... (S-5006), XVIII ს.

1902. გხადი: ყოველნო: სულდგმულნო: ხვეწნით: და: მე: თაყუანებით: ხილვად: აწ: ჩემთა: საქმეთა: თქუენ: აქა: მონაყუანებით: სული: განეყვის: ჴორცთაგან: მძლავრებით: არ: წაყუანებით: მეწყალვის: ვხედავ: გლახ: მისი: მოგლა: და: მონაყვანებით:

1903. ჟამ: ერთ: გაუშვით: ყოველი: სოფლისა: უბან: დაბანი: უგულებელს: ყავთ: ზრუნვანი: სახლი: და: ვანი: და: ბანი: მოიმკვეთანი: გაჭრანი: სიცილი: მღერა: და: ბანი: ისმინეთ: ჩემნი: ანდერძნი: ცუდია: დაფდაბდაბანი:

1904. შემომერტყენით: მიდამო: მოსხედით: მომეკარენით: ზოგთა: მზირ: მიყავთ: ერდოთა: სარკმლით: და: მომეკარენით: ნესტან: დარეჯან: მკოცნიდი: ბაგით: და: მამეკარ: ენით: ჯვარს: ვაცმევინებ: სოფელსა: ურია: მამეკარენით:

1905. გულისხმა: ყუენით: აღმოვსთქვამ: მე: თქვენსა: შესაძინელსა: დასაუნჯებსა: სულთასა: არ: კარგვით: არ: საძინელსა: მღვიძრად: ყოფასა: სწავლასა: არ: რულსა: არსაძინელსა: ცრემლთა: ადენდით: ცხელებთა: არ: ყინვით: ცივსაძინელსა:

1906. მე: ვიყავ: მეფე: ეგეთი: ვითარ: მოგითხრა: წერილმან: ბოლოდ: დამადგა: სოფელმან: ნავთმან: ფისმან: და: წერილმან: საჭმლად: მიშოვა: ჭიამან: ბუზმან: და: ძაღლის: მწერილმან: ვაი: თუ: დაგსაჯნეს: მიჯნურნო: მამამან: ამოწერილმან:

1907. ადამის: თესლი: სხვა: ერთი: მე: მჯობდა: ვერითა: ვერ: სახით: ვერ: ახოვნებით: დამეგმოს: სიავე: რითა: აწ: მამიახლდა: სიკუდილი: მამლამის: თვალთა: ბღუერითა: დამბღუჯა: ვერვინ: გაგვყრის: გაზითა: ვერცა: კვერითა:

1908. ნუ: მიენდობით: სოფელსა: საქმესა: ცუდა: მუხთალთა: არვის: მიგინდობს: რაძი: ვინ: კარგთა: უყოფდეთ: უთუალთა: ბოლოდ: ჟამს: დაგცემს: შეგიბრკობს: ფერჴთა: და: მართ: ნაკუთალთა: ყუელასა: ერთად: მოგიყრის: მის: დღეში: დანახუთალთა:

1909. ესე: დღე: ყოვლთა: ზედა: აც: ქუეყანად: ვინცა: იშობა: მუხთალსა: ცრუსა: სოფელსა: სჭირს: კაცთა: ზედა: იშობა: არ: აღირიცხვის: სიცქაფე: მისი: ვით: ზღვისა: ქუიშობა: ბოლოდ: ასრე: იქს: ცუდია: ცქნაფვა: და: მისგან: შიშობა:

1910. ყოველნი: დავიჴოცებით: სრულად: ერთობით: და: რამად: მით: დაგიტეობ: მცნებასა: მიენდვნეთ: ცუდად: არ: ამად: ვიტყუი: მუხთალსა: სოფელსა: ცრუდ: და: მიუნდოდ: არამად: წყეულმან: ნახეთ: რა: მიყო: ძმანი: არ: მაძმნა: და: რამან:

1911. ვერათ: მორჩებით: უწყოდით: ვერ: ხვეწნით: ვერ: მუდარებით: ვერ: გარდახვეწით: აღფრინვით: და: მთათა: დაბუდარებით: ციხის: ციხეთა: აგებით: ცათაცა: დაედარებით: მაშინ: მოგგონდეს: ყოველი: ოდესცა: ისუდარებით:

1912. აღარას: გვარგებს: ტირილი: სულთქმიდეს: მაშინ: ახევდეს: ერთი: მეორეს: უჭურეტდეს: მტირალი: ქუში: ნახევდეს: სჯობს: იუნჯებდეს: მუნასა: აქა: არ: შეინახევდეს: გარეთ: გასცემდეს: უხმობდეს: ატლასთა: არ: შინა: ხევდეს:

1913. თქმულ: არს: სიკუდილი: უფალ: არს: ჴორცთა: და: ანაგებისა: არ: ეშინიან: მძლავრთაგან: ნივთთა: და: მონაგებისა: არ: შეეწყალვის: ჭაბული: გლახა: არ: ეძაგებისა: არა: ჰკვირდების: თვალწარბი: ჰაერი: ღაწვბაგებისა:

1914. სოფელი: ამად: გვაღორებს: გვღებავს: ფერად: რა: მინისა: ჟამად: გიუხვის: რაც: სთხოვი: ესე: მთნავს: ესრა: მინისა: ანაზდად: გაგტეხს: რა: გკადრო: ჭიქისა: ან: რა: მინისა: ჩემსა: არ: ჯერხართ: სახედ: გიც: ვისისა: და: რამინისა:

1915. არ: გაგითავდეს: არავის: ესე: სოფელი: წამიერ: ისწრაფის: მუნვე: მიქცევად: მოკვდავი: ეს: მიწა: მიერ: მას: ნეტარ: ვინცა: სიმართლით: წავიდა: უბიწ: ამიერ: ცუდია: აქა: მეფობა: სრულობით: ვერ: იწამიერ:

1916. თქუენცა: ისმინეთ: მეფენო: მთავარნო: და: დიდებულნო: არა: ძალით: თქუენით: რას: მქნელნო: ღ~თისგან: გადიდებულნო: თვისნო: არ: თვისნო: მშვინაშვნო: ძმანო: და: მადიდებულნო: აწ: განეყავით: გლახაკთა: ლარნო: აქამდი: დებულნო:

1917. იყუენით: მართლმსაჯულობით: სიმართლის: მიმსახველობით: ღ~თის: შიშით: სჯულთა: მტკიცნობით: მცნებათა: დამარხველობით: ქურივთა: ობოლთა: მსჯელობით: გლახაკთა: გამკითხველობით: არ: ბნედით: არ: აშიკობით: არ: გაჭრით: არ: ახ: ველობით:

1918. მიუნდობელო: სოფელო: რას: ბრუნავ: რას: მუხანათობ: ოდესმე: სწუხ: და: აბნელებ: ოდესმე: არ: სწუხ: ანათობ: არვის: მიგუინდობ: წამ: ერთცა: ჟამთა: არვებ: თუ: ხანათობ: დაგვწვავ: კვამლურებ: ბნელითა: არ: ვითა: ხე: მუხა: ნათობ:

1919. უხვაიშნოო: წყეულო: მოდი: სიკუდილო: მომკალო: მომზადენ: ცელნი: მოლესენ: ჩემო: უჟამოდ: მომკალო: თქუენთვის: შევიქენ: საჭმელად: ჭიანო: მჭადმით: მომკალო: ჩემი: გავწელე: დავაგდე: ამ: სოფლის: მე: დამთმომ: კალო:

1920. მოდით: მომიზღეთ: მიჯნურნო: ცრემლნი: რომ: ისესხენითა: მიჯნურნო: ეგზომ: ტურფანი: ჩემებრ: სხვას: ვის: ესხენითა: გარდაეშალე: ბროლზედა: ყორნისებრ: თმის: ესხენითა: აღელდი: მელნისა: ტბაო: გიშრის: ტყის: ძირს: ესხენითა:

1921. ვეღარ: ვმლიქვნელობ: ჩემებრივ: აშიყნო: მი: აწ: არ: ენით: თანა: მამყევით: მიჯნურნო: საფლავის: არე: წარენით: ცრემლნი: დასთხივეთ: თქუენ: ჩემთუის: გლახ: თავნი: გაიმწარენით: საფლავი: სრად: და: საწოლად: სუდარი: მიზეწარენით: