... (S-5006), XVIII ს.

1922. აწ: მშვიდობითმც: არს: რომელმან: სჯულმიდვა: დამადინაო: მშვიდობით: ტურფავ: მაჩიდო: მაქაო: და: მადინაო: სოფელმან: მსგავსად: წყაროსა: სისხლის: რუ: დამადინაო: გულით: მით: წითობს: მომენდე: შენ: არად: ამადინაო:

1923. თქუენცა: მშვიდობით: პატრონნო: მსაჯულნო: ჩემებრ: მეფენო: საჴელმწიფენო: ჭურჭელნო: ოქსინოვ: ქუეშე: მეფენო: თავადნო: სპანო: მტერთათვის: ლომებრ: მბრდღვინავნო: სეფენო: ყოვლნი: მტიროდით: საბრალოდ: ჩემთუის: ცრემლისა: მჩქეფენო:

1924. თქუენცა: მშვიდობით: მშობელნო: აწ: ჩემთუის: ჭმუნვით: გასულნო: თვისნო: ტომნო: და: ძმანო: და: შვილნო: ძენო: და: ასულნო: იარაღნო: და: მონანო: აწ: ჩემგან: სხვაგნით: წასულნო: აწ: მიიბარეთ: გლახ: სული: ზეცისა: ძალთა: დასულო:

1925. ვაიმე: დაისხნეს: კავშირნი: არ: მფეთქენ: მე: მაჯანია: ცუდ: იქმნეს: მკლავნი: მაგარნი: ვაი: მტერთა: მემაჯანია: მკლავნი: რომელსა: ვერ: მბრძოდა: იგ: დევი: ქაჯმაჯანია: გამოისალმნეს: გაუშვა: ქუემდგომმან: ჴორცმან: ჯანია:

1926. უჩემოდ: დაჭნი: ვარდო: და: იავო: ფერმკრთლად: იყავ: ვით: დამთმე: ლალო: და: ბროლო: ძოწო: და: სათო: რა: მიყავ: კულა: იაგუნდი: ნავღელი: გატყდი: და: შუა: გამიყავ: აწ: მარგალიტი: მჭირვალო: ნუ: მტირ: და: ბაგე: დაიყავ:

1927. ჩემი: გარდაჴდა: სურვილო: რას: გარგებს: რაზომც: ინანო: და: მიადინეთ: სისხლის: რუ: გაწკრით: ვარდნო: და: მინანო: ჩემთანა: ცისა: მნათობნო: რანო: და: ანუ: ვინანო: მზე: მზეთა: მოჰკუე: მტიროდეთ: გულნო: კლდენო: და: რკინანო:

1928. აწ: ეს: ვითხოვო: ღ~თისაგან: სააჯოდ: დიდად: ძნელია: სადა: არს: ჩემი: სავანე: მუნ: განმინათლოს: ბნელია: მისთა: ელვათა: მაკრთობდეს: არ: მცხინვარე: ყოს: ნელია: ანგელოზთ: თანა: ვჰფრინვიდე: ვადიდო: ჩემი: მჴსნელია:

1929. სული: რომელი: აწ: ჩემგან: ჩანს: უტყუად: დანასულები: მუნ: დაამკუიდროს: სადაცა: ჰყუანან: მართალთა: სულები: შორს: ქმნას: ნაწილსა: რომელთა: არს: დამზრალ: დანასულები: რომელსა: თიკნად: უწოდენ: არს: მარცხნით: წანასულები:

1930. ამ: სააჯოსა: ღ~თისაგან: კულა: ვეღარ: ვითხოვ: აროსა: გლახ: სულსა: დაჴსნას: ბნელი: და: ნათლისა: გზასა: აროსა: მართალთა: თანა: შეჰრაცხოს: ზრდიდეს: მართ: ვითა: საროსა: ედემს: ბუნაგი: აღუგოს: სამოთხეს: დაამყაროსა:

1931. აწ: განიხუენით: სატირლად: ტურფა: რაც: გვქონან: ახლებნი: ოთაღნო: მსგავსნი: ედემთა: კარავნი: ნაჭრნი: ნახლებნი: თავთა: იცემდეთ: მჴარდაჴრით: მონანი: ჩუენნი: ნახლებნი: ჩუენ: დაგუმარხენით: შთაიცვით: წახვიდეთ: რა: შინა: ხლებნი:

1932. ესე: წესია: სოფლისა: საბჭოდ: მცალს: არ: აწ: ამისად: ამად: არ: გეტყუი: მიენდვნეთ: არცა: ერთისა: წამისად: უწყალოდ: ცვალის: ჰაერი: ტურფისა: თუალწამწამისად: ბოლოდ: უმუხთლოდ: ვერ: მორჩი: თუ: თავიც: წააწამისად:

1933. ესე: ისმინეთ: ყოველთა: დიდმან: მცირემან: მონამან: თვით: არ: გეწიოს: რაც: ავი: სთქუა: სხვათა: დანაგმონამან: დარეჯანს: ესმა: ანდერძი: სრულყო: არ: დანაბრკონამან: არე: ვარდისა: მელნის: ტბამ: აღელდა: მორწყო: მონამან:

1934. ანდერძი: სრულ: ყო: გარდაჴდა: ენავ: დაიყავ: პირო: და: ნესტანდარეჯან: მოსთქუმიდა: სისხლის: ცრემლითა: ტიროდა: იგიცა: მოკუდა: არა: თქვა: სიცოცხლე: დავაპირო: და: შვილნი: ტიროდეს: შეიქმნა: გლოვა: არ: სტვირი: ყვიროდა:

1935. ჰგუანდეს: დაბნელდეს: თუ: მზენი: ან: ერთგან: ორნი: მთუარენი: დიოდა: მსგავსად: ნილოსა: მუნ: ცრემლნი: მონაღუარენი: ვნახე: და: დავჰკრთი: სოფელსა: და: თავნი: სხუაგნით: ვარენი: ვთქუი: თუ: მივენდო: ღმერთსა: და: ბრალინმცა: აღუარენი:

1936. მტირალთა: პირდახოკილთა: მჴართა: იტვირთეს: აიღეს: იგ: უსახონი: მიჯნურნი: თაბუთისაკენ: წაიღეს: იარაღიცა: ტურფანი: მათნი: მათთანა: გაირეს: ცისა: მნათობნი: ტიროდეს: სული: აროდეს: დაიღეს:

1937. მდუღარად: ტიროდეს: შვილნიცა: მათნი: ძენი: და: ქალნია: მოსთქმიდეს: მზენო: სოფელმან: ვითარ: მოგჴადნა: ყალანი: ოჴრად: უთქუენოდ: ყოველნი: ცეხექალაქი: ყალანი: დაგუწვენ: ცეცხლისა: გვედების: უწყალოდ: ჩუენ: აქ: ალანი:

1938. ძე: მამას: მწარედ: მოსთქმიდა: ცრემლი: სდიოდა: სალამე: ვაი: გაგეყარე: გმირო: და: დათხოვით: მოგესალამე: თავს: დაილეწა: კაპარჭი: გული: კლდე: მაქუსო: სალა: მე: ვაი: ჯავრნი: შენნი: სოფელნო: მაჭამე: კვლავ: სამსალა: მე:

1939. მაღორებლისა: მუხთლისა: სოფლისა: წესი: ბარ: ესა: ყოვლთა: მოაწევს: ბოლოდ: ჟამ: ტკივილსა: სალმობარესა: იგი: სოფლისა: ჯავარნი: საფლავთა: მიაბარესა: ზედა: მიწანი: მიყარეს: მინიჩბეს: მიაბარესა:

აქა კიდევ სხვა ანდერძი და სოფლის გმობა ტარიელისა და ნესტან დარეჯანისაგან:

1940. აწ: მამისმინეთ: ყოველთა: სიტყუანი: ანდერძისანი: თუ: ვიყავ: მეფე: ვითარი: ენას: არ: ძალ: აქუს: თქმისანი: მაშინ: მოგგონდე: მოკუდავი: სულთ: ბრძოლა: ნახოთ: სხვისანი: დაიჴშნეს: ხორცთა: კავშირნი: ღონე: არა: აქუს: ძვრისანი: