... (H-461), XVIII ს.

1950. უჩემოდ჻ დაჭკნი჻ ვარდნო჻ და჻ იავ჻ ფერთა჻ მკრთითა჻ იყავ჻ ვით჻ დაგთმევ჻ ლალო჻ და჻ ბროლო჻ ძოწო჻ და჻ სათო჻ რა჻ მიყავ჻ კვლავ჻ იაგუნდი჻ ნაღველი჻ გატყდი჻ და჻ შუავ჻ გაიყავ჻ მარგალიტო჻ და჻ მორჭმულო჻ ნუ჻ მტირ჻ და჻ ბაგე჻ დამიყავ჻

1951. ჩემი჻ გარდაჴდა჻ სურვილო჻ რას჻ გვარგებს჻ რაზომ჻ ვინანო჻ მოდენით჻ სისხლისა჻ რუი჻ გარ჻ წურთუნის჻ ვარდნო჻ და჻ მინანო჻ ჩემთანა჻ ცისა჻ მნათობნი჻ რანო჻ და჻ ანუ჻ ვინანო჻ მზე჻ მზეთა჻ მოვჰკუდე჻ მტიროდეს჻ გულნო჻ კლდენო჻ და჻ მინანო჻

1952. აწ჻ ვითხოვ჻ ღთისგან჻ სააჯო჻ დიდად჻ ძნელია჻ სად჻ არის჻ ჩემი჻ სავანე჻ მუნ჻ განმინათლოს჻ ბნელიო჻ მისის჻ ელვითა჻ მაკრთობდეს჻ არ჻ მცხინვარე჻ ჰყოს჻ ბნელია჻ ანგელოზთანა჻ ვჰფრინვიდე჻ ვადიდო჻ ჩემი჻ მჴსნელიო჻

1953. სული჻ რომელი჻ აწ჻ ჩემგან჻ ჩანს჻ უტყუოდ჻ დანასულები჻ მუნ჻ დამამკვიდროს჻ სადაცა჻ ჰყვანან჻ მართალთა჻ სულები჻ შორს჻ ჰქნას჻ ნაწილთა჻ რომელთა჻ არს჻ დამზრალ჻ დანასულები჻ რომელსა჻ თიკნად჻ უწოდენ჻ არის჻ მარცხნით჻ წანასულები჻

1954. ამ჻ სააჯოსა჻ ღთისაგან჻ კვლავ჻ ვეღარ჻ ვითხოვ჻ ვეროსა჻ გლახ჻ სულსა჻ დახსნას჻ ბნელი჻ და჻ ნათლისა჻ გზასა჻ აროსა჻ მართალთა჻ თანა჻ შერაცხოს჻ ზდიდეს჻ მართ჻ ვითა჻ საროსა჻ ედემს჻ ბუნაგი჻ აუგოს჻ სამოთხეს჻ დააყენოსა჻

1955. აწ჻ გაისვენეთ჻ სატირლად჻ ტურფა჻ რაც჻ გქონან჻ ნახლებნი჻ ოთაღნი჻ მგზავსი჻ ედემთა჻ კარავნი჻ ნაჭირ჻ ნახლებნი჻ თავთა჻ იცემდით჻ მჴარ჻ დაჴდი჻ მონები჻ ჩემი჻ ნახლებნი჻ ჩვენ჻ დაგუმარხენით჻ შათიცვით჻ წახვედით჻ არ჻ შინ჻ ნახლებნი჻

1956. ესე჻ სოფლისა჻ წესია჻ საპჭოდ჻ მცალს჻ არა჻ წამისად჻ ამად჻ არ჻ გეტყვი჻ მიენდუნეთ჻ არცა჻ ერთისა჻ წამისად჻ უწყალოდ჻ ცულისა჻ ჰაიერი჻ ტურფისა჻ თვალ჻ წამწამისად჻ ბოლოდ჻ უმუხთლოდ჻ ვერ჻ მორჩეს჻ თუ჻ თავიც჻ წააწამისად჻

აქა სიკვდილის ავთანდილისა და ცოლისა მისისა჻

1957. აზომა჻ არ჻ არის჻ სოფლისა჻ საღამო჻ არცა჻ დილია჻ სიზმრისა჻ უფრო჻ სიზმარი჻ ჩრდილისა჻ უფრო჻ ჩრდილია჻ არ჻ ამოჰკრეფენ჻ სწავლულნი჻ მათ჻ მათგან჻ გამოცდილია჻ ავი჻ და჻ კარგი჻ სწორად჻ სჩანს჻ სიცოცხლე჻ თუ჻ სიკვდილია჻

1958. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ დაყვნეს჻ წელნი჻ სამოზდაათნი჻ გაუნდომდეს჻ საჭვრეტელად჻ ბროლ჻ ბალახშნი჻ მინასათნი჻ ღმერთმან჻ მისცნა჻ ორნი჻ ძენი჻ სიტურფითა჻ მგზავსი჻ მათნი჻ სიბერემან჻ გაუცუდა჻ მათ჻ გლახ჻ მათნი჻ ხასიათნი჻

1959. ავთანდილ჻ და჻ ცოლმან჻ მისმან჻ სული჻ ცათკენ჻ გაგზავნესა჻ გაეყარნენ჻ ჴორციელსა჻ იგი჻ მათსა჻ სინაზესა჻ ჴორცითაცა჻ შეუერთნეს჻ მას჻ წყაროსა჻ ზესთა჻ ზესა჻ მზე჻ მრავალთა჻ დაუტევეს჻ მიიახლნეს჻ ერთად჻ მზესა჻

1960. ვინცა჻ კარავნი჻ გააკრავნა჻ და჻ თიკანნი჻ გაათიკნა჻ მანვე჻ თხანი჻ თიკანთაგან჻ გაარჩივნა჻ გააბლიკნა჻ გონიერნი჻ გაამაღლა჻ სულნი჻ მათნი჻ მოირკინა჻ ერთმანეთსა჻ ეზიარნეს჻ რამანცაღა჻ ჩამოდრიკნა჻

1961. მითქვამს჻ და჻ კვლავ჻ ვსთქვა჻ სოფლისა჻ სიცრუვე჻ კვლავ჻ და჻ კვლადობა჻ იგი჻ გარდაჴდეს჻ გაისმა჻ ოდენ჻ ამბავი჻ მათობა჻ სადაა჻ კბილთა჻ სითეთრე჻ ანუ჻ ღაწუთაგან჻ მნათობა჻ მტვერად჻ შექმნილა჻ წაუჴდა჻ მათ჻ მათი჻ ხასიათობა჻

აქა ფრიდონისაგან ორგანვე მისვლა და ტირილი და მოთქმა჻

1962. მოვიდა჻ ფრიდონ჻ ტირილით჻ ძახილით჻ თავსა჻ მცემელი჻ იხოჭს჻ და჻ იგლეჯს჻ ჴმა჻ მაღლად჻ არ჻ უნდა჻ გარდამცემელად჻ მოიღო჻ მეტად჻ მრავალი჻ გლახაკთა჻ მისაცემელი჻ უნდოდა჻ თუმცა჻ ეშოვნა჻ ლახვარი჻ დასაცემელი჻

1963. ტაგრუცსა჻ მიჯდა჻ მოსთქმიდა჻ ჴმითა჻ მით჻ შვენიერითა჻ იგლეჯდა჻ თეთრსა჻ თმა჻ წვერსა჻ გაჰყრის჻ ბროლისა჻ ჭერითა჻ მაღლად჻ იძახდა჻ ვაგლახსა჻ ტირილით჻ არ჻ სიმღერითა჻ მართ჻ წმინდად჻ გაგლეჯილიყო჻ ერთობ჻ თმითა჻ და჻ წვერითა჻

1964. თქვა჻ მეტად჻ კარგი჻ სიტყვანი჻ ფილასოფოსთა჻ ბრძნობისა჻ რომე჻ ჴორჴითა჻ იტყოდა჻ მგზავსი჻ დავითის჻ ძნობითა჻ მე჻ გლახ჻ ვით჻ ვჰთქვა჻ სიკეთე჻ თქვენისა჻ ცხენოსნობისა჻ ან჻ ვით჻ მოვთვალო჻ მოკლული჻ თქვენისა჻ მშვილდოსნობისა჻

1965. რაზმთა჻ მლეწელნო჻ ყოველთა჻ მებრძოლთა჻ თქვენთა჻ მძლეველნო჻ კვლავ჻ ასპარეზად჻ ტურფანო჻ უსწოროდ჻ შესაძლეველნო჻ თქვენ჻ ვისცა჻ შველა჻ უბრძანით჻ უცხონონო჻ დასაძლეველნო჻ აწ჻ ჩემთა჻ ცრემლთა჻ დენასა჻ ჴამს჻ თუ჻ ვით჻ გაუძლე჻ ველნო჻

1966. თქვენებრ჻ ტახტსა჻ ვის჻ დაჯდების჻ ვინ჻ მოჰკაზმავს჻ სრასა჻ სრულად჻ ან჻ ნადიმსა჻ ვინ჻ გარდიჴდის჻ ზნე჻ უკლებსა჻ ჯავარ჻ სრულად჻ ვითა჻ დავრჩე჻ მე჻ უთქვენოდ჻ ვიგონებდე჻ ამას჻ რულად჻ აწ჻ ცოცხალი჻ რა჻ ვიქნები჻ გაკიცხული჻ გაბასრულად჻

1967. თინათინს჻ ნესტანდარეჯანს჻ ვით჻ მოუთქს჻ სინაზენი჻ ტანი჻ მჭევრი჻ ალვის჻ ნორჩი჻ პირი჻ მჭვრეტთა჻ ამაზრზენი჻ ბროლ჻ ბალახში჻ ლალ჻ გიშერი჻ მარგალიტთა჻ შენათხზენი჻ საუბარი჻ სიტყვა჻ ტკბილი჻ ვერ჻ მჭვრეტელთა჻ ამაზრზენი჻