... (პარიზული ხელნაწერი 12), 1811 წ.

296. აწ ვაშად მოხვე მეამა, ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მზგავსი გმირისა მაგრა გარჯილხარ არა ხარ, გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა, ღმრთივ ზეცით განაწირისა

297. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ, საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ, ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი, ეგზომთა ცრემლთა დენისა

298. ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური, იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა შენ გეახლო სიკვდილამდე, ამის მეტი არა მინდა

299. ტარიელ უთხრა მე შენი, გული აწ მემხურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად, შენ ჩემი რა გევალების მაგრა წესია მიჯნური, მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების

300. წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად ღმერთმან ქნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყჳ დამწვავს ცეცხლი, ცხელი შემიქს ალად მურად

301. ამას დაყმუნდა ტარიელ, დამწვარი დაალებული ასმათს უბრძანა მას აქათ, შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო, არს ლები ესე ლებული კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული

302. კაცმან ვით პოვოს ღმერთისაგან, რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი საჴმილმან, აწ ასრე დანაბა დია კვლა გზასა მიკრავს მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია

303. მაგრა ღმერთმან მოწყალემან, მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება, დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეჰყრის მოყვარულთა, ჩემით რათმე მიზეზითა კვლავ ნუთუმცა სრულად დამწვა, ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

304. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან, ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთვის სიკვდილსა და, ჭირსა თავი არ დარიდოს ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიანბობ, რაღა გინდა წამეკიდოს

305. ასმათს უთხრა მოდი მოჯე, თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო დამიტირო, სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე

306. ღილჩახსნილი საამბობლად, დაჯდა მხარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბროდ, მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქნა დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა

307. მოთქვამს ჰაი საყვარელო, ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო, გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი, ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილსა უამბო პირველი

308. ისმენდი მიეც გონება, ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა, ვისთა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ხელმქმნის მოველი, მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა

309. ჰინდოეთს შვიდთა მეფეთა, ყოვლი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს, ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე რაზმთა მწყობელი

310. მამა ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის, საწუთროგაუმწარავი

311. ხალვა მოსძულდა შეექმნა, გულს კაეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთაგან, ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა, ფარსადანს შევეწყნარები

312. ფარსადანს წინა დაასკვნა, გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა, ჰინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე, მეცა ვცნა ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა, ერთგულად ნამსახურისა

313. ფარსადან შექმნა ზეიმი, ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღმერთსა მადლობა, შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ჰქენ მეფემან, ჩემებრ ჰინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასრე პატივ გცე, ვითა მამამან და მშობელმან

314. ერთი სამეფო საკარგყმო, უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ჰინდოეთს, აქვს ამირსპასალარობა მეფე რა დაჯდეს არა სჭირს, ჴელისა მიუმცდარობა სხვად პატრონია მართ ოდენ, არა აქვს კეისარობა