ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1754. ზე ადგეს და მოახსენეს ჰე მნათობნო ცისა მზენო დასთმეთ გული დაიწყნარეთ ქენით რაცა მოგახსენო იგი ღ~თნ გაამაღლა ვითა ორბი მისნო ფრთენო აქ ყოფნა არა გვმართებს არცაღა გვცალს გლოვად ჩვენო

1755. მადლი უბრძანეს აწვივნეს ქვე დასხეს ზე ადგომილნი მუნვე დგეს იგი ვაჭარნი პირსა ფერ ჰაერ კრთომილნი გაკვირვებულნი საბრალოდ მართ ვერას ვერ მიხდომილნი ებრძანა ძმანო რა გიკვირს ჩვენ იგი ვართ წახდომილნი

1756. კვლა უბრძანებდეს გვიამბეთ ამბავი დანარჩომია მათ მოახსენეს პატრონო ჰინდოეთს დიდი ომია მოსრულა ხათა ლაშქარი ქალაქსა შემოსდგომია რამაზ არს ვინმე ხელმწიფე მათად პატრონად მჯდომია

1757. ჯერთ დედოფალი ცოცხალა მკვდართაგან უფრო მკვდარია იბრძვის ლაშქარი ჰინდოთა თუც იმედგარდამწყდარია გარეთ ციხენი წაუხვმან ყველაი გარდამხდარია მზეო თქვენ შუქნი მიჰფინეთ ჰაი რა ავი დარია

1758. მუნა მყოფსა ყველაკასა შეეკერა ჩვენცა შავი რამაზს წინა გამოვედით მისრულად ვთქვით ჩვენი თავი მეფე ჩვენი დიდი არის მათ ეწადა მისი ზავი გამოგვიშვა წაედითო არა გვიყო ყოლა ავი

1759. რა ტარიელს ესე ესმა მეტად ფიცხლად აიყარა ეჯი სამდღე წასავალი ერთსა დღესა წაიარა დროშა მისი აიმართა წინა არა მოიფარა აწ ნახე თუ გოლიათი გული ვითა ამაგარა

ტარიელისაგან ჰინდოეთს მისვლა და ხატაელთ დამორჩილება

1760. ჰინდოეთს ზედა წაადგა მუნ მთა და დიდი ქედია აჩნდა ლაშქარი უსახო მესაკვირველა მე დია ტარიელ ბრძანა მოყმენო აწ თქვენგან რა იმედია ადრე მოვიცლი ჩემთაგან ღმერთი და ჩემი ბედია

1761. იმა ლაშქართა უნახვან კვლავ ხრმალთა ჩემითა კვეთანი ერთხელ შემებნეს დავჰხოცენ შევქნენ აბჯართა ფეთანი ავთანდილ ჰკადრა რად უნდა თქმანი სიტყვათა მძლეთანი მართ ვითა მტვერთა წავიხვამთ მიხვდეს ფერხითა ცვეთანი

1762. დაეკაზმნეს საომარად გაამაყდეს გაჩაუქდეს ცხენთა შესხდეს უკეთესთა სახედარნი ასუბუქდეს ერთმანერთსა აჯობინეს მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს იგი ქედი ჩაიქროლეს ბუქისაცა უფრო ბუქდეს

1763. წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს ტარიასთა გააქცივნეს მიეწივნეს ჩამოჰყრიდეს მოაგებნეს მხარდაკრულნი მათ წინაშე მოასხმიდეს აიზიდნეს ვისნი ხართო ჰკითხეს ხანსა დარეზმიდეს

1764. მათ მოახსენეს მეფეო ჩვენ ცუდად დაღორებულნი რამაზის ხელმწიფისანი აქა დარაჯად რებულნი უბრძანა წადით რეგვენნო თქვენ ჩვენგან გაფიცხებულნი აცნობეთ თქვენსა პატრონსა მოვლენ გულითა ქებულნი

1765. უთხარითბრძანებს ტარიელ მეფე ლაღი და ჯანია იგი ხელმწიფე მაღალი მებრძოლთა მემაჯანია ჩემსა ამბავსა გაცნევენ შენნივე დარაჯანია შიში ვერ გიხსნის სიკვდილსა ცუდნიღა დაღრეჯანია

1766. დია დიდთა დამაჯნება უშმაგომან ვით გააგო ჰინდოეთსა ვით მოადეგ შმაგთაგანცა უფრო შმაგო აჰა მოველ იგი ცეცხლი რომე სრულად ამოგდაგო ხრმალი ჩემი მოლესული შენს ზედა დავაბლაგო

1767. აწ დაემზადე მოპარვა მე თქვენი არა მწადიან შემები რაზმი გარდმაწყევ წინასვე გამიცხადიან პირბოზო ჩემი მორევნა რა დია დაგიქადიან მე ჩაბალახათ გახმარნე რაცა გიმუზარადიან

1768. დარაჯანი წავიდეს და ერთმანერთსა მიუსწრობდეს რამაზს უთხრეს ყველაკაი დამალვასა ვერა სთმობდეს მოვიდაო ინდოთ მეფე ლაშქარნიცა კარგნი ჰყმობდეს ვინცა ვითა გარდეხვეწოს იგი ერთი ორთა სჯობდეს

1769. ჰინდოთა დროშა ტარიელს აქვს და ალამი უბია დროშა არაბთა მეფისა მასსა თანავე ჰყუდია არაბთა იცის ყველამან მათი აბჯარი შუბია ფრიდონმზე მოყმე რომელმან შექნა სისხლისა გუბია

1770. ცოტაი წავლეს გმოჩნდეს ხუთასი ცხენოსანანი შეტეობასა ჰლამობდეს ყმანი არაბთა თანანი ტარიელ გასწყრა ნუ იქთო მისცა სიტყვისა ნანანი მოვიდეს აჩნდა უაბჯროდ არცა თუ ჰქონდა დანანი

1771. ცხენთა ფერხთა მოეხვია მუხლმოყრილი შეეხვეწა მოახსენა შემიბრალე მისსა ძალსა ვინცა გხვეწა ნუ დამარჩენ ნუ მაცოცხლებ და წამიღონ მკვდარი მე წა გული თქვენი სასაკუთრო ბედმან ასრე დამილეწა

1772. დაიკარგენით წაჰხვედით თქვენ წელნი მეათენია გახდეს მფრინველნი უმეფოდ არწივსა მოსტყდეს ფრთენია ამად შევმართენ საქმენი ჩემნი საკამათენია ადრე გამიტყდა სოფელი მართ ვითა კაბათენია