... (Q-1082), XVII ს.

77. ორთავე: ერთგან: მოკლული: ყუელაი: ათჯერ: ოცია: მაგრა: ავთანდილს: ოცითა: უფროსი: დაუჴოცია: არ: დასცთენია: ერთიცა: რაც: ოდენ: შეუტყორცია: თქუენი: მრავალი: მიწითა: დასურილი: გაგუიჴოცია:

აქა როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა და ნაძლევზე სროლა:

78. მეფესა: ესე: ამბავი: უჩნს: ვითა: მღერა: ნარდისა: უხარის: ეგრე: სიკეთე: მისისა: განაზარდისა: აქუსმიჯნურობა: ამისი: ვითა: ბულბულსა: ვარდისა: სიცილით: ლაღობს: მიეცა: გულით: ამოსლვა: დარდისა:

79. იგი: ორნივე: საგრილად: გარდაჴდეს: ძირსა: ხეთასა: ლაშქართა: შექნეს: მოდენა: მოდგეს: უფროსი: ბზეთასა: ახლოს: უდგს: მონა: თორმეტი: უმჴნესი: სხვათა: მხნეთასა: თამაშობდეს: და: უჭვრეტდეს: წყალსა: და: პირსა: ტყეთასა:

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა:

80. ნახეს: უცხო: მოყმე: ვინმე: ჯდა: მტირალი: წყლისა: პირსა: შავი: ცხენი: სადავითა: ჰყავს: ლომსა: და: ვითა: გმირსა: ხშირად: ესხა: მარგალიტი: ლაგამაბჯარუნაგირსა: ცრემლთათ: ვარდი: დაეთრთვილა: გულსა: მდუღრად: ანატირსა:

81. მას: ტანსა: კაბა: ემოსა: გარეთმა: ვეფჴის: ტყავისა: ვეფხის: ტყავისა: ქუდივე: იყო: სარქმელადთავისა: ჴელთა: ნაჭედი: მათრაჴი: ჰქონდა: უსხოსი: მკლავისა: ნახეს: და: ნახუა: მოუნდა: უცხოსა: სანახავისა:

82. მეფემან: ბრძანა: ვინ: არის: უცხო: პირად: და: ტანადო: უბრძანა: ერთსა: მონასა: წადი: ფიცხლად: და: ჯანადო: გიბრძანებს: უთხარ: ვერ: გიცნობ: ჩემთა: ლაშქართა: თანადო: ვინცა: ხარ: მოდი: წინაშე: შენ: ჩვენგან: მონაყუანადო:

83. მივიდა: მონა: საუბრად: მის: ყმისა: გულმდუღარისად: თავჩამოგდებით: მტირლისა: არ: ჭურეტით: მოლიზღარისად: მუნვე: წვიმს: წვიმა: ბროლისა: ჰგია: გიშრისა: ღარი: სად: ახლოს: მივიდა: მოსცილდა: სიტყუისა: თქმად: აღარისად:

84. ვერა: ჰკადრა: საუბარი: მონა: მეტად: შეუზარდა: დიდხან: უჭვრეტს: გაკვირვებით: თუცა: გული: გაუმაგრდა: მოახსენა: გიბრძანებსო: ახლოს: მიდგა: დაუწყნარდა: იგი: ტირს: და: არა: ესმის: მისგან: გაუუმეცარდა:

85. მის: მონისა: არა: ესმა: სიტყუა: არცა: ნაუბარი: მათ: ლაშქართა: ძახილისა: იყო: ერთობ: უგრძნობარი: უცხოდ: რადმე: ამოსკუნოდა: გული: ცეცხლთა: ნადებარი: ცრემლსა: სისხლი: ერეოდა: გასდის: ვითა: ნაგუბარი:

86. სხვაგან: ქნის: მისი: გონება: მისმან: თავისა: წონამან: ესე: მეფისა: ბრძანება: ერთხელ: კულა: ჰკადრა: მონამან: არცა: დააგდო: ტირილი: არცა: რა: გაუგონა: მან: არცა: გაჴლიჩა: ბაგეთათ: თავი: ვარდისა: კონამან:

87. რა: პასუხი: არა: გასცა: მონა: გარე: შემობრუნდა: როსტანს: ჰკადრა: შემიტყვია: იმას: თქუენი: არა: უნდა: თვალნი: მზეებრ: გამირეტდეს: გული: მეტად: შემიძრწუნდა: ვერ: ვასმინე: საუბარი: მით: დავჰყოვნე: ხანი: მუნ: და:

88. მეფე: გაჰკუირდა: გაცაწყრა: გული: უც: მისთვის: მწყრომარე: გაგზავნა: მონა: თორმეტი: მისი: წინაშე: მდგომარე: უბრძანა: ჴელთა: აიღეთ: აბჯარი: თქუენ: საომარე: მიდით: და: აქა: მომგვარეთ: ვინ: არის: იქი: მჯდომარე:

89. მონანი: მიდგეს: მივიდეს: გაჰჴდა: აბჯრისა: ჩხარია: მაშინღა: შეჰკრთა: იგი: ყმა: ტირს: მეტად: გულმდუღარია: თვალნი: მოარნა: ყოველგან: ნახა: ლაშქართა: ჯარია: ერთხელ: ესე: თქვა: ვაიმეო: სხვად: არას: მოუბარია:

90. თვალთა: ჴელი: უკუივლო: ცრემლნი: ცხელნი: მოიწურნა: ჴმალკაპარჭი: მოიმარჯვა: მკლავნი: გაიმამაცურნა: ცხენსა: შეჯდა: მონათამცა: საუბარნი: რად: იყურნა სხვასა: მჴარსა: გაემართა: მათი: ჭირი: არ: გაჰკურნა:

91. მონათა: ჴელი: გამართეს: მის: ყმისა: შესაპყრობელად: მანგლახიგინიდაჴოცნა: თავსა: ჴელაუპყრობელად ჰკრა: ერთმანერთსა: დაჴოცნამტერთაცა: საწყალობელად: ზოგსამათრაჴი: გადაჰკრის: მკერდამდის: გასაპობელად:

92. მეფე: გასწყრა: გაგულისდა: ლაშქარნიცა: შეუზახნა: მან: მდევართა: მიწევნამდის: არ: უჭვრიტა: არცა: ნახნა: რაზომიცა: მიეწივნეს: ყოვლნი: მკუდართა: დაასახნა: კაცნი: კაცსა: შემოსტყოცნა: როსტან: ამად: ივაგლახნა:

93. შესხდეს: მეფე: და: ავთანდილ: მის: ყმისა: მისაწეველად: იგი: ლაღი: და: წყლიანიმივა: ტანისა: მრხეველად: ტაიჭი: მიუთქსმერანიმიეფინების: მზე: ველად: შეიგნა: მისულა: მეფისა: მისად: უკანა: მდეველად:

94. რა: ცნა: მეფე: მოვიდაო: ჰკრა: მათრაჴი: მისსა: ცხენსა: მასვე: წამსა: დაიკარგა: არ: უნახავს: თვალსა: ჩუენსა გვანდა: ქუესკნელს: ჩაძრომილსა: ანუ: ზეცად: ანაფრენსა: ეძებდეს: და: ვერ: ჰპოებდეს: კუალსა: მისგან: წანარბენსა: