნი დაიზახნა ,წამოიჭრა ვითა რეტი იზახდის და წამწამ იკრის, გულსა ლოდი თავსა კეტი ცალკერძ ზის და პირსა იჴოკს, ქალი მისი შენამჭვრეტი

270. რად დაბრუნდი მოახსენა, მითხარ რაცა წაგეკიდა მან უბრძანა მონადირე, მეფე ვინმე გარდმეკიდა ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი და

271. სევდა მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს წავალ ხვალე

272. ქალსა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, ასნაკეცნი ბევრისბევრად მოახსენა მჴეცთა თანა, იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ, საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

273. ყოვლი პირი ქვეყანისა, ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად, შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია

274. უბრძანა დაო ეგეა, მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად, წამალი ამა წყლულისა ვის ძალუც პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა

275. ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა, რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი, თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი, დავო მივის არასადა