... (A-530), XIX ს.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი, და გამოჰსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი, მართლად ცემა მარჯვედ ქნევა მართ აგრევე მელექსეთა, ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი, და დაუწყოს ლექსმან ლევა

21. მაშინღა ნახეთ მელექსე, და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხუდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული, არა ჰქნას სიტყვა მცირობა ხელ მარჯვედ ჰსცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა

22. მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ ჰგონია, მელექსეთა კარგთა სწორი განაღა ჰსთქვას ერთი ორი, უმსგავსო და შორი შორი მაგრა იტყვის ჩემი ჰსჯობსო, უცილობლობს ვითა ჯორი

23. მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა არ ძალუც სრულ ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი, ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკულენ ხელად აქვს, ხოცა ნადირთა მცირეთა

24. მესამე ლექსი კარგი არს, სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების, რაცა ოდენ თქუან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად

25. ჰხამს მელექსე ნაჭირვებსა, მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს

26. ჩემი აწ ჰსცანით ყოველმან, მას ვაქებ ვინცა მიქია ეს მიჩანს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით, ქვემორე მითქვამს მიქია

27. ვთქვა მიჯნურობა პირველი, და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო, გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო, მომცემი აღმა ფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა, ჰქონდეს მრავალთა წყენათა

28. მას ერთსა მიჯნურობასა, ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების მსმენლისა, ყურნიცა დავალდებიან ვსთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს, არ სიძვენ შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან, არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა, ვერ მიხვდომისა წყენითა ზოგთა აქვს საღმთო სიახლე, დაშვრების აღმა ფრენითა კულა ზოგთა ქვე უძს ბუნება, კეკლუცთა ზედან ფრენითა

30. მიკვირს კაცი რად იფერებს, საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს, მისთვის მკუდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა სძულს, რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა გულსა

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის, ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა, შვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე, ნურა ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა, ჰსჯობს თუ კაცსა იახლების

აქა ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

32. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი, ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო, კულა მოუბნარი წყლიანი

33. სხვა ძე არ ესუა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის, გული გონება და სული ბრძენი ჰხამს მისად მაქებრად, და ენა ბევრად დასული

34. მისი სახელი თინათინ, არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო, მისგან მზე საწუნარია მეფემან იხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხა დაუწყო, მათ ამო საუბაროსა

35. უბრძანა მკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვჰსჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვჰკუდები სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია ჩემი მზე დავსვათ ხელმწიფედ, სოფელი ასრე მქნელია

37. ვეზირთა ჰკადრეს მეფეო, რად ბრძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა, გვმართებს რაზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა, სუნი და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკულამა, ვითამცა ჰკადრა მტერობა

38. მაგას ნუ ბრძანებთ მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია თქვენი თათბირი ავიცა, სხვისა კარგისა მჯობია ჰხმდა გაღანამცა საქნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია