ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

1889. წინ მოეგება მტირალი პირითა მილეულითა აღარ მთვარულად სავსითა არ ნათლად დილეულითა მართ ძრვითა ოდენ ცოცხალი სახითა მისეულითა თაყვანისსცემდის იგ გმირნი წესითა დარჩეულითა

1890. თაყვანი სცეს უსალამეს მოიკითხეს ერთმანერთი მერმე ჰკითხეს ვით არისო ლომი გმირთა შენაერთი მან პირმზემან წვრილად ბრძანა სენი სჭირსო ყოლ არ ერთი მისის ასრე ყოფისათვის შეგვარისხეს ზედა ღმერთი

1891. მოიტირს მათ ლომ კაცთა ტარიელის სნეულება მერმე უმძიმს ჰინდოთათვის მათ მტერთაგან ძლეულება ტარიელის ნახვა სწრაფით უნდა ვით არს ჩვეულება ნახეს მჭლედ და ფერ მიხდილად გულსა სჭირდა დაწყლულება

მისვლა ავთანდილისა და ფრიდონისაგან ტარიელის საშველად

1892. ნესტანდარეჯან ტან სარო პირად მზე ვითამცა ლალი დაღრეჯილიყო სევდითა აწ აღარ ვითამცა ლალი სისხლის ცრემლითა მტირალი უბნობდა ვითამც ალალი თქვა იყო ჩვენთვიოს ხვარაზმშა მწყერთათვის ვითამც ალალი

1893. სისხლის ცრემლითა მტირალი ბრძანებდა არ სათუობით ზურგი ათქს მზესა მოდრეკით სევდა სჭირს დასანაზობით ნესტანდარეჯან ტან სარო არს მისით ხასიათობით სევდა სევდასა დართვოდა ვერ მჭვრეტთა დასანათობით

1894. გამოვლნეს ზღვანი მოვიდეს ხმელეთსა ტარიელისა ნახეს სენთაგან დაცემით ტარიელ მსგავსი ბერისა ორთა სენთაგან ჩიოდა მტირალი მოანბვე რისა თქვა გახდა თემი ჰინდოთა სისხლთაგან მონატბერისა

1895. ტარიელის ნახვისათვის მობრუნდეს და მოუჩუქნეს ნახეს მჭლედ და ფერ მიხდილად ჰკადრეს გული აუჩუქნეს ლომო მხეო რამ გაგხადა პირთა ზედა შუქნი უქნეს აწმ ნუ გაგვა მტერთა შენთა რისხვა ზეცით მოუბუქნეს

1896. ტარიელ ძმათა უჩივის სენი დამერთო მტერულად დღესა ერთსა ნადირობით მოვიდოდი მხიარულად სმად დავჯე და ვიხარებდი ვარდი არ ვქენ დანასრულად მართ ანასდათ მომივიდა სევდამ მოკლა გული სრულად

1897. ესმა ხვარაზმთა მფლობელსა იგი დამერთო მე ზედა ჰინდონი ჩემნი შეებნეს მთვარე დაბნელდა და მზედა ქვეყანა ჩემი ასწყვიტა სისხლი იკითხა ჩემზედა მე ასრე ვიყავ მკლავთაგან ვერ მოვიხმარენ შტერზედა

1898. სოფელო ვისთა სისხლითა სვამ დამწველ გლახ ცეცხლი ვისა და ვის ვარდი ია ყაყაჩოდ არა ჰგავს ნარგისისადა მნახველნი ფიცვენ ფიცითა წაუხმან შუქნი მზისადა უყურეთ მსგავსად ყვავისა ბულბული ნეხვთა ვზისადა

1899. ესე თქვა და ვით ეწყინა ეს ამბავი მათ მეფეთა ტარიელის შველისათვის არ დამდგომთა მოსწრაფეთა ცრემლი სდის და აგრე ფიცვენ ვადენით სისხლთა მომჩქეფეთა ხვარამს მივალთ მოვიხმარებთ მკლავ მაგარნი სიალფითა

1900. აწ ასმათი მიეგებვის ნამსახური და დობილი მტერთა ჩვენთა ნახვა თქვენი შემშრეს თვალთა ცრემლ ლტობილი მათ სალამი გამოუღეს მოიკითხეს გულ წდობილი შესტირნა და აუჩუქნა აატირნა ერთობილი

1901. კვლა მოიკითხეს ასმატი ნამსახური და ხლებული ღ~თსამც მადლი აქვს არ ვნახეთ ტარიელ თვალთათ ლებული მოვასხით ზედ დავაყენოთ მკურნალნი ხელოვნებული ადრე ვჰკურნებთო იტყვიან ამას ვართ იმედებული

1902. ხელი ჰყვეს გვერდსა მიუსხდეს აქიმნი შემოკრებულნი წავლენ ფრიდონ და ავთანდილ გულითა გამეხებული ფიცხლა ჰინდოთა აცნობეს მოვლენ არიან ქებულნი მოვიდეს სპანი ჰინდოთა არ ხანსა დაყოვნებულნი

1903. აღლუმი ვნახეთ არ აკლდა იგ ლაშქარნი უთვალავნი მთა და ბარი გაიტენა მოიმატა სპანი სხვანი ბუკსა იკრეს და ავთანდილ ფრიდონს სძღვნიან მოდგეს თავნი მიდგეს შორით უსალამეს თქვეს თუ ვნახეთ ცათ ვარსკვლავი

1904. სამთა მეფეთა დროშები მუნ სამგან ამართულნია ხვარაზმს მიდიან სასწრაფოდ არ წყნარად გამართულნია სხვათა მრავალთა თავადთა ნიშანი წარმართულნია მე ვერ დავთვალენ ამარ ვა ჩემგან ძნელ შემართულნია

ავთანდილისაგან და ფრიდონისაგან წასვლა და ხვარაზმელთა ომი

1905. ცისკრად შეიქნა ხმა ბუკთა საყვირთა ქოს ტაბლაკება ჰინდონი დგანან შუასა შვენის დროშის ალამებია მარჯვნით დგას ლომი ავთანდილ ყოლ არა უნდა მას ქება მარცხენით ფრიდონ მოჰყვების უხარის მათ გვერდსა ხლება

1906. გაემართნენ სამესისხლოდ ხვარაზმს მივლენ გმირნი ესე ზღვათა მათთა არ მივიდეს ღაზოდ იყვნეს სისხლთა მთესე მივიდეს და აწ ამათ ქნეს პირველ მათგან დანაწესე ცეცხლებრ სწვენ და აოხრებენ მიუბრუნვეს რისხვა ზესე