... (A-530), XIX ს.

98. კვალი ძებნეს და უკვირდათ, ვერ პოვნა ნაკვალევისა აგრე კუალ წმიდად წახდომა კაცისა, ვითა დევისა ლაშქარნი მკუდართა ტიროდეს, სწრაფა აქვსთ წყლულთა ხვევისა მეფემან ბრძანა ვნახეო, მიზეზი ლხინთა ლევისა

99. ჰბრძანა ღ~თსა მოეწყინა, აქანამდის ჩემი შვება ამად მიყო სიამისა, სიმწარითა დანაღვლება სიკუდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუცს განკურნება მასვე მადლი ესე იყო, წადილი და მისი ნება

100. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა აღარცა ჰკრა ასპარეზსა, ვაი ვამსა მოურთვიდა ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა ზოგთა ჰსთქვეს თუ მართალია, ზოგი ღ~თო უზრახვიდა

101. მეფე საწოლს შემოვიდა, სევდიანი დაღრეჯილი მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი

102. თინათინს ესმა მამისა, ეგეთი დაღრეჯილობა ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა მოლარე იხმო უბრძანა, ძილია თუ ღვიძილობა მან მოახსენა დაღრეჯით, ჰზის სჭირსო ფერ შეცვლილობა

103. ერთი ღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამითა თინათინ ბრძანა აწ წავალ, შესლვა არს ჩემგან ჟამითა მიკითხოს ჰკადრე იყო თქო, აქა ერთისა წამითა

104. ხანი გამოჰხდა იკითხა, ნეტარ რასა იქს ქალიო ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო მოლარე ჰკადრებს მოვიდა, აწაღა ფერ ნამკრთალიო დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა, წინაშე მომავალიო

105. უბრძანა თუ წადი უხმე, უმისობა ვით გავძლეო მოახსენე რად დაბრუნდი, შენ მამისა სიცოცხლეო მოდი ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მიწამლეო გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო

106. თინათინ ადგა მივიდა, მიყვა მამისა ნებასა უგავს პირისა სინათლე, მთვარისა მოვანებასა მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება ნებასა უბრძანა მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა

107. ქალმან ჰკადრა ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს ვინცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს თქვენი აგრე დაღრეჯანი, მნათობთაცა დაამხობდეს კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ ჭმუნვასა ესე სჯობდეს

108. უბრძანა შვილო რაზომცა, მჭირს საქმე სავაგლახია შენი ჭვრეტა და სიცოცხლე, ლხინადვე დამისახია მამაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია ვეჭვ რა სცნა შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია

109. უცხოსა და საკვირველსა, ყმასა რასმე გარდვეკიდე მისმან შუქმან გაანათლა, სამყარო და ხმელთა კიდე რა უმძიმდა არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი წავეკიდე

110. მე რა მნახა ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცა შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცა ჯერეცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო თუ მეოცა

111. ტკბილნი მისნი წყალობანი, ბოლოდ ასრე გამემწარნეს დამავიწყდა რაცა დღენი, მხიარულსა წამეარნეს ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს სადამდისცა დღენი მესხნეს, ვეღარამან გამახარნეს

112. ქალმან ჰკადრა მოგახსენებ, მე სიტყვასა დანაყბედსა ჱე მეფეო რად ემდურვი, ანუ ღ~თსა ანუ ბედსა რად დასწამებ სიმწარესა, ყოველთათვის ტკბილად მხედსა ბოროტიმცა რად შეექმნა, კეთილისა შემოქმედსა

113. მე ამას ვარჩევ მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი შორს არის თქვენი სამზღვარი, ბრძანება მიუთხრობელი გაგზავნე კაცი ყოველგან, მისთა ამბავთა მცნობელი ადრე ჰსცნობთ არის იგი ყმა, შობილი თუ უშობელი

114. მოასხნეს კაცნი გაგზავნეს, ოთხთავე ცისა კიდეთა უბრძანეს წადით პატიჟთა, თავიმცა რად დარიდეთა მონახეთ ჰსძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა მისწერეთ წიგნი სადაცა, ვერ მისწვდეთ ვერ მიხვიდეთა

115. კაცნი წავიდეს იარეს, მათ ერთი წელიწადია იარეს ჰსძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია ვერცა თუ ნახეს ნახული, ღ~თისაგან დანაბადია ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია

116. მონათა ჰკადრეს მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით მისა მნახავსა სულდგმულსა, კაცსა ვერ შევეყარენით ჩვენ ვერა გარგეთ საქმენი, სხვანი რამ მოიგვარენით

117. მეფე ბრძანებს მართალია, ასული და ჩემი ძეო ვნახე ვინმე ეშმაკისა, სიცუდე და სიბილწეო ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოსული ზეცით ზეო გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლე მეო