... (S-5006), XVIII ს.

1883. ხვარაზმშა: ბრძანებს: ვინათგან: თქვენ: გწადს: აგრე: ვქნათ: ვით: ბრძანეთ: მაგრა: ნახეთ: რა: ძნელია: ესე: კარგად: გაიგონეთ: წინაშე: ვარ: გარდაუშვებ: რადგან: ასრე: მიზაბუნეთ: შემაკითხეთ: სპათა: ჩემთა: თარას: გვერდსა: შემაგონეთ:

1884. ადგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტარიას: გამოეზრახნეს: ხუარაზმშას: სიტყუა: ყოველი: წყნარად: თქუეს: არ: დაიზახნეს: თარა: ვაზირსა: უხმობთო: ვინ: ბრძენთა: გამოესახნეს: მიდგეს: ფრიდონ: და: ავთანდილ: სიგანთა: არ: უვაგლახნეს:

1885. შიგნით: შეჰყივლეს: ისმინეთ: ჩუენი: ჴმა: თქუენთვის: ზავისა: თარა: ვეზირი: გარდმოდგეს: სახასო: ბრძენთა: თავისა: ხუარაზმშა: ბრძანებს: ნახვა: სწადს: შენი: არ: ჭკუვად: ავისა: გამოდი: ჩუენ: გამოგინდობთ: არ: მიზდი: გინდა: ნავისა:

1886. გამოვიდა: თარა: ბრძენი: პლატონისა: დიდად: დარი: ხუარაზმელის: მართ: ნახვისა: ღმრთისა: ხუეწით: მემუდარი: რა: ჴელმწიფე: მისი: ნახა: მუნ: გაცოცხლდა: ვითა: მკუდარი: თქუა: თუ: ღმერთო: კურთხეულ: ხარ: აღარ: ვნახე: სასუდარი:

1887. თაყუანი: სცა: მერმე: ყელსა: მოეხვივა: თარა: ბრძენი: მოახსენა: ღმერთო: რა: ვთქუა: მადლთა: სენთა: მე: სიგრძენი: ამა: ომთა: მოარჩინენ: არ: უობლენ: წურილნი: ძენი: რა: მადლი: ვთქუა: რომ: ასეთნი: წყალობანი: მიბოძენი:

1888. დასხდეს: მეფე: და: ვაზირი: არჩევენ: სათათბიროსა: მეფე: ბრძანებდა: სიტყუასა: გულმდუღრად: ასატიროსა: ვაზირო: ჰგუანდა: ძე: ჩემი: ბროლ: ლალსა: გასაჭვიროსა: ვით: მეტყუი: სისხლი: გაუშვი: მაგ: ძნელსა: სავაზიროისა:

1889. ვაზირი: ჰკადრებს: მეფეო: თქუენ: უმართლე: ხართ: მას: დია: მაგრა: ჰყავს: ტყუედ: დარჩენილი: ვინცა: მესისხლე: ცხადია: არ: გაგიშვებენ: ცოცხალსა: უფიცავს: მას: მაჰმადია: თუ: გარდაუშვებ: გამართლებს: ვინ: ღმერთისა: დანაბადია:

1890. მეფემან: ბრძანა: ადვილად: ნუ: მეუბნები: ვაზირო: თუ: დავივიწყო: ძე: ჩემი: მმართებს: რომ: გული: ვატირო: ანუ: გავიჭრა: მონდორად: და: თავი: გავინადირო: მიჯობს: რომ: მოვჰკუდე: და: ჩემი: დარჩომა: არ: დავაპირო:

1891. ვაზირმან: ჰკადრა: მეფეო: ისმინე: სიტყუა: ასები: აქამდი: ჩემი: კადრება: არ: გაგეგონა: ნასები: ტარიელს: თქუენთა: სისხლთაგან: სწადს: სავსე: შესვას: თასები: თქუენად: საკლავად: მოუსხამს: უცხო: სპა: ბევრ: ათასები:

1892. სისხლი: გაუშვა: ხუარაზმშა: მტკიცე: ქნეს: მოზავებული: შეჰფიცეს: ყოვლი: სიმტკიცე: წინასწარ: მოსწავებული: კარგ: ვაზირობით: არა: ჩანს: თარასგან: დაშავებული: ხუარაზმშა: დადგა: წავიდა: ტარიელ: გამარჯვებული:

1893. მივა: ტარიელ: მოყუსითა: ფრიდონ: და: ავთანდილითა: გამარჯუებული: ნადირობს: საბინდოთა: და: დილითა: იტყუის: თუ: ვერ: გარდავიჴდი: მე: ვალსა: თქუენ: სადილითა: თქუენ: დამარჩინეთ: თუ: არ: მკუდრად: ვიწევ: ხუარაზმშას: ჩრდილითა:

1894. მოვიდეს: მოქალაქენი: გამოეგებნეს: ზარითა: მუტრიბთა: ჴმანი: ისმოდეს: ბარბითთა: შენაზარითა: ნესტან: დარეჯან: დაშუენდა: ელვითა: მით: მწყაზარითა: მას: სიხარულსა: ვერ: დავწერ: ჴელითა: ვერცა: აზარითა:

1895. რად: ვაგრძელებდე: მუნ: დაყუნა: მრავალნი: დღენი: ამონი: მერმე: გაუშვნა: სავსენი: მნათობნი: დაუღამონი: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: ტკბილნი: გამომსალამონი: დადგა: ტარიელ: თუც: ცრემლი: სდის: ჴმელთა: დასალამონი:

1896. აავსნა: მისაცემლითა: ოქსინოთა: და: შარდითა: სტავრითა: საკრამანგითა: მძიმითა: სადუქარდითა: წავლენ: ფრიდონ: და: ავთანდილ: პირითა: მინავარდითა: გავლენ: ზღუასა: და: მიდიან: საროთა: განაზარდითა:

1897. მივიდეს: მათი: ქვეყანა: მათ: დახუდა: ამოდ: ნებითა: მოეგებნიან: სძღნობდიან: წესითა: და: რიგებითა: თინათინს: პირსა: სინათლე: ემატა: დაშუენებითა: მულღაზანზარი: შეიქნა: მეტითა: აშენებითა:

1898. ეს: ამბავი: დარჩომოდა: სარგის: ლექსთა: შეუწყობლად: აგრევ: თმოგუი: თმოგუელთაგან: შესავლითურთ: დარჩა: ობლად: ესე: სიტყუა: მოახსენეს: ვინ: ჩანს: გმირთა: რაზმთა: მწყობლად: მიბრძანა: თუ: ლექსად: თქუიო: მჭევრქართულად: დაუშრობლად:

1899. ერთმანერთისა: მეშველთა: მებრძოლი: იმაჯანიან: ორთავე: მტერი: მოყვარედ: მათ: წინა: მოიყვანიან: მათთა: ურჩთა: და: შემკადრთა: მიწები: უაკვანიან: ორგულთა: მკლავნი: შემუსრნეს: ერთგულთა: აგულვანიან:

1900. ყოვლთა: სწორად: წყალობათა: ვითა: თოვლსა: მოათოვდეს: ობოლქურივნი: დაამდიდრნეს: და: გლახაკნი: არ: ითხოვდეს: ავის: მქმელნი: დააშინნეს: კრავნი: ცხუართა: ვერა: სწოვდეს: შიგან: მათთა: საბრძანისთა: თხა: და: მგელი: ერთად: სძოვდეს:

ანდერძი ტარიელისი ოდეს მიიცვალებოდა მის ჟამისა ნათქვამი:

1901. აჰა: მოგესმნეს: სოფლისასაქმენი: თავით: ქუენამდი: მოგვიგონენით: ყოფადნო: პირველყოფილნი: თქუენამდი: რა: გესმნეს: ძნელნი: ანდერძნი: ღაწუთა: ტირილით: ქუე: ნამდი: ყურად: იხვენითრაცა: ვთქვა: მე: სულთა: აღმოფრთქვენამდი: