... (A-530), XIX ს.

216. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახა დიდნი ხენია მას ზედან ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა, მივა ცრემლ მინადენია

217. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა, ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა

218. ყმამან უთხრა დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე ჰსთქვა მკერდსა ხელნი, იკრნა ცრემლნი გარდმოსწვიმდეს ქალი შებნდა მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი ჰსწმიდეს

219. იგი ტევრი გაეხშირა, დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოსთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ ჰსჭვრეტს გაკვირვებით, მათსა ეგრე ქცევა ქნასა

220. სული დაიღეს მან ქალმან, დაჰსთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო, აბჯრისა წელ მორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა, გარდახდა გამოშლილობა

221. ავთანდილს უკვირს ამბავი, ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი, ჰსწმენდდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი, წყნარად არ რამე ჩხერითა

222. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი სტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრე დაღრეჯილი, კულა უფრორე დაიღრიჯდა

223. ავთანდილ ახლოს კულა ნახა, სახე მისივე კაცისა ულვაშ აშლილი წვერ გამო, ნუთუ მზეაო ვთქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკულა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა

224. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა, თავი მინდორს გააგარა ავთანდილ ჰსჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღთ~ნ ესე საქმე, მეტად კარგად მამიგვარა

225. აწ ამას ჩემთვის ღ~თისაგან, სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შევიპყრა მის ყმისა, ამბავი ვაამბობინო ჩემიცა უთხრა ყუელაჲ, მართალი გავაბჭობინო მას ყმასა ხმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო

226. ჩამოვიდა ცხენი ახსნა, მისგან ხესა შემობმული ზედა შესჯდა გაემართა, ქვაბი იყო კარ გახმული მუნით ქალი გამოიჭრა, გულ მდუღარე ცრემლ დასხმული ეგონა თუ დაბრუნდაო, პირი ვარდი ბროლ ბაკმული

227. ვერ იცნა სახე არ გვანდა, მისი მის ყმისა სახესა ფიცხლა გაიქცა მიმართა, ზახილით კლდესა და ხესა ყმა გარდაიჭრა დააბა, ვითა კაკაბი მახესა ხმას ჰსცემდეს კლდენი ქალისა, ზახილსა მუნ ერთ სახესა

228. მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა ვითა კაკაბი არწივსა, ქვეშე მი და მო ჰკრთებოდა ტარიელს ვისმე უხმობდა, მწედ თუცა არ ემწებოდა ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა

229. ეტყოდა სულე რამც გიყავ, კაცი ვარ ადამიანი უფერო ქმნილნი მინახვს, ვარდნი და ისი იანი მისი რამ მითხარ ვინ არის, ტან სარო პირ ბაკმიანი სხვად არას გიზამ ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი

230. ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა თუ არ შმაგი ხარ დამეხსენ, შმაგი ხარ მოდი ცნობასა აწ მეტად ძნელსა საქმესა, მნუკავ ადვილად თხრობასა ცუდად ნუ ჰსცდები ნუ ელი, მაგა ამბვისა მბობასა

231. კულა ეტყვის ყმაო რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა მაგა საქმისა ვერა იქმს, ვერცა კალამი წერასა შენ ერთხელ მეტყვი მითხარო, მე ასჯერ გეტყვი ვერასა ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა

232. ქალო არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი მამითმენიან ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე არვისგან მსმენიან შენ მიპოვნიხარ სიტყვანი, ჩემნი რაზომცა გწყენიან ვერ დაგეხსნები მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

233. ქალმან უთხრა რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო მზე არ მახლავს შეგეტყვების, თვრთვილო ასრე მით მაწყენო გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა გინდაიგი ქენო

234. კულაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა მაგრამ ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა პირსა ზედან გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა ადგა თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა

235. ეგრე უთხრა მე ეზომი, ჯავრი ვითა შეგარჩინო რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო გიჯობს მითხრა ამის მეტი, მართ აღარა არ გაწყინო თვარა ღ~თნ მტერი ჩემი, მოკლას ვითა მოგაკვდინო