... (Q-1082), XVII ს.

39. თუცა: ქალია: ჴელმწიფედ: მართ: ღ~თისა: დანაბადია: ვერ: გათნევთ: იცის: მეფობა: უთქვენოდ: გვითქვამს: კვლა: დია: შუქთა: მისთაებრ: საქმეცა: მისი: მზებრ: განაცხადია: ლეკუი: ლომისა: სწორია: ძუ: იყოს: თუნდა: ხვადია:

40. ავთანდილ: იყო: სპასპეტი: ძე: ამირსპასალარისა: საროსა: მჯობი: ნაზარდი: მგზავსი: მზისა: და: მთუარისა: ჯერთ: უწვერული: სადარო: ბროლმინა: საცნობარისა: მას: თინათინის: გონება: ჰკლევდის: წამწამთა: ჯარისა:

41. გულსა: მისსა: მიჯნურობა: მისი: ჰქონდა: დამალულად: რა: მოშორდის: ვერა: მჭურეტმან: ვარდი: შექნის: გულნაკლულად: ნახის: ცეცხლი: გაუახლდის: წყლული: გაჴდის: უფრო: წყლულად: საბრალოა: სიყუარული: კაცსა: შეიქს: გულნაკლულად:

42. რა: მეფედ: დასუმა: მეფემან: ბრძანა: მისისა: ქალისა: ავთანდილს: მიხვდა: სიამე: ვსება: სჭირს: მისო: ქალისა: თქუა: ზედაზედა: მამხვდების: ნახვა: მის: ბროლფიქალისა: ნუთუ: ვითვჰპოო: წამალი: მე: ჩემი: ფერგამქრქალისა:

43. არაბეთს: გასცა: ბრძანება: დიდმან: არაბთა: მფლობელმან: თინათინ: ჩემი: ჴელმწიფედ: დავსიი: მე: მისმან: მშობელმან: მან: გაანათლნეს: ყოველნი: ვით: მზემან: მანათობელმან: მოდით: და: ნახეთ: ყოველმან: შემსხმელმან: შემამკობელმან:

44. ავთანდილს: მისით: შორს: ყოფით: შეეკრა: თუალნი: ბლეტითა: იამა: ქალის: მეფობა: სიხარულითა: მეტითა: იტყუის: ხანდახან: საუბრად: მივალ: გულითა: რეტითა: კვლავზედაზედა: შევხედავ: ვალხინებ: თუალთა: ჭურეტითა:

45. მოვიდეს: სრულნი: არაბნი: ჯარი: განმრავლდა: ხასისა: ავთანდილ: პირმზე: სპასპეტი: ლაშქრისა: ბევრათასისა: ვაზირი: სოგრატ: მოახლე: მეფისა: დასთა: დასისა: მათ: რომე: დადგეს: საჯდომი: თქუეს: უთქმელია: ფასისა:

46. ადეგ: როსტან: შენსა: მზესა: ჴელით: ჴელსა: მოეკიდე: მის: საბოძურის: მისათუალვად: მიზიდავს: და: მიჰყავს: კიდე: დავბერდი: და: დავძაბუნდი: მე: დღეთავე: ჩემსა: ვსთულიდე: რაც: შევსცოდე: შემოქმედსა: ვიტირო: და: ვინანიდე:

47. თინათინ: მიჰყავს: მამასა: პირითა: მით: ნათელითა: დასვა: და: თავსა: გუირგვინი: დასდგა: თავისა: ჴელითა: მისცა: სკიპტრა: და: შემოსა: მეფეთა: სამოსელითა: ქალი: მზებრ: სჭურეტს: ყოველთა: ცნობითა: ბრძნად: მხედველითა:

48. უკუდგეს: და: თაყვანი: სცეს: მეფემან: და: მისთა: სპათა: დალოცეს: და: მეფედ: დასუეს: ქება: უთხრეს: სხვაგნით: სხუათა: ბუკსა: ჰკრეს: და: წინწილანი: დაატკბობდეს: მათთა: ჴმათა: ქალი: ტირს: და: ცრემლთა: აფრქვევს: ხრის: ყორნისა: ბოლოფრთათა:

49. მამისა: ტახტსა: საჯდომად: თავი: არ: ეღირსებოდა: ამად: ტირს: ბაღი: ვარდისა: ცრემლითა: აივსებოდა: მეფე: სწურნთის: მამა: ყოველთა: ძისაგან: ითავსებოდა: ამისად: ქმნამდის: დამწველი: ცეცხლი: არ: დამევსებოდა:

50. უბრძანა: ნუ: სტირ: ასულო: ისმინე: ჩემი: თხრობილი: დღეს: შენ: ხარ: მეფე: არაბეთს: ჩემგან: ჴელმწიფედ: ჴმობილი: აქათგან: ესე: სამეფო: მართ: შენია: მინდობილი: ხარმცა: ბრძნად: მქმნელი: საქმისა: იყავ: წყნარი: და: ცნობილი:

51. ვარდთა: და: ნეხუთა: ვინათგან: მზე: სწორად: მოეფინების: დიდთა: და: წვრილთა: წყალობა: შენცა: ნუ: მოგეწყინების: უხვი: ახსნილსა: დააბამს: იგი: თვით: ების: ვინ: ების: უხვად: გასცემდი: ზღვასაცა: შესდის: და: გაედინების:

52. მეფეთა: შიგან: სიუხვე: ვითალვა: ედემსრგულია: უხუსა: მორჩილობს: ყოველი: იგინიც: ვინ: ორგულია: სმაჭამა: დიდად: შესარგი: დება: რა: სავარგულია: რასაცა: გასცემ: ჩვენია: რას: არა: დაკარგულია:

53. ამა: მამისა: სწავლასა: ქალი: ბრძნად: მოისმინებდა: ყურსა: უპყრობდა: ისმენდა: წვრთასა: არ: მოიწყინებდა: მეფე: სმასა: და: მღერასა: იქს: მეტად: მოილხინებდა: თინათინ: მზესა: სწუნობდა: მაგრამმზე: თინათინებდა:

აქა როსტევან მეფემან თავისი ქალი თინათინ გააჴელმწიფა:

54. მოიხმო: მისი: გამზრდელი: ერთგული: ნაერთგულევი: უბრძანა: ჩემი: საჭურჭლე: შენგან: დანაბეჭდულევი: მამართვი: ჩემი: ყოველიჩემი: ნაუფლისწულევი: მოიღეს: გასცა: უზომო: უანგარიშო: ულევი:

55. მას: დღე: გასცემს: ყველაკასა: სივაჟისა: მოგებულსა: რომე: სრულად: ამოავსებს: მცირესა: და: დიდებულსა: მერმე: ბრძანა: ვიქსაქმესა: მამისაგან: სწავლებულსა: ჩემსა: ნუვინ: ნუ: დამალავთ: საჭურჭლესა: დადებულსა:

56. უბრძანა: წადით: გახსენით: რაცა: სად: საჭურჭლენია: ამილახორნო: მოასხით: რემა: ჯოგი: და: ცხენია: მოიღეს: გასცესუზომო: სიუხვე: არ: მოსწყენია: ლარსა: ხვეტდიან: ლაშქარნი: მართ: ვითა: მეკობრენია:

57. ალაფობდეს: საჭურჭლესა: მისსა: ვითა: ნათურქალსა: მას: ტაიჭსა: არაბულსა: ქუენაბამსა: ნასუქალსა: რომეგვანდა: სიუხვითა: ბუქსა: ზეცით: ნაბუქალსა: რა: დაარჩენს: ცალიერსა: არ: ყმასა: და: არცა: ქალსა: