... (A-530), XIX ს.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ, ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ცნობითა წყნარითა წინა მიუხდეს მუხლ მოყრით, პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა

60. დაგიღრეჯია მეფეო, აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული, თქვენი საბოძვარ ხშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი, თავსა რად უგდე ჭირიო

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუვის ვინცა დაიყბედნა

62. ეგე არ მიმძიმს ვაზირო, ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე, სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სადაცა, საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლნეს, სამამაცონი ზნენია

63. ერთია მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა ღ~თმან არ მომცა ყმა შვილი, ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კულა ბურთობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ, ჩემგანვე განაზარდობითა

64. ყმა მეფისა ბრძანებასა, ლაღი წყნარად მოისმენდა თავ მოდრეკით გაიცინა, გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა, შუქი ველთა მოაფენდა მეფე ბრძანებს რას იცინი, ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

65. კულა უბრძანა თავსა ჩემსა, რას იცინი რას დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ, და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს, არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო

66. უბრძანა რამცა ვიწყინე, თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო, კადრება საუბარისა ნუ მოკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

67. მიწაცა თქვენი ავთანდილ, თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ, მოწმად თქვენივე ყმანია მოასპარეზედ ვინ მგავსო, ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვეტელი მისიცა, ბურთი და მაედანია

68. მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა, მაგისსა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქმო, შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ, მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოსჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა

69. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი, თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს

70. კულა ბრძანა მონა თორმეტი, შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემთა ისრისა, მომრთმევლად მოსახმარებლად ერთიღა შენი შერმადინ, არს მათდა დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ, უტყუვრად მიუმცდარებლად

71. მონადირეთა უბრძანა, მინდორნი მოიარენით დასცევით ჯოგი მრავალი თავნი ამისთვის არენით ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს, მოდით და მოიჯარენით გაჰყარეს სმა და ნადიმი, მუნ ამაოდ გავიხარენით

72. დილასა ადრე მოვიდა, იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ ბალახშოსანი პირს ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასულად აწვევდა, მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

73. შეეკაზმა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს მრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოკროდეს ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის, ისროდეს და ერთგან სრვიდეს

74. უბრძანა მონა თორმეტი, მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგცემდით, ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსვლა ნადირმან, ყოველთა მინდორთა კიდითა

75. მოვიდა ჯოგი ნადირთა, ანგარიშ მიუხდომელი ირემი თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს, საჭრეტლად სჯობდეს რომელი აჰა მშვილდი და ისარი, და მკლავი დაუშრომელი

76. ცხენთა მათთა ნატერფალნი, მზესა შუქთა წაუხმიდეს მიხოცდეს და მიესროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივნის, მონანი ყე მოართმიდეს მხეცნი მათგან დახოცილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

77. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიტეს, ცათა ღ~თი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა, გავსო ედემს ალვა ისხეს

78. იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დის, და წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრეს, სადა ვერა რბის ცხენია იგი ორნივე მაშვრალნი, მოსწყდეს რაზომცა მხნენია