... (Q-1082), XVII ს.

58. მის: ჯარისა: სიხარული: მე: გიამბო: ამად: კიდე: რა: გარდაჴდა: ოდენ: ჭამა: ჴელმწიფემან: თავი: ჰკიდა: ავთანდილ: და: სოგრატ: ჰკუირან: ნეტარ: რა: ვთქუათ: წაეკიდა: საჭურჭლეთა: გარდაგება: დაუმძიმდა: მეტად: კიდა:

59. დღე: ერთ: გარდაჴდა: პურობა: სმაჭამა: იყო: ხილობა: ნადიმად: მჯდომთა: ლაშქართა: მუნ: დიდი: შემოყრილობა: მეფემან: თავი: დაჰკიდა: და: ჰქონდა: დაღრეჯილობა: ნეტარ: რა: უმძიმს: რა: სჭირსო: შექნეს: ამისი: ცილობა:

60. თავსა: ზის: პირმზე: ავთანდილ: მჭურეტთაგან: მოსანდომია: სპათა: სპასპეტი: ჩაუქი: ვითა: ვეფჴი: და: ლომია: [....]რი: ბერი: სოგრატი: თვით: მასთანავე: მჯდომია: თქუეს: თუ: რა: უმძიმს: მეფესა: ანუ: რად: ფერი: ჰკრთომია:

61. თქუეს: თუ: მეფე: ცუდსა: რასმე: გონებასა: ჩავარდნილა: თვარა: აქა: სამძიმარი: მათი: ყოლეარა: ქნილა: ავთანდილ: თქუა: სოგრატ: ვკითხოთ: გვითხრას: რამცა: შეგვეცილა: ვჰკადროთ: რამე: სალაღობო: რასათვისმცა: გაგვაწბილა:

როსტევან მეფისაგან მოწყენით ყოფა და სიგრატისა და ავთანდილისაგან კითხვა:

62. მიწაცა: თქვენი: ავთანდილ: თქვენს: წინა: მშვილდოსანია: ნაძლევი: დავდვათ: მოვასხნეთ: მოწმად: თქვენივე: ყმანია: მოასპარეზედ: ვინ: მგავსო: ცუდიღა: უკუთქმანია: გარდამწყუედელი: მისიცა: ბურთი: და: მაედანია:

63. მეფე: ლაღი: და: წყლიანი: გამხიარულდა: მეტადრე: სიცილით: უთხრა: ავთანდილს: შვილად: გაგზარდემით: შემეკადრე: იცი: არ: ვიწყენ: გაზრდილომით: შემომიხველზედადრე: თუ: არ: გასწბილდე: მაჯობო: ბედი: გეყოფის: ბედადრე:

64. მე: არ: შეგარჩენ: შენ: ჩემსა: მაგისა: დაცილებასა: ბრძანე: ვისროლოთ: ნუ: ვიქთო: შედრეკილობაკლებასა: კარგთა: კაცთასა: ვიქმოდეთ: მოწმად: ჩვენთანა: ხლებასა: მერმე: გამოჩნდეს: მაედანს: ვისძი: უთხრობდენ: ქებასა:

65. ავთანდილცა: დამორჩილდა: საუბარი: გარდაწყვიდეს: იცინობდეს: ყმაწვილობდეს: საყუარლად: და: კარგად: ზმიდეს: ნაძლევიცა: გააჩინეს: ამა: პირსა: დაასკვნიდეს: ვინცა: იყოს: უარესი: თავშიშველი: სამ: დღე: ვლიდეს:

66. კვლავბრძანეს: მონა: თორმეტი: შევსხათ: ჩვენთანა: მარებლად: თორმეტი: ჩემად: ისრისა: მომრთმევლად: მოსაჴმარებლად ერთია: ესე: შერმადინ: არს: მათად: დასადარებლად ნასროლ: ნაკრავსა: დასთულიდენ: უტყუვრად: მიუმცდარებლად:

67. მონადირეთა: უბრძანა: მინდორნი: მოიარენით: დაცევითჯოგი: მრავალთა: თავნი: ამისთვის: არენით: ლაშქარნი: სამზოდ: აწვივნეს: მოდით: და: მოიჯარენით: გაჰყარეს: სმა: და: ნადიმი: მუნ: ამაოდ: გავიხარენით:

68. დილასა: ადრე: მოვიდა: იგი: ნაზარდი: სოსანი: ძოწეულითა: მოსილი: პირად: ბროლბალახშოსანი: პიროქრო: რიდე: ეხვია: შვენოდა: ქარქაშოსანი: მეფესა: გასულად: აწვევდა: მოდგა: თეთრტაიჭოსანი:

69. შეეკაზმა: მეფე: შეჯდა: ნადირობას: გამოვიდეს: მრგულივ: მინდორსა: მოსდგომოდეს: ალყადგარე: შემოჰკრვიდეს: ზეიმი: და: ზარი: იყო: სპანი: ველთა: დაჰფარვიდეს: ნაძლევისა: მათისათვის: ისროდეს: და: ერთგან: სრვიდეს:

70. უბრძანა: მონა: თორმეტი: მოდით: ჩუენთანა: ვლიდითა: მშვილდსახელფიცხელსა: მოგუცემდით: ისარსა: მოგვართმიდითა: ნაკრავსა: შეადარებდით: ნასროლსა: დაცასთულიდითა: დაიწყო: მოსლვა: ნადირმან: ყოვლთა: მინდორთა: კიდითა:

71. მოვიდა: ჯოგი: ნადირთა: ანგარიშმიუხდომელი: ირემი: თხა: და: კანჯარი: ქურციკი: მაღლა: მხლდომელი: მას: პატრონყმანი: გაუჴდეს: ჭურეტადმცა: სჯობდა: რომელი: აჰა: მშვილდი: და: ისარი: და: მკლავი: დაუშრომელი:

72. ცხენთა: მათთა: ნატერფალნი: მზესა: შუქთა: წაუხმიდეს: მიჰჴოცდეს: და: მიისროდეს: მინდორს: სისხლთა: მიასხმიდეს: რა: ისარნი: დაელივის: მონანიყე: მოართმიდეს: მჴეცნიმათგან: დაკოდილნი: წაღმა: ბიჯსავერ: წასდგმიდეს:

73. იგი: ველი: გაირბინეს: ჯოგი: წინა: შემოისხეს: დაჰჴოცეს: და: ამოწყვიდეს: ცათა: ღ~თი: შეარისხეს: ველნი: წითლად: შეეღებნეს: ნადირთაგან: სისხლი: ისხეს: ავთანდილის: შემხედველთა: გავსო: ალვას: ედემს: ის: ხეს:

74. იგი: მინდორი: დალივეს: მართ: მათგან: განარბენია: მინდორსა: იქით: წყალი: დის: და: წყლისა: პირსა: კლდენია: ნადირნი: ტყესა: შეესწრნეს: სადა: ვერა: რბის: ცხენია: იგიმაშურალნიორნივემოსწყდეს: რაზომცა: მჴნენია:

75. ერთმანერთსა: თუ: მე: გჯობო: სიცილით: ეუბნებოდეს: [..................]ობდეს: იქით: და: აქათ: დგებოდეს: მერმე: მოვიდეს: მონანი: რომელნი: უკან: ჰყუებოდეს: უბრძანა: თქუითო: მართალი: ჩვენ: თქვენგან: არ: გეთნებოდეს:

76. მონათა: ჰკადრეს: მართალსა: გკადრებთ: და: ნუ: გემცდარებით: მეფეო: ყოლავერ: ვიტყუით: შენსა: მაგისა: დარებით: აწვეცა: დაგუჴოცთვერა: ჰგავვერათ: ვერ: მოგეჴმარებით: ვისგან: ნაკრავნი: გვინახავნ: მხეცნი: ვერ: წაღმა: წარებით: