ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1736. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1737. სამთავე ვლეს ღ~თსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდელადოსა ვითა მართებდათ პურობდეს ღვინოსა სმიდეს არ დოსა

ტარიელისაგან ჰინდოთა მეფისა სიკვდილის ცნობა

1738. ქედსა ზედა გარდამოდგა მეტად დიდი ქარავანი კაცები და სახედრები ერთობ იყო შაოსანი გარეშემო მოეკვეცნეს უკანამო დალალანი მეფე ბრძანებს მოასხითო ჩვენ დავყოვნოთ აქა ხანი

1739. მოასხნეს იგი ვაჭარნი და მათი უხუცესია უბრძანესვინ ხართ შავითა რად ტანნი შეგიბლესია მათ მოახსენეს სით მოვალთ იქ ასრე დანაწესია ჰინდოეთს ნისრით მოსრულთა გვივლია გზა უგრძესია

1740. გაეხარნეს მათ ვაჭართა ინდოეთით მომავლობა მაგრამ თავი უმეცარ ყვეს არა მისცეს ყოლა გრძნობა უცხოურად ეუბნების მათ ვერა ცნეს მათი ცნობა არ ესმოდა ჰინდოური არაბულად ყვეს უბნობა

1741. უბრძანესგვითხარ ვაჭარნო ამბავი ჰინდოეთისა მათ კადრეს ზეცით მოსრულა ჰინდოეთს რისხვა ზეცისა დიდსა და წვრილსა ყველასა ცრემლი სდის მსგავსი წვეთისა მუნ შიგან მყოფსა ბრძენსაცა ცნობა აქვს ვითა შეთისა

1742. თვით მათვე მათსა ამბავსა უამბობს არის წყლიანი ფარსადან მეფე ჰინდოთა იყო ხელმწიფე სვიანი მას ესვა ქალი მნათობი მზისაცა უფრო მზიანი კბილმარგალიტი ტანალვა ღაწვბადახშ ყორანთმიანი

1743. მას ქალსა და ამირბარსა ერთმანერთი შეუყვარდა ამირბარმან სიძე მოკლა ხმა მეფესა დაუვარდა იგი ქალი პატარაი მამის დასა გაეზარდა ბუქთა მისგან მონაქროლთა ჰინდოეთი გარდაჰქარდა

აქა ტარიელ დიდვაჭართა ჰინდუსტნის ამბავსა ჰკითხავს

1744. მამიდაი ქაჯი იყო გრძნეულობა იცის კარგა მით შემართა საშინელი მზე ხმელეთსა დაუკარგა თვითცა მოკვდა უბედური მართ საცოცხლოდ არად ვარგა იგი ქალი დაიკარგა ალვა მორჩი სხვაგან დარგა

1745. ცნა ამირბარმან წავიდა ლომი მის მზისა მძებნელად იგიცა წახდა ჰინდოეთს გახდა მთვარე და მზე ბნელად ორნივე წახდეს პოვნაღა მათი არს აწ საგებნელად მეფემან ბრძანა ჰე ღ~თო რად ცეცხლსა მომიდებ ნელად

1746. მეფე გაშმაგდა მათისა უღონოქმნილი ძებნისა ვად შეიცვალა ჰინდოეთს ხმა წინწილისა ებნისა ცოტასა ხანსა გავეძლო დება სახმილთა გზნებისა აწ თვითცა მოკვდა შეექნა ბოლო სრისა და ტკებნისა

1747. რა ვაჭარმან ესე სიტყვა თქვა საქმენი გააკვლადნა ქალმან დიდნი დაიკივლნა ფიცხლა თავსა მოიხადნა ტარიელცა დაიზახნა დაფარულნი გააცხადნა ნარგისთაგან ნაწვიმარი ღვარი ადგა თოვლი გადნა

1748. მომკალ ქალსა თავ მოხდილსა თუ მზე ვითა ეურჩოსა სული ვარდსა დავამსგავსე თავშიშველი ყაყაჩოსა თუ ბრძენიცა მაქებარი მისი იხმობს ვირებ ჩოსა ჰგავს თუ ტყუბი მარგალიტი ზის ბროლისა ხარხანჩოსა

1749. ქალი საბრალოდ მამასა სტირს ბულბულისა მსგავსია თმა გაიგლიჯა გაყარა ღაწვი ცრემლითა ავსია ვარდი შექნილა ზაფრანად ლალი მართ ვითა მხავსია მზესა ღრუბელი ეფარვის ამად ნათელი დავსია

1750. იხოჭს და იგლეჯს ზახილით ტირს სიტყვა ხაფი უარე სისხლი და ცრემლი თვალთაგან ჩამოსდის გარე უარე მოვჰხეო შენთვის მამაო შვილი ყოველთა უარე ვერა გმსახურე ასულმან ვერცა რა შეგაგუარე

1751. ჩემთვის ბნელქმნილო მამაო ნათელო თვალთა ჩემთაო ჩემთა რა გაცნევს ამბავსა გულისა მონაცემთაო მზეო რად ღა გაქვს სინათლე რადღა ანათობ თემთაო რად არ დაიქეც ქვეყანავ რადღა ჰმართიხარ ზე მთაო

1752. ტარიელ მოსთქვამს გამზრდელო ჰა ჰა რა საქმე მსმენია მიკვირს თუ მზეღა რად ჰნათობს რად არა დაუჩენია მზე მოკვე ყოვლთა სულდგმულთა სოფელი აღარ შენია ღ~თსა მომადლე შემინდევ რაცა შენ ჩემგან გწყენია

1753. მაშინ დასხდეს ყველაკანი მტირალად და ცრემლთა მღვრელად დიდი ხანი მოიტირეს თავის თავის გაუყრელად ავთანდილ და ფრიდონ ტირან გულ სადაგად არ თუ ჭრელად მაგრა ექმნნეს სულსა მღებელ კათოლიკოს მაწყვერელად