... (A-530), XIX ს.

138. მოშორვება საყუარლისა, მას შექნოდა მისად ღაზოდ ცრემლსა ვითა მარგალიტსა, ჰყრის ვარდისა დასანაზოდ რა გათენდა შეეკაზმა, მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ ცხენსა შეჯდა გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ

139. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია შესთვალა გკადრებ მეფეო, მე ესე გამიგონია ყოველი პირი მიწისა, თქვენ ხრმლითა დაგიმონია აწ თუ სჯობს ესე ამბავი, ცნან რაცა გარემონია

140. მე წავიდე მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო თინათინის ხელმწიფობა, მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო მორჩილ ქმნილთა გავახარო, ურჩი ყველა ავატირო ძღვენი კადრნე ზედა ზედა, არ სალამი დავაძვირო

141. მეფესა ეთქვა ამისი, დიადი მადრიელობა უბრძანა ლომო არა გჭირს, შენ ომთა გამდრეკელობა აწ მაგა შენსა თათბირსა, ჰგავსო შენივე ქველობა წადი მაგრა რაღა ვქნა მამხუდეს, თუ სიშორისა გრძელობა

142. ყმა შევიდა თაყუანისცა, მადლი რამე მოახსენა ხელმწიფეო მიკვირს ქება, რად იკადრეთ ჩემი თქვენა აწ ნუთუ კულა სიშორისა, ღ~თნ ბნელი გამითენა პირი თქვენი მხიარული, მხიარულსა კულავ მიჩვენა

143. მეფე ხელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი სხვა მათებრი არ ყოფილა, არ გამზრდელი არ გაზრდილი ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჰსჩანს გაყრილი როსტან მისთვის აატირა, გონიერი გული ტკბილი

144. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე ლაღად მავალი ოც დღე იარა ღამესა, დღეზედა წართო მრავალი იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი არ მისცილდები თინათინ, მისი მას ვისგან ჰსწვავალი

145. რა მოვიდა სიხარული, შიგან გაჰხდა სამეფოსა მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა ჰსძღვნიდენ იეფოსა იგი პირ მზე არ მოჰსცდების, სიარულსა სასწრაფოსა მიხვდეს მყოფნი მას წინაშე, სიხარულსა სადაფოსა

146. ქალაქი ქონდა მაგარი, საზაროდ სანაპიროსა გარეთ კლდე იყო გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა ყმამან მუნ დაყო სამი დღე, ამოსა სანადიროსა გაზრდილი მისი შერმადინ, დაისვა სავაზიროსა

147. ესეა მონა შერმადინ, ზემოცა სახელდებული თანა შეზრდილი ერთგული, და მისთვის თავ დადებული მან არ იცოდა აქამდის, მის ყმისა ცეცხლი დებული აწ გაუცხადა სიტყვები, მის მზისა იმედებული

148. უბრძანა აჰა შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან ჩემნი საქმენი ყველანი, გცოდნიან გაგივლენიან მაგრამ არ იცი აქამდის, რანიცა ცრემლნი მდენიან მე ვისგან მქონდეს პატიჯნი, აწ მასვე მოულხენიან

149. მიბრძანა მიცან ამბავი, მის ყმისა დაკარგულისა მოხვიდე სრულ ვქმნა, მაშინღა შენი წადილი გულისა ქმარი არ მინდა უშენო, მამხვდეს ხისა რგულისა მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა

150. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა, პატრონისა სამსახურად მერმე ცეცხლი დაუმსია, აღარა მწვავს გულსა მურად ჰხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად ჰხამს თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირსა მიუხდეს მამაცურად

151. ვართ უმოყვარერეს მე და შენ, ყოველთა პატრონ ყმათასა ამისთვის გნუკავ საქმესა, შენ ამა ჩემთა ხმათასა ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად სხვათა სპათასა ამა საქმესა ვერა ვიქ, მე განდობასა სხვათასა

152. ლაშქართა და დიდებულთა, ალაშქრებდი პატრონობდი დარბაზს კაცსა გაგზავნიდი, და ამბავსა მათსა ჰსცნობდი წიგნსა ჰსწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა ჰსძღვნობდი აქა სადმე არ ყოფასა, ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი

153. ლაშქრობა და ნადირობა, შენი ჩემსა დაასახე აქათ სამ წელ არ მოვიდე, ხვაშიადი შემინახე მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე არ მოვბრუნდე მამიგლოვე, მიტირე და მივაგლახე

154. მაშინღა ჰკადრე მეფესა, არ საქმე სასურვალია აცნობე ჩემი სიკუდილი, იყავ მართ ვითა მთვრალია მიხვდა თქო საქმე რომელი, ყოვლთათვის გარდუვალია გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო ვერცხლი და რვალია

155. მაშინ უფრო მამეხმარე, ამისგანცა უფრო მხნედრე ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდი ზედას ზედრე მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე ზრდანი ჩემნი მოიგონე, გული შენი მოიმდედრე

156. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა შეეზარა თვალთათ ვითა მარგალიტი, ცხელი ცრემლი გარდმოყარა მოახსენა უშენომან, გულმან რამცა გაიხარა ვიცი რომე არ დაჰსდგები, მაგას გიშლი ამად არა

157. ჩემად ნაცულად დაგაგდებო, ესე სიტყვა რად მიბრძანე რაგვარა ვჰქმნა პატრონობა, რამც გიფერე რამც გიგვანე შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე ჰსჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე