... (A-530), XIX ს.

176. ვარდი მის მზისა გაყრილი, უფრო და უფრო ჭკნებოდა გულსა უთხრის თუ დასთმეო, ამად არ დია ბნდებოდა უცხო უცხოთა ადგილთა, საძებრად იარებოდა მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათთანა ემოყვრებოდა

177. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა, ჰსდის ზღვათა შესართავისად უჩნდის ქვეყანა ტახტად და, მკლავი სადებლად თავისად ჰსთქვის საყვარელო მოგშორდი, გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისა შენთვის სიკვდილი მეყოფის, ლხინად ჩემისა თავისად

178. ყოვლი პირი ქვეყანისა, მოვლო სრულად მოიარა ასრე რომე ცასა ქვეშე, არ დაურჩა არ იარა მაგრა იგი მის ამბვისა, მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა ამა შიგან წელიწადი, სამი სამ თვედ მიიყა

179. მიხუდა რასმე ქვეყანასა, უგემურსა მეტად მქისსა თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა იგი ჭირი არ უნახავს, არ რამინს და არცა ვისსა დღე და ღამე იგონებდა, საყუარელსა მასვე მისსა

180. მას მიხუდა წევრი სადგურად, მაღლისა მთისა დიდისა გამოსჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა მის მთისა ძირსა წყალი ჰსდის, არათ სანდომი ხიდისა ორგნითვე ტყესა შეეკრა, ნაპირი წყლისა კიდისა

181. ზედ წაადგა შეექცევის, დროთა დღეთა ანგარიშობს თვენი ესხნეს ორნიღაა, ამად სულთქვამს არა იშობს ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს, კულავ ამისთვის გულ მოშიშობს ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს

182. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად ჰსთქვა თუ დავბრუნდე ეზომი, ხანი რად დავყავ მე ველად ჩემსა რა ვკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად მისი ვერა ვცნა ჭორნიცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად

183. თუ არ დავბრუნდე საძებრად, დავყუნე სხვანიცა ხანანი რომელსა ვეძებ ვერა ვჰსცნე, ამბავნი მე მისთანანი დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შერჩეს ღაწვისა ბანანი მივიდეს ჰკადროს მეფესა, საქმენი დასაგვანანი

184. უამბოს ჩემი სიკუდილი, თვით ჩემგან დავედრებული მათ შეჰქნან გლოვა ტირილი, ქნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი, სხვაგან მე სადმე რებული ამას იგონებს ტირილით, გონება შეიწრებული

185. იტყვის ღ~თო სამართალი, შენნი ჩემთვის რად ამრუდენ მე ესზომნი სიარული, კიდე გლახ რად გამიცუდენ გულით ჩემით სიხარულნი, აფხურენ ჭირნი დააბუდენ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი, ვერათოდეს დავიყუდენ

186. კულაცა იტყვის დათმობა სჯობს, და თავსავე ეუბნების დღეთა მეტად ნუ მოკუდები, გული ჩემი ნუ დადნების უღმთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქმნების

187. თავს უთხრა მოკუე გიჯობს, სიცოცხლეს აუგიანსა მიხვალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა იგონებს წამწამ მიყვების, ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა

188. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშე, ერთობ სრულად მომივლიან მაგრამ საქმე იმ კაცისა, ვერა სადა შემიგნიან უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიან აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან

189. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია გაცუდებოდეს მკლავნი, და მისი სიამაყენია ბროლისა ველსა ჰსტურფობდეს, გიშრისა მუნ საყენია

190. მობრუნება დააპირა, სულთქნა მერმე ივაგლახა მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა თვესა ერთსა სულიერი, კაცი არსად არ ენახა მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა

191. თუმცა მხეცქმნილი ავთანდილ, გულ ამოსკვნით და კუნესითა ეგრეცა ჭამა მოუნდის, ადამის ტომთა წესითა ისრითა მოჰკლის ნადირი, როსტომის მკლავ უგრძესითა შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა

192. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს ექუსნი ვინმე ცხენოსანნი, ნახა მისკენ მოდიოდეს თქვა თუ გვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს აქა კაცი ხორციელი, კულა ყოფილა არაოდეს

193. ხელთა ჰქონდა მშვილდი ისარი, მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა, ყმა მოყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული ჰსტიროდეს და იჭიროდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული

194. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ, მეკობრეთა დაგამჰსგავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი, გვიშველე რა ცეცხლნი ავსე მოგვიმატენ ვერა გვარგო, ჭირი ჭირთა მოგვისავსე სატირელი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსე

195. ავთანდილ მიდგა ეუბნა, მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დიდი გვაქუს ციხე ქალაქი, ხატაეთს არე მარეთა